Connect with us

სხვა

ექიმებმა ქალის მკერდთან დაკავშირებული პოპულარული მითები გახსნეს

ბრიტანელმა მკერდის პლასტიკის კონსულტანტმა და ესთეტიკის ქირურგმა ჟაკლინ ლუისმა რამდენიმე პოპულარული მითი გააქარწყლა ქალის მკერდის შესახებ.

1. ფიზიკური სავარჯიშოები მკერდს უფრო მკვრივს ხდის

სამწუხაროდ ეს მითია. მკერდის სიმკვრივე კანის მდგომარეობაზე და მკერდში არსებული ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ახალგაზრდა ქალბატონი რეგულარულად გააკეთებს მკერდის კუნთების სავარჯიშოებს მისი ფორმა შეიძლება გაუმჯობესდეს, თუმცა დროდადრო კანი ელასტიურობას კარგავს, ცხიმოვანი ქსოვილი კი მაგარი ქსოვილით ნაცვლდება. ასაკის მიერ გამოწვეული ჩამოწელვის ვარჯიშით შეჩერება შეუძლებელია.

2. ბიუსტჰალტერი მკერდის სწორი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ბიუსტჰალტერი მკერდის ფორას მხოლოდ მისი ტარებისას ინარჩუნებს, როგორც კი გაიხდით, მკერდი მაშინვე ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ბიუსტჰალტერში ძილი ფორმის შენარჩუნებაში ვერ დაგეხმარებათ და გარდა ამისა ეს საკმაოდ საზიანოც არის ჯანმრთელობისთვის.

3. მკერდის ზომის გაზრდა ბუნებრივი გზითაც არის შესაძლებელი

ვერც მკერდის ფორმას და ვერც მის ზომას ბუნებრივად ვერ შეცვლით, ამისთვის პლასტიკური ქირურგია აუცილებელია. ნუ დახარჯავთ ფულსა და დროს კოსმეტიკურ საშუალებებზე, ნუ წამოეგებით მარკეტინგულ ხრიკებს, ეს მკერდის გაზრდაში ვერ დაგეხმარებათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement