Connect with us

ჯანმრთელობა

ეს სია გამრავლების ტაბულასავით უნდა იცოდეთ! იოდით მდიდარი პროდუქტები კარგი ჯანმრთელობის საწინდარია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იოდის დეფიციტს პლანეტაზე ყველაზე გავრცელებული, არაინფექციური დაავადების სტატუსი მიანიჭა. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი ყოველი მესამე მოქალაქე იმაზე ნაკლებ იოდს იღებს, ვიდრე საჭიროა. არადა, 75 წლის ცხოვრებაში 1 ჩ.კ.-ზე ცოტათი ნაკლებია საჭირო.

ყოველდღიურად, ჯმო-ს რეკომენდაციით, იოდის დოზა მოზარდებისთვის 100 მკგ-ს, ზრდასრულთათვის – 150-ს, ხოლო ფეხმძიმეთათვის – 200 მკგ-ს უნდა შეადგენდეს. თითქოს ცოტაა, თუმცა იოდი საკმაოდ იშვიათი ელემენტია. ადამიანი მას მხოლოდ შინაგანად მიიღებს – 90%-ს საკვებიდან, დანარჩენს – წყლისა და ჰაერისგან.

თუ ორგანიზმში იოდის დეფიციტია, ირღვევა ნივთიერებათა მიმოცვლა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება, ქვეითდება იმუნიტეტი, უარესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა, იზრდება სიმსუქნის რისკი, გამწვავებულ შემთხვევაში კი ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ჩიყვი და კრეტინიზმი.

იოდის დეფიციტი განსაკუთრებით იჩენს თავს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა ჩვენს რაციონში ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ღარიბი საკვებია. ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომლებიც ამ საჭირო ელემენტის დეფიციტს აღადგენს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას დაარეგულირებს.

იოდი პროდუქტში

1. ზღვის კომბოსტო

100 გ ლამინარიაში, იმავე ზღვის კომბოსტოში, 300 მკგ იოდია. დაუმატეთ იგი საყვარელ სალათებს და უპრობლემოდ აინაზღაურებთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტის ყოველდღიურ დოზას.

2. ვირთევზას ღვიძლი

ძველად იგი დელიკატესად ითვლებოდა და მხოლოდ დღესასწაულებზე ამზადებდნენ. ახლა ღვიძლის ქილა ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლებად სასარგებლო გახდა. ვირთევზას ღვიძლი თევზის ქონის წყაროა და შეიცავს ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავაა და იოდს. 100 გ პროდუქტში 250-370 მკგ იოდია.

3. ფეიხოა

იოდის დეფიციტს გრძნობთ? ნივთიერებათა ცვლის მოშლას? ნუ გაიქცევით მედიკამენტების შესაძენად. ფეიხოას ნაყოფს ბევრ დაავადებასთან შეუძლია გამკლავება – ის ერთადერთი მცენარეა, რომელიც, იოდის შემცველობით, ზღვის პროდუქტებს უტოლდება. თუ ხე სანაპიროზე იზრდება, მისი ნაყოფის 100 გ 250 მკგ-მდე იოდს შეიცავს.

4. ვირთევზა

ვირთევზა – ცილის იდეალური წყაროა მათთვის, ვინც ჯანსაღად იკვებება: ეს თეთრი თევზი ნაკლებ ცხიმსა და კალორიას, თუმცა მეტ ვიტამინსა და მიკროელემენტს, მათ შორის, იოდს შეიცავს. ერთ ულუფაში (100გრამში) 110-135 მკგ იოდია.

5. კრევეტები

პრაქტიკულად, ზღვის ყველა პროდუქტი მდიდარია იოდით, არც კრევეტებია გამონაკლისი. ერთი ულუფა 110 მკგ იოდს, დღიური ნორმის 2/3-ს შეიცავს.

6. თინუსი

თინუსის ხორცი თევზეულს შორის, ცილის შემცველობით, ყველაზე მდიდარია. “ზღვის საქონლის ხორცი” გამოირჩევა გემოვნური და სასარგებლო თვისებებითაც. მასში დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და იოდია(100 გრამში – 50მკგ).

7. კვერცხი

ქათმის კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი 97-98%-ით აითვისებს. იგი შეიცავს ფოსფორს, რკინას, სპილენძს, იოდს(35 მკგ 100 გრამში). თუმცა, ძირითადი ვიტამინები კვერცხის გულშია.

8. ხურმა

ხურმაში საკმაოდ დიდი რაოდენობით იოდია(100 გ – 30 მკგ). გარდა ამისა, იგი შეიცავს მაგნიუმს, ნატრიუმსა და რკინას, რომლის შემცველობითაც ვაშლს უსწრებს.

9. ინდაურის გულმკერდი

ინდაური უყვართ სპორტსმენებსა და გახდომის მსურველებს ცილის შემცველობისა და ცხიმების მცირე რაოდენობის გამო. იგი, ასევე, უნდა გიყვარდეთ იოდის მაღალი შემცველობის გამოც(20 მკგ 100გრამში).

10. ლობიო

ლობიოს კერძები არამხოლოდ გემრიელი და იოდით მდიდარია, არამედ ძალიან სასარგებლოცაა, რამდენადაც პარკოსნები შეიცავს ცელულოზას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფოლიუმის მჟავას.. 100 გ ლობიოში 10-15 მკგ იოდია.

მცირე რაოდენობით იოდს შეიცავს რძის პროდუქტი, ხორბლისა და შვრიის ფაფები, მარწყვი, ბანანი, სოკო. ყველაზე მარტივი საშუალება იოდის დღიური ნორმის მისაღებად – იოდიზებული მარილის გამოყენებაა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.