ტესტები
ეს 4 კითხვა თქვენი პიროვნების ტიპს განსაზღვრავს და მის მნიშვნელობას გაამჟღავნებს
მაიერსი-ბრიგსის პიროვნების განსაზღვრების ცნობილი ტესტი 93 კითხვას მოიცავს. ეს ბევრ დროს მოითხოვს და ყველას მოთმინება არ ყოფნის, რომ ბოლომდე გაიაროს და საკუთარი პიროვნების ტიპი განსაზღვროს.
ტესტის გამარტივებული ვერსიაში მხოლოდ 4 კითხვის დახმარებით საკუთარ პიროვნებაზე ბევრ რამეს გაიგებთ.
თითოეულ კითხვაზე პასუხი შესაბამის ასოს შეესაბამება, ხოლო ამ ასოების განლაგება პიროვნების 16 ტიპს ნიშნავს.
ამ 4 კითხვას პასუხი გაეცით და ერთი ვარიანტი შეარჩიეთ, რომელიც ასოების განლაგებას შეესაბამება. შედეგად, 4 ასოსგან შემდგარ რიგს მიიღებთ, რომელიც 16 შესაძლო ტიპიდან ერთის შესაბამისია.
1. როცა ძალიან დაღლილი ხართ და ენერგიის შევსება გჭირდებათ, თქვენ უფრო:
- სადმე მეგობრებთან ერთად წახვალთ (E)
- დროს მარტო გაატარებთ, წიგნს წაიკითხავთ ან სერიალებს უყურებთ (I)
2. აქედან თქვენ რომელი აღწერა უფრო შეგეფერებათ:
- აწმყოთი ცხოვრება მიყვარს, ყურადღებას ყველ დეტალს ვაქცევ და წამით სიამოვნებას ვიღებ. (S)
- ოცნება და მომავალზე ფანტაზიორება მიყვარს. ყველაფერში სიმბოლოებს და ნიშნებს ვხედავ. (N)
3. როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, თქვენ:
- ლოგიკით და გონებით ხელმძღვანელობთ (T)
- ემოციებით და სხვების გრძნობების გათვალისწინებით ხელმძღვანელობთ (F)
4. თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება გელოდებათ. თქვენ უპირატესობა ანიჭებთ:
- დაგეგმოთ, ორგანიზება გაუკეთოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინასწარ მიიღოთ (J)
- საკითხი ღიად დატოვოთ, სპონტანუროდ იმოქმედოთ და მოქნილობას ენდოთ (P)
ახლა კი, საკუთარი პიროვნების ტიპის შესახებ გაიგეთ:
1. დამკვირვებელი (ISTJ)
თქვენ პასუხისმგებლობის მქონე, საიმედო, ძალიან შრომისმოყვარე ხართ. დავალებულ საქმეს ყოველთვის ასრულებთ. ხალხის ჯგუფში ზრუნავთ იმაზე, რომ ყველა ფაზლი ერთმანეთს სწორად შეეწყოს.
კაცების 16%-სა და ქალების 7%-ში გვხვდება.
2. დამცველი (ISFJ)
თქვენ იმის ერთგული ხართ, რაც გიყვართ და ეს თქვენი ყველაზე დიდი ნიჭია. პირველი ამჩნევთ, როცა მეგობარი ცუდადაა, მზად ხართ ჩაერიოთ და კონფლიქტი მოაგვაროთ. მზად ხართ მის დასახმარებლად ყველაფერი მიატოვოთ.
კაცების 19%-სა და ქალების 8%-ში გვხვდება.
3. მრჩეველი (INFJ)
თქვენ ადამიანს გამჭოლი თვალით ხედავთ და ჩვეულებრივ იცით, თუ სხვები თავს როგორ გრძნობენ, სანამ ამას გეტყვიან.
კაცების 2%-სა და ქალების 1%-ში გვხვდება.
4. სტრატეგოსი (INTJ)
ცხოვრებას ისე უყურებთ, როგორც ერთ დიდ საჭადრაკო დაფას, ყველა შესაძლო სვლას და მის შედეგს განიხილავთ. ცოტათი შეიძლება ჩაკეტილი იყოთ, მაგრამ თქვენ ჩვეულებრივს ნამდვილად ვერავინ გიწოდებთ.
კაცების 3%-სა და ქალების 1%-ში გვხვდება.
5. ოსტატი (ISTP)
თქვენს გვერდით ბევრ ადამიანს სურს ყოფნა. იცით, თუ როგორ მოდუნდეთ, პარკში სეირნობა როგორ მოაწყოთ ან დასვენების დღეებში მოგზაურობა როგორ დაგეგმოთ.
კაცების 9%-სა და ქალების 2%-ში გვხვდება.
6. კომპოზიტორი (ISFP)
თქვენ მხატვრის მგრძნობიარე სული და გული გაქვთ. გარეგნულად ცოტა მორცხვი ჩანხართ, მაგრამ თქვენი პიროვნება თავს იჩენს, როცა საკუთარ გარემოში იმყოფებით.
კაცების 10%-სა და ქალების 8%-ში გვხვდება.
7. მკურნალი (INFP)
თქვენი სიყვარული უსაზღვროა, თქვენ ყველაზე ნაკლებად გათელილ გზას მიჰყვებით და მზად ხართ ის ფასეულობები დაიცვათ, რისიც გჯერათ. სხვადასხვა წრის მეგობრები გყავთ, მაგრამ დროის გატარება წიგნის კითხვაში, მოგზაურობასა და ახალი ქვეყნების შესწავლაში გიყვართ.
კაცების 5%-სა და ქალების 4%-ში გვხვდება.
8. არქიტექტორი (INTP)
თქვენ იმის გაგება გსურთ, თუ სამყარო როგორ არის მოწყობილი. თქვენ კანონზომიერებას ეძებთ, რომელიც გაანალიზებასა და მოვლენების ახსნაში დაგეხმარებათ.
კაცების 5%-სა და ქალების 2%-ში გვხვდება.
9. ინიციატორი (ESTP)
გულში ცოტა დაუნდობელი ხართ და ერთ ადგილას გაჩერებას ვერ უძლებთ. ახალი გამოცდილების მიღება მოგწონთ და გსურთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველაფერი გამოცადოთ.
კაცების 6%-სა და ქალების 3%-ში გვხვდება.
10. გამრთობი (ESFP)
თქვენ ენთუზიაზმის და ენერგიის წყალობით ნებისმიერ ყოველდღიურ საქმიანობას ნამდვილ წვეულებად აქცევთ.
კაცების 10%-სა და ქალების 7%-ში გვხვდება.
11. ჩემპიონი (ENFP)
მეგობრებს ადვილად იძენთ, ამასთან ბევრი ინტერესი გაქვთ, რომლის მარტო შესწავლაც გიყვართ. გსურთ, რომ კაცობრიობა უკეთესი გახადოთ. თქვენ მებრძოლი სული გაქვთ და ვერ იტანთ, როცა ვიღაც თქვენს შეკავებას ცდილობს
კაცების 10%-სა და ქალების 6%-ში გვხვდება.
12. გამომგონებელი (ENTP)
ნამდვილი ნოვატორი ხართ, რომელიც ყველგან შესაძლებლობას ხედავს. სისტემის დაშლა არ გაშინებთ, თუ თვლით, რომ ეს სრულყოფილების მიღწევაში დაგეხმარებათ.
კაცების 4%-სა და ქალების 2%-ში გვხვდება.
13. ხელმძღვანელი (ESTJ)
ადამიანების, მონაცემების, იდეების ორგანიზაციას შესანიშნავად უმკლავდებით. სწრაფად ხვდებით, თუ ამოცანა სწრაფად როგორ შეასრულოთ.
კაცების 11%-სა და ქალების 6%-ში გვხვდება.
14. ორგანიზატორი (ESFJ)
თქვენ ძალიან პოპულარული და კომუნიკაბელური ხართ. ორგანიზების, დაგეგმვის და ურთიერთობის უნარი გაქვთ. გულში მზრუნველი ადამიანი ხართ, რომელიც მეგობარს არასდროს უმტყუნებს.
კაცების 17%-სა და ქალების 8%-ში გვხვდება.
15. მასწავლებელი (ENFJ)
ადამიანების მიმართ დიდი ინტერესი თქვენს პიროვნებას აყალიბებს. თქვენ სხვების გრძნობები ყველაზე მეტად გესმით და უნიკალური უნარი გაქვთ გაიგოთ, თუ ასე რატომ იქცევიან.
კაცების 3%-სა და ქალების 2%-ში გვხვდება.
16. მეთაური (ENTJ)
თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხართ. ლოგიკა და წინდახედულობა თქვენი ძლიერი მხარეა.
კაცების 3%-სა და ქალების 1%-ში გვხვდება.
ტესტის შედეგებს ეთანხმებით?