Connect with us

ყვავილები

ვარდის გაახალგაზრდავება სოდით. აცივებამდე ყვავის

ჩვენთან აგარაკზე ბევრი ყვავილი იზრდება. უმეტესობა მათგანი ჯერ კიდევ ბებიამ დარგო. მათ შორის ბევრი ვარდის ბუჩქია, რომელიც მაშინ კოსმეტიკასავით ძვირად ფასობდა. ვარდის ძველი ბუჩქების მოჭრას ვერ ვბედავ. ყვავილებს გასაახალზრდავებლად აქტიურად ვანოყიერებ. ამ საქმეში სამზარეულოს და სააფთიაქო პროდუქტები დაგეხმარებათ.

ერთი შეხედვით, ვარდი პრეტენზიული მცენარეა, არადა მისი მოთხოვნების ამოცნობა უნდა იცოდეთ. მაგალითად, ვარდისთვის მზიანი და კარგად ვენტილირებადი ადგილი შეარჩიეთ. ვარდის ძლიერ და გრძელ ფესვს მიწაში წყლის დამოუკიდებლად მოპოვება შეუძლია, მაგრამ სიცხეში მორწყვით დახმარება სჭირდება. სპეციალური ხსნარი ბუჩქს აახალგაზრდავებს და ყვავილობას ახანგრძლივებს.

სოდა და სარეცხი საპონი ვარდისთვის

ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია ხალხურ სარეცხ საშუალებებში ხშირად გვხვდება. საინტერესოა, რომ ნარევი ვარდის ბუჩქსაც მოსწონს. 5 ლ წყალს 1 ს/კ სოდა, 0,5 ჩ/კ ნიშადურის სპირტი, 1 ჩ/კ მაგნიუმის სულფატი და 1 ჩ/კ გახეხილი სარეცხი საპონი დაუმატეთ და აურიეთ. მინიმუმ 30 წუთით გააჩერეთ. ამ დროში საპონი სრულად გახსნას მოასწრებს.

სპრეი ბოთლში გადაასხით და ბუჩქები ყველა მხრიდან დაამუშავეთ. მისი ყვავილები, ფოთლები და ღეროებიც დანამეთ. მცენარე დილას ან საღამოს დანამეთ, როცა მზის პირდაპირი სხივები არაა. ჰაერის ტენიანობა მაღალი არ უნდა იყოს.

ნარევი გამოიყენეთ და მალე ახალი ყლორტები გამოჩნდება. მოხუცი ვარდი აცივებამდე იყვავილებს.

Advertisement