Connect with us

ჯანმრთელობა

ეს რეცეპტი 5000 წელს ითვლის! ტიბეტის უძველეს მონასტერში აღმოჩენილი ეს რეცეპტი დღესაც მუშაობს

ასაკის მატებასთან ერთად ბევრ ადამიანს სახსრების მოქნილობა უმცირდება. მისი აღდგენა სპორტული ვარჯიშებით, სააფთიაქო მალამოებით, ასევე ეფექტური ხალხური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია.

სახლის პირობებში სახსრების მოქნილობის გასაუმჯობესებლად საკუთარი ხელით დამზადებული საშუალება გამოიყენეთ. ნივრის ზეთი სახსრებს წესრიგში სწრაფად მოიყვანს და მტკივნეულ შეგრძნებას მოგაშორებთ.

ნივრის ზეთი სახსრებისთვის

350-450 გრ ნიორი აიღეთ, გაასუფთავეთ და ნივრის საჭყლეტში ან ხორცის გასატარებელ მანქანაში დააქუცმაცეთ. ერთ ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ და გაუწმენდაი მცენარეული ზეთი დაასხით. 2 კვირა ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. ყოველდღე ქილა გახსენით და აურიეთ. შემდეგ 4 ფენად გაკეცილ მარლაში ზეთი გადაწურეთ.

ნივრის ზეთი მტკივნეულ ადგილას მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ. პოლიეთილენის პარკი დაიფარეთ, შემდეგ თბილი ქსოვილით შეიფუთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით თბილი შხაპი მიიღეთ და საპნით ჩამოიბანეთ. ტკივილის შემსუბუქებას უკვე მეორე დღეს იგრძნობთ. პროცედურის ჩატარება ორი თვის განმავლობაში გააგრძელეთ.

რატომ არის ნიორი ეფექტური დაჭიმული სახსრების დროს? ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამით სახსრების აღდგენას ხელს უწყობს.

სამწუხაროდ, ამ ხალხურ საშუალებას უკუჩვენება აქვს. თუ ღვიძლის, თირკმლების ან პანკრეასის სერიოზული დაავადება გაქვთ, ფრთხილად უნდა იყოთ. თავიდან ცოტა შეიზილეთ, როგორც ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დროს და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდით. თუ ყველაფერი კარგად იქნება, შეგიძლიათ ზეთი მცირე რაოდენობით შეიზილოთ.

ასევე რეკომენდებულია, ნივრის ზეთი ტერფებზე შეიზილოთ, რომ კოჭრების და ბზარები მოიშოროთ.

Advertisement

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.