Connect with us

ჯანმრთელობა

ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ შენი ორგანიზმი პარაზიტებმა შეიპყრეს, თუ ეს სიმპტომები გაქვთ

ადამიანს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ მის სხეულში ბუდობენ პარაზიტები, რომლებიც ფიტავს ორგანიზმს და იწვევს უსიამოვნო შედეგებს. თუ ადამიანი დისკომფორტს არ განიცდის, ფიქრობს, რომ მისი ორგანიზმი სუფთაა. რაც ნამდვილად არასწორია.

დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ განვთავისუფლდეთ პარაზიტებისგან. ასეთი წმენდა არამხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ საშიში დაავადებების პროფილაქტიკასაც ემსახურება. იგი, ასევე, ძველ დაავადებებსაც განკურნავს, რომლებიც მკურნალობას რამდენიმე წლის განმავლობაში არ ექვემდებარებოდა.

როგორ გავთავისუფლდეთ პარაზიტებისგან

ჩვენს პლანეტაზე მრავალსაუკუნოვანი არსებობით, ადამიანის ორგანიზმი შეეგუა ცხოვრებას მავნე მიკროორგანიზმების გვერდით და შეიმუშავა მექანიზმები მათგან თავდასაცავად. იმისათვის, რომ რომელიმე არსების თავშესაფრად არ ვიქცეთ, საკმარისია იმუნიტეტის გაძლიერება.

თუ ორგანიზმის დამცავი მექანიზმები დასუსტებულია, პარაზიტებს უმარტივდებათ თქვენი სხეულის “დაპყრობა”, რათა მისი პროდუქტით ისარგებლონ. აი, ასეთი ნიშნები გვამცნობს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას.

პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში: სიმპტომები

1. ყაბზობა, დიარეა, მომატებული გაზწარმოქმნა და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის სიმპტომები.

2. შფოთვა და მშფოთვარე ძილი, ძილში კბილების კრაჭუნი.

3. აუხსნელი მწვავე ტკივილი კუნთებსა და სახსრებში.

4. დანაყრების შეგრძნების არქონა მსუყედ ჭამის შემდეგ.

5. ხშირი გადაღლა, აპათიის შემოტევა, დეპრესია.

6. აუხსნელი გამონაყარი კანზე, აკნე.

რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებების მანიშნებელიც იყოს, ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური პროდუქტები, რომლებიც პრეპარატების დახმარების გარეშე ახერხებენ ჩვენი ორგანიზმის პარაზიტებისგან დახსნას. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება მიხაკი(სანელებელი), ნესვი, სტაფილო, მრავალძარღვა, აბზინდა. თუმცა, ყველაზე ეფექტური და პოპულარული საშუალებაა გოგრის თესლი, რომელსაც ფასდაუდებელი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.

პარაზიტების მოშორება გოგრის მარცვლებით

1. 3 წილი დაქუცმაცებული მარცვლები შეურიეთ 1 წილ თაფლს, მიირთვით მასა, სამი საათის შემდეგ დალიეთ კუჭის ამშლელი საშუალება და 30 წუთში გაიკეთეთ ოყნა.

სხვათაშორის, ასეთი საშუალება დასაშვებია ბავშვებისთვისაც, 3 წლიდან(15 გ მარცვლები ყოველ 1 წელზე)

2. შეგიძლიათ დაქუცმაცებული მარცვლები მიირთვათ უზმოზე და დააყოლო თბილი რძე. 2 ს.კ. პროდუქტი ჭიებს 3 დღეში გამოდევნის.

3. დაბოლოს, ეს მეთოდი მხოლოდ უფროსებზეა გათვლილი. 100 გ მარცვლები დააქუცმაცეთ და შეურიეთ შაქარს გემოვნებით. მიიღეთ ყოველ დილით, 3 ს.კ. მასა და დააყოლეთ აბუსალათინის ზეთი.

პარაზიტების არსებობის გარეშეც, გოგრის მარცვლები აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში მისი სასარგებლო თვისებების გამო. მისი დამატება შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათებსა და ფაფებში.