Connect with us

საკითხავი

ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

დღესდღეობით ბაზრობაზე ძალიან ბევრი დაკონსერვებული ხილი, ბოსტნეული, თევზი და ხორცი გვხვდება. ასეთი კონსერვები უვნებელი და ისეთივე სასარგებლო გვგონია, როგორც ახალი პროდუქტები.

ბისფენოლის ფისები კონსერვების დასამუშავებლად გამოიყენება

ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ კონსერვები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

კონსერვების საწარმოებლად გამოიყენება დამცავი ფისები, რომლებიც ბისფენოლი A-ს (დიფენილოლპროპანი, DPP) საფუძველზე იწარმოება. მისი სახელწოდების დამახსოვრება აუცილებელი არაა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ის ორგანიზმში გროვდება და შინაგან ორგანოებზე ცუდ გავლენას ახდენს.

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: ბისფენოლის დონე იმ ადამიანების შარდში, რომლებიც 5 დღე დაკონსერვებული წვნიანებით იკვებობდნენ, ნორმას აღემატებოდა. შემდეგი 5 დღე საცდელმა სუბიექტებმა დაკონსერვებული პროდუქტები სრულად ამოიღეს და ანალიზებმა ორგანიზმში ბისფენოლი A–ს არსებობა არ გამოავლინა.

არის თუ არა ბისფენოლი A ტოქსიკური?

ზემოთ ნახსენებ ქიმიურ ნაერთს და მის გავლენას ჯანმრთელობაზე მეცნიერები ფართოდ სწავლობენ. ბისფენოლი A გამოიყენება პლასტმასის და პოლიკარბონატის პლასტმასის წარმოებაში, ხოლო მის საფუძველზე ეპოქსიდური ფისები თითქმის ყველა სასმელის და კვების პროდუქტის ქილებში შიდა მხარეს დამცავ ფენად ისმება. აშშ–ში ბავშვების, ჩვილების ორგანიზმში და ნაყოფშიც კი DPP-ს მაღალი შემცველობის შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნეს.

კანადა პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ბისფენოლი ოფიციალურად ტოქსიკურ ნაერთად აღიარეს. შემდეგ ევროკავშირში ბავშვის ბოთლების და საწოვარების წარმოებაში მისი გამოყენება აკრძალეს, მაგრამ ბისფენოლის ფისები პროდუქტების და სასმელების ლითონის ქილების შიდა ზედაპირის დასამუშავებლად დღემდე გამოიყენება.

დღემდე უცნობია, თუ ზუსტად რა შედეგებს იწვევს ბისფენოლი ადამიანის ორგანიზმში. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები საგანგაშო შედეგს იძლევა: დამტკიცებულია, რომ ის ენდოკრინული სისტემის დაშლას, ჰორმონების ზედმეტად წარმოებას იწვევს. ამან შეიძლება დიაბეტის, სიმსუქნის და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკი გაზარდოს.

ამრიგად, პრობლემას წარმოადგენს არა დაკონსერვებული პროდუქტი (თუმცა მასში შემავალ კონსერვებსაც უნდა ვუფრთხილდეთ), არამედ მათი კონტაქტი ბისფენოლის საფართან. მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ, რომ DPP კონსერვების წარმოებიდან გამორიცხონ და ასეთი პროდუქტის წარმოება შეამცირონ.

პროდუქტების შესაფუთი მასალის საშიშროება

სასმელების და პროდუქტების რკინის ქილების გარდა DPP გვხდება პროდუქციის მთელ სპექტრში: ბოთლებში, დასალუქ მასალაში, CD და DVD, საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. შეფუთვის ერთადერთი ფორმა, რომელიც ბისფენოლს არ შეიცავს, არის მინა და ქაღალდი.

სინთეტიკური ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც საჭმლის შესაფუთად გამოიყენება – ჩვენი ორგანიზმის ნამდვილი „ფარული“ მტერია. არავინ იცის, თუ ის რა ელემენტებს შეიცავს და რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ბევრი ასეთი ნივთიერება საკვებში ადვილად აღწევს.

ის, ვინც დიდი რაოდენობით დაკონსერვებულ პროდუქტს იღებს, ბისფენოლის დაგროვების და, შესაბამისად, სერიოზული დაავადებების განვითარების (სიმსუქნე, ჰორმონალური ცვლილებები, დიაბეტი და გულის დაავადებები) მაღალი რისკის ქვეშ არიან.

კონსერვები, ასევე პლასტმასის ბოთლები სხვა ტოქსიკურ ნაერთებსაც შეიცავენ, მაგალითად, ფორმალდეჰიდებს – ცნობილ კანცეროგენს.

დაკონსერვებული თინუსის მავნე გავლენა

უდაოდ, თინუსი და სხვა დაკონსერვებული თევზი მომხმარებლებს მოსწონთ, რადგან მათ მომზადება არ სჭირდებათ და სხვა კერძებსაც შეგიძლიათ დაუმატოთ. თუმცა თევზის სარგებელზე, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის და ფოსფორის მაღალი შემცველობა შეგიძლიათ დაივიწყოთ, თუ დაკონსერვებული სახით მიირთმევთ. რკინის ქილებში შემავალი ვერცხლისწყალი თინუსს ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ხდის.

ვერცხლისწყალი ძალიან ტოქსიკური ელემენტია, განსაკუთრებით ნერვული სისტემისთვის. გარდა იმისა, რომ ის შეფუთვაში შედის, ზოგიერთი სახეობის თევზი (კერძოდ, თინუსი) მას ორგანიზმში აგროვებს. ეს დაკავშირებულია ვერცხლისწყლით დაბინძურებულ წყალზე, რომელშიც თევზის ეს სახეობა ცურავს. ეს ყველაფერი მიოკარდიუმის ინფარქტის და ნეირომგრძნობიარე დარღვევის განვითარების რისკს ზრდის, ასევე ორსულ ქალებში ნაყოფის ნერვული სისტემის ნორმალურ ფორმირებას ხელს უშლის.

ალუმინის ქილები

საკვები პროდუქტების და სასმელების შესანახი ჭურჭელი შიგნიდან, ძირითადად, ეპოქსიდური ლაქით იწმინდება რომ შენახვის ვადა გახანგრძლივდეს. ამრიგად, შემადგენლობა (კერძოდ, ძმარი, მწნილი და ა.შ) ქილასთან კონტაქტში არ შედის და მის ეროზიას (დაჟანგვა და განადგურება) არ იწვევს.

ამასთან, ალუმინის ქილების შემთხვევაში თავად შეფუთვაც დამატებით რისკს ქმნის. ალუმინი შეიძლება მჟავე, ტუტე და მარილიან გარემოში დაიშალოს და ჰერმენტულად დახურულ პირობებში ტოქსიკური ნივთიერება გამოყოს. მისი მოხვედრა ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებებს ზრდის, მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დარღვევას. ყველაზე მეტი საფრთხის წინაშეა ალუმინის ქილებიდან ლუდის და ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლები.

ორგანიზმის დაზიანება

ალბათ, ანტარქტიდაზე ჯონ ფრანკლინის ექსპედიციის შესახებ გსმენიათ. საექსპედიციო ჯგუფის ბევრი წევრი კონსერვების მიღებით გარდაიცვალა. ამ შემთხვევას მთელ მსოფლიოში წლების განმავლობაში სწავლობდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა ტყვია, რომლითაც კონსერვებს ლუქავდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ კონსერვების წარმოების ტექნოლოგია და პრინციპები შეიცვალა, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობაზე დაკონსერვებული პროდუქტის და სასმელის მავნე გავლენის პრობლემა დღემდე არსებობს.