Connect with us

თავის მოვლა

ვარჯიში, რომ თავნება ლამაზმანი გახდეთ: 40 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით გამოვიყურები

ყველამ იცის, რომ როდესაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს, შესაბამისად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ეს წესი პირიქითაც მუშაობს. კარგი გარეგნობა გვეხმარება, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ. თუ ფიზიკურად არა, მენტალურად მაინც. ზოგჯერ პროცედურები, პირველ რიგში, სილამაზისკენ მიმართული, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ნამდვილად გვეხმარება. Alltime.ge–ს გიამბობთ, სახის რომელი ვარჯიშები დაგეხმარებათ, რომ უფრო კარგად გამოიყურებოდეთ და განწყობაზეც სასარგებლოდ აისახოს.

გთავაზობთ 2 ვარჯიშს, რომელიც მარტივად შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და სახლის პირობებში გაიმეოროთ. ნებისმიერი ადამიანი ვარჯიშის შესრულებას შეძლებს. რაიმე სპორტული ინვენტარი საჭირო არაა. დიდ დროსაც არ წაგართმევთ.

ვარჯიში სახის დასაჭიმად

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ სახის ვარჯიშები თქვენთვის არაა, რამდენიმე უპირატესობას გაგაცნობთ. რეგულარულად სწორი ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კუნთებს აძლიერებს, დაჭიმულობას აქრობს, კანის სიმკვრივეს ზრდის და წვრილ ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

ვარჯიში „მარიონეტი:

ვარჯიშის შესასრულებლად ნიკაპი მაქსიმალურად დაწიეთ. წარმოიდგინეთ, რომ სათამაშო ხართ, რომელიც თხემით მარყუჟზე ჩამოკიდებულია. ამ პოზაში ცოტა ხნით გაჩერდით.

რეკომენდებულია, რომ ვარჯიში მთელი დღის განმავლობაში შეასრულოთ, როცა ეს თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. როგორც კი, ვარჯიში გაგახსენდებათ, გაიმეორეთ. მსგავსი ვარჯიში ტონუსს ზრდის, სახის ოვალს აუმჯობესებს, მოხრილ კისერს ვიზუალურად ასწორებს.

Advertisement

ერთწუთიანი ვარჯიში სახის ლიფტინგისთვის

კიდევ ერთი მარტივი ვარჯიში, რომლის შესრულებით დილა უნდა დაიწყოთ. ასე კუნთების ტონუსს თანდათან გაზრდით და სახის კანს გაახალგაზრდავებთ.

ვარჯიშის შესასრულებლად სახის კუნთები მოადუნეთ, პირი ოდნავ გააღეთ. ორი თითით შუბლის ძვალს (წარბების ოდნავ ზემოთ) დაეყრდენით. ოდნავ ზემოთ აიწიეთ. ვარჯიში 1 წუთის განმავლობაში გააკეთეთ.

ასეთი მარტივი ვარჯიშებით სახის დაჭიმვას შეძლებთ. რა თქმა უნდა, ვარჯიშები ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. შესაბამისად, ეფექტი ნაკლებად შესამჩნევია. ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ვარჯიში, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ, თავისუფალი დროის და სასურველი შედეგის მიღების სურვილის მიხედვით. წარმატებას გისურვებთ!

Advertisement