Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ძველი გერმანული საშუალება სისხლძარღვებს გაწმენდს, ქოლესტერინს შეამცირებს და იმუნიტეტს გააუმჯობესებს

ორგანიზმის ტონუსის და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად ნატურალური გამაახალგაზრდავებელი საშუალებების გამოყენება უნდა იცოდეთ. ლიმონის, ნივრის და კოჭის ძველ გერმანულ ელექსირს ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია.

ერთი თვის განმავლობაში, უზმოზე 1 ჭიქა ლიმონის წყლის დალევა საკმარისია, რომ სისხლძარღვები გაწმინდოთ! სასმელი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, წნევის ცვლილებებს უმკლავდება და ღვიძლის სწორ მუშაობას ხელს უწყობს.

ლიმონის წყალი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც პერიოდულად თავის ტკივილები აწუხებს, დილით თავს საშინლად დაღლილად გრძნობს და დეპრესიისკენ მიდრეკილება აქვს. გაზაფხულის ავიტამინოზის დროს ეს საშუალება სიცოცხლეს დაგიბრუნებთ.

ლიმონის წყალი

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ გახეხილი კოჭა
  • 4 თავი ნიორი
  • 4 ლიმონი
  • 2 ლ წყალი

მომზადება:

1. ლიმონი გარეცხეთ და კანთან ერთად წვრილად დაჭერით.

2. ნიორი გაასუფთავეთ. კოჭა, ნიორი და ლიმონი დააბლენდერეთ. მზა მასა ქვაბში მოათავსეთ.

3. ლიმონის ნარევს წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

4. ლიმონის წყალი გააგრილეთ, გადაწურეთ და ბოთლში შეინახეთ.

1 ჭიქა ლიმონის წყალი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. გემოსთვის შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ! ეს სამკურნალო სასმელი 3 კვირის განმავლობაში დალიეთ, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ.

შედეგი: ყველა პარამეტრით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სხეულის სიმსუბუქე და წონაში დაკლებაც კი! ცდად ღირს, რომ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოთ.