Connect with us

ყვავილები

ვარდების მოვლა აგვისტოში და როგორ მივაღწიოთ დიდებულ ყვავილობას

გამოცდილმა მებაღეებმა ყურმოკვრით არ იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზაფხულში ვარდების მოვლა. ცივი სეზონისთვის მომზადება უკვე აგვისტოში უნდა დაიწყოთ. ამის წყალობით მომავალ წელს ყვავილების დედოფალი კიდევ უფრო მდიდრული ყვავილებით თვალს გაგიხარებთ. ხოლო წარმოუდგენელ არომატზე, რომელიც მთელ ბაღში იფრქვევა, არაფერს ვიტყვით!

თქვენთვის ზაფხულში ვარდის მოვლის ინსტრუქცია მოვამზადეთ. დეტალურად ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ არომატული მცენარე ზამთრისთვის. ასევე გაიგეთ, კარგი ყვავილობის საიდუმლო ხრიკები.

ვარდის მოვლა ზაფხულში

ყვავილის მოშორება

ყვავილის ბუჩქის მდგომარეობა ხშირად შეამოწმეთ. როგორც კი დამჭკნარ ყვავილს შეამჩნევთ, აუცილებლად მოჭერით. დამეთანხმეთ, დაჭკნარი კოკორი და დაცვენილი ფურცლები არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე კიდევ ერთ ხრიკს უნდა მიმართოთ. პირველ 5 ფოთლიან ფირფიტასთან ყლორტი გადაჭერით. ამასთან ყლორტის პატარა ნაწილი ხელშეუხებელი დატოვეთ. შემდეგ ბუჩქი დაათვალიერეთ. ყველა სუსტი, გამხმარი ან გადატეხილი ტოტი სჯობს გადაჭრათ და მოიშოროთ.

მორწყვა და გამოკვება

ბუჩქების რეგულარულად მორწყვა არ დაგავიწყდეთ. ამინდს ყურადღება მიაქციეთ: თუ ხშირი წვიმებია, ვარდისთვის ეს საკმარისია. გარდა ამისა, ყვავილს დამატებითი ზრუნვა სჭირდება. ვარდისთვის კალიუმის და ფოსფორის სასუქი შესანიშნავად გამოგადგებათ. პირველ შემთვევაში სჯობს ნაცრის ნაყენი გამოიყენოთ, მეორე შემთხვევაში – სუპერფოსფატი.

ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ ნაცარი 1 ლ წყალში გახსენით. სუპერფოსფატი ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით გააზავეთ. ორივე ნაყენი 1–2 დღე უნდა გააჩეროთ. ამის შემდეგ მოსახმარებლად მზადაა. 1 ლ ნაყენი სარწყავში ჩაასხით და ვარდის მთელი ბუჩქი მორწყეთ. გარდა ამისა, არსებობს მზა კომპლექსური სასუქი, რომელიც მოიცავს აზოტს, ფოსფოტს და კალიუმს.

ბუჩქის დამუშავება ბუგრების საწინააღმდეგოდ

ყვავილების ბუჩქებს ხშირად ბუგრები აზიანებენ. თუ ბუგრები ცოტაა, სიტუაციის გამოსწორებას უბრალო წყლის და დიასახლისის საპნის ნარევით შეძლებთ. საპნიანი ხსნარი გააკეთეთ და ყლორტებს წაუსვით. ასე ბუგრები განადგურდება. ასევე იყენებენ ინსექტიციდული მცენარეების ნაყენს. მაგალითად, გამოდგება ქრისტესისხლა, აბზინდა და ხახვის ფურცლები.

თუ ფოთლებზე შავ ლაქებს ხედავთ, დროა უფრო სერიოზული საშუალება გამოიყენოთ. გამოდგება ბორის მჟავა და სხვა საშუალება, რომლის შეძენას სპეციალურ მაღაზიებში შეძლებთ. ბუგრებთან ბრძოლა რომ არ მოგიწიოთ, სჯობს პროფილაქტიკის მიზნით წინასწარ დაამუშაოთ.

ზედმეტების მოშორება

ვარდის ბუჩქები სისტემატიურად შეამოწმეთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ფესვებთან სხვა მცენარის ყლორტები ზრდას იწყებს. თუ ასე მოხდა, აღმონაცენები იმწამსვე მოაშორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო მცენარე შეიძლება გაიზარდოს და ყვავილის ბუჩქი გაანადგუროს.

როგორ მივაღწიოთ დიდებულ ყვავილობას

1. ვარდი მადლობას გეტყვით და ლამაზი ყვავილებით გაგახარებთ, თუ ნიადაგს კარგად მოამზადებთ. პირველ რიგში, თქვენთვის საჭირო ზომის ორმო ამოთხარეთ. მეორეც, ძირში 5 სმ ნეშომპალა ჩაყარეთ. შემდეგ ამოთხრილი მიწა სუპერფოსფატს, ნეშომპალას და კალიუმის მარილს აურიეთ. მიღებული ნარევი ორმოში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. ისღა დაგრჩენიათ მზა ნიადაგში 2 კვირის შემდეგ ყვავილის ნერგები დარგოთ.

2. გახსოვდეთ, რომ მინერალური და ორგანული სასუქი უნდა დააბალანსოთ. ორგანული სასუქი მხოლოდ თხევადი სახით მიაწოდეთ. მაგალითად, მშრალი სკინტლი ან ნაკელი ყვავილის ფესვებს უბრალოდ დაწვავს. ასეთი გამოკვება ნერგებზე ცუდ გავლენას იქონიებს.

3. უხვ ყვავილობას რომ მიაღწიოთ, არაფესვური გამოკვება არ დაგავიწყდეთ. სჯობს ბუჩქები სპეციალური საფრქვეველით დაამუშაოთ. ეს საღამოს თბილ, მაგრამ მოღრუბლურ ამინდში გააკეთეთ. შედეგად მკვებავ ნივთიერებებს ფოთლები თანდათანობით შეიწოვს.

4. ვარდი საკმაოდ ტენის მოყვარე მცენარეა. სწორედ ამიტომ, საჭიროა არა მხოლოდ დროულად მორწყათ, არამედ ფესვებთან ტენი შეინარჩუნოთ. ამისთვის გამოდგება მულჩირება – 7 სმ სისქის ე.წ  წყალმცენარეების ან ნაკელის ბალიში.

5. რჩევა, რომელიც გამოგადგებათ, თუ ვარდის დარგვას ახლა გეგმავთ. ამ ყვავილს სინათლე ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, დასარგავად ადგილი კარგად შეარჩიეთ. რაც უფრო თბილ და მზიან ადგილს შეურჩევთ, მით უფრო უხვად იყვავილებს.

ვარდის მოვლა თქვენი ბაღის რუტინაში აუცილებლად ჩართეთ. ძალიან მალე შედეგს დაინახავთ. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დიდებული ყვავილობის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ყვავილების დედოფლის გასაზრდელად საკუთარი ხრიკები გაქვთ, კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ.

Advertisement
თავის მოვლა4 hours ago

12 იაფი მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება სოდის გამოსაყენებლად

ტესტები4 hours ago

აირჩიეთ საჩუქარი და წაიკითხეთ მოკლე წინასწარმტყველება ხვალისთვის

ჯანმრთელობა4 hours ago

ოჯახის აფთიაქი სახლის რაფაზე: “ფულის ხის” სამკურნალო თვისებები

ჯანმრთელობა4 hours ago

იდეალური ფეხები სახლის პირობებში! ეს ვარჯიშები ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ

კულინარია4 hours ago

გამაგრილებელი ლიმონის სასმელის სწრაფი რეცეპტი

თავის მოვლა4 hours ago

აფთიაქი ფანჯრის რაფაზე: ალოეს 15 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

თავის მოვლა4 hours ago

ამ ნატურალური ნიღბის ანტიასაკობრივი ეფექტი ყველა რეკორდს ხსნის. ამასთან ხელმისაწვდომია

ტესტები1 day ago

ტესტი სურათებით: აირჩიეთ თქვენი ცხოვრების გზა

ჰოროსკოპი1 day ago

14 აგვისტო: ბედნიერების და პოზიტივის ნათელი დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ჯანმრთელობა1 day ago

5 საუკეთესო რეცეპტი შინაურული კბილის პასტის გასაკეთებლად. ქიმიაზე უარი თქვით

ჰოროსკოპი3 weeks ago

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ჰოროსკოპი2 weeks ago

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

კულინარია2 weeks ago

სად უნდა შევინახოთ მცენარეული ზეთი: მაცივარში, მაგიდაზე თუ კარადაში

ტესტები1 week ago

არჩეული კონვერტი გეტყვით, რა ცვლილებები გელოდებათ უახლოეს მომავალში

სხვა1 week ago

როგორ გავრეცხოთ სწორად კეტები და ბოტასები სარეცხი მანქანის გამოყენებით

ტესტები1 week ago

ლარნაკი, რომელსაც აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში

სხვა3 weeks ago

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

ტესტები1 week ago

ტესტი: აირჩიეთ მტრედი და გაიგეთ ახალი ამბავი, რომელსაც ის მომავალში მოგიტანთ

საკითხავი4 weeks ago

10 ნატურალური არომატი, რომელთაც კოღოები ვერ იტანენ

ტრენდული