Connect with us

ყვავილები

ეს ყვავილები სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. ობს და ჭარბ ტენიანობას ებრძვის

შენობაში ობი, სოკო და ჭარბი ტენიანობა უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ზამთარში. ასე ჩვენი სახლი უშნოდ გამოიყურება და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ოთახის მცენარე პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ზოგიერთი მცენარე ჰაერს წმენდს, მის ხარისხს აუმჯობესებს, ტოქსინებს შთანთქავს და პატარა ოთახში თერმოცვლას აწესრიგებს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მცენარეები გჭირდებათ ობთან საბრძოლველად.

5 მცენარე ობის და სოკოს წინააღმდეგ

სამზარეულოში და სააბაზანო ოთახში განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა. ამ ოთახებში თაროზე ან ფანჯრის რაფაზე აუცილებლად მოათავსეთ შემდეგი მცენარეებიდან ერთი ან რამდენიმე:

ინგლისური სურო

ნესტიან ოთახში ჰაერში მოძრავი ობის მოსაშორებლად კარგი ვარიანტია. პატარა ან ვიწრო ოთახისთვის შესაფერისია. ყვავილი რეგულარულად და ხშირად უნდა მორწყათ. არაპირდაპირ კაშკაშა სინათლეზე კარგად იზრდება. ორპირი ქარი არ აშინებს. სავენტილაციო არხთან კარგად იზრდება.

მცენარე ჩამოსაკიდ კალათაში ჩადეთ. ასე ინტერიერს გაალამაზებთ და ცხოველებს დაიცავთ. სუროს ფოთლები ცხოველისთვის საშიშია.

სანსევიერია

სანსევიერია ან სიდედრის ენა უპრეტენზიო მცენარეა, ოთახის და ტემპერატურის შეცვლას ადვილად ეგუება. ამტანი მცენარეა. მის ფოთლებს კაშკაშა ფერი რომ ჰქონდეს და კარგად გაიზარდოს, თბილი მზიანი ადგილი შეურჩიეთ. კვლევის მიხედვით, მცენარე ჰაერს ყველა ყოფითი ტოქსინისგან წმენდს. ასე ობის გავრცელებას აფერხებს. თუ სწორად იზრუნებთ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტკბილი სურნელის მქონე ყვავილებით აყვავილდება.

სპატიფილუმი

ჭარბტენიანი ოთახისთვის შესაფერისი მცენარეა. ცხოველისთვის სახიფათოა. მზის პირდაპირი სხივები არ სჭირდება, ხელოვნური განათებაც ყოფნის. სააბაზანო ოთახში, დერეფანში ან აივანზე თავს კარგად გრძნობს. ფოთლები ხშირად გაუწმინდეთ და დამჭკნარი ყვავილები მოაჭერით. ასე კარგად განვითარებას შეძლებს.

პალმა (ბამბუკი, ლერწამი, ჯუჯა ფინიკი)

ნებისმიერი პალმა ფოთლების წყალობით ჭარბ ტენიანობას ამცირებს. საკმაოდ ბევრი ფოთოლი აქვს, ამიტომ ოთახის გამოსაშრობად იდეალური მეთოდია. პალმა სახლში კარგად იზრდება და კონდენსატს კარგად იწოვს. ფანჯარასთან ან კართან ახლოს მოათავსეთ.

ტილანდსია

უპრეტენზიო ეგზოტიკური მცენარე. ლამაზი ყვავილი ცხელი ან ორთქლით გაჯერებული ჰაერიდან სითხეს იწოვს. სამზარეულოში ადგილი მიუჩინეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ გამწოვი არ გაქვთ. მაგიდაზე ან ფანჯრის რაფაზე დადეთ. ყოველდღე ლამაზი მცენარის ყურებით დატკბით. ტილანდსია ბუნებრივი ფილტრია. ყველაფერ ცუდს შთანთქავს და ღამით მეტ სუფთა ჰაერს გამოყოფს.

ყველა მცენარე ობს და სოკოს არ ებრძვის. ზოგიერთი ტენიანობას ზრდის. მონსტერა, დიფენბახია და ანთურიუმი ლამაზი მცენარეა, მაგრამ მათთან სიფრთხილე გმართებთ.

Advertisement