Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმბაშმა დაასახელა 3 სარეველა, რომელიც ხრტილების და სახსრების აღდგენაში დაგეხმარებათ

ბევრი ადამიანი უშედეგო რამდენიმე სამკურნალო კურსის შემდეგ ტრადიციული მედიცინიდან ხალხურზე გადადის. ხალხური მედიცინა ძვლების აღსადგენად, ტკივილის გასაქრობად, ანთების და შაკიკის სამკურნალოდ ბევრ რეცეპტს გვთავაზობს.

ხალხურ მედიცინაში მცენარეების ფესვებით მკურნალობა გავრცელებული მეთოდია. ადრე ბუნების საჩუქრით ბევრ უსიამოვნებას კურნავდნენ. გირჩევთ, რომ თაობების მიერ დაგროვებული გამოცდილება გამოიყენოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 3 რეცეპტს სარეველებით, რომელთა დახმარებით ხრტილების და სახსრების აღდგენას შეძლებთ.

ჭანგის ფესვი

სარეველა ბევრ დაავადებას კურნავს. მას თითქმის ყველა ველური და შინაური ცხოველი ტყუილად არ ჭამს. ჭანგის ფესვის ნახარში და ნაყენი კურნავს წყლულებს, სხვადასხვა სახის შეშუპებას, ანთებას და შარდის ბუშტის დისფუნქციას. სასარგებლოა თირკმლებში კენჭების, შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების, ნაწლავების დაავადებების, ჰიპერტონიის და სხვა უსიამოვნების დროს. კარგი ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს.

ბაბუაწვერას ფესვი

ღვიძლის და კუჭის სიმსივნის, ანემიის დროს დაგეხმარებათ. ბაბუაწვერას ფესვი სახსრებს, დიათეზს და ლიმფური კვანძების ანთებას კურნავს.

ოროვანდის ფესვი

ყველა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ბრონქიტის, შაქრიანი დიაბეტის და ჰაიმორიტის დროს დაგეხმარებათ. სახსრებს, გულსა და სისხლძარღვებს კურნავს. ზოგი ირწმუნება, რომ ამ მცენარის ფესვით რამდენიმე თვეში C ჰეპატიტის განკურნებას შეძლებთ. ქოლესტერინს, ნაღვლის ბუშტში კენჭებს მოგაშორებთ. გარდა ამისა, ჭრილობას, ფსორიაზს, ეგზემას, კანის დამწვრობას და თმის ცვენას კურნავს.

როგორ გამოვიყენოთ სარეველას ფესვი

ფესვი ნაადრევ გაზაფხულზე უფრო სასარგებლოა, მაგრამ შემოდგომაზეც შეგიძლიათ ამოთხაროთ. კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით, რომ მოსახერხებელი იყოს.

1 ს/კ ხმელი დაქუცმაცებული ფესვი აიღეთ და 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთით ადუღეთ, შემდეგ 2 საათით გააჩერეთ. ნახარში გადაწურეთ. 0,5 ჭიქა ნახარში დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ.

მცენარეების ფესვები შეგიძლიათ ერთად ან ცალ–ცალკე გამოიყენოთ. სამკურნალო კურსი: 3 კვირა, მაქსიმუმ წელიწადში 2–ჯერ.

ექიმს აუცილებლად გაესაუბრეთ, სანამ ხალხურ მედიცინას მიმართავთ და თვითმკურნალობას დაიწყებთ. გაარკვიეთ, ხომ არ ხართ ამ მცენარეების მიმართ ალერგიული. მცენარეების ფესვების ნახარშები ტრადიციულ მედიცინასთან ერთად დამხმარე საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Advertisement