ჯანმრთელობა
ეს მარცვლები გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას და სისხლის მიმოქცევას, შეწყვეტს თმის ცვენას, ძვლების სისუტეს და კბილების დაშლას
ის 15 სხვადასხვა ამინომჟავის წყაროა, მეთიონინის მაღალი შემცველობით (8 შეუცვლელი ამინომჟავიდან ერთ-ერთი)!
სეზამის მარცვლებს ორგანიზმისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი ქალის ორგანიზმისთვის. ის დიდი რაოდენობით ომეგა 6 და 9 ცხიმებს შეიცავს. შედეგად ის სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.
სეზამი შეიცავს ლეციტინს, ფოსფორის ცხიმს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ნერვული ქსოვილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სეზამის მარცვლების უპირატესობები
ლეციტინი ძლიერი ემულგატორია, რომელიც წყლის სივრცეში ცხიმების გახსნას უწყობს ხელს, აშორებს ნერვულ და ცერებრალურ გაუძლურებას. აფერხებს სისხლში გახსნილ ქოლესტერინს, შედეგად ხელს უშლის მის არტერიის კედლებზე დალექვას (ათეროსკლეროზი).
სეზამი 20% ცილას შეიცავს, რომელსაც მაღალი ბიოლოგიური ფასეულობა აქვს. შედგება 15 სვადასხვა, მეთიონინის მაღალი შემცველობის მქონე ამინომჟავისგან. მისი ცილოვანი ფასეულობა იზრდება ლობიოს და მარცვლეულთან კომბინაციაში. ამის მაგალითია ახლო აღმოსავლური ჰუმუსი და სეზამის პასტა.
ვიტამინების დონეზე სეზამი სხვა მარცვლეულთან შედარებით ყველაზე დიდი რაოდენობის B ვიტამინის ორ კომპლექსს შეიცავს (B1 და B2). ასევე უზრუნველყოფს Е ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღებას, ეს უკანასკნელი კი ანტიოქსიდანტია და შემდეგ ორგანულ პროცესებზეა პასუისმგებელი: დაბერების პროცესის შეჩერება, ქოლესტერინის დონის შემცირება, ტოქსიკური მეტალების მოცილება. ასევე ხელს უწყობს კუნთისა და ნერვული სისტემის ტონუსს, ფერტილურობასა და კოაგულაციის ინდექსის რეგულაციას. სეზამი შეიცავს: В3, В5, В6, K, ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს, ასევე ინოზიტს და კოლინს.
სეზამი შეიცავს აუცილებელ მინერალებს. განსაკუთრებით მაღალია კალციუმის შემცველობა, რომელიც იოლად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, რადგან საკმარისი რაოდენობის მაგნიუმთან, ფოსფორტან, თუთიასთან, სპილენძთან და ბორთან ერთად მიეწოდება ორგანიზმს. სეზამი შეიცავს კალიუმის, რკინის, სელენის, იოდის და ქრომის საკმაოდ დიდ რაოდენობას.
სეზამის საინტერესო კომპონენტებია მისი ანტიოქსიდანტები, მათ შორის: სეზამინი, სეზამოლინი, სეზამოლი, სეზამინოლი და პინორეზინოლი. ეს ფენოლური ნაერთები ცხიმოვანი მჟავების სტაბილურობას უზრუნველყოფენ. ამიტომ სეზამის ზეთი ფართოდ გამოიყენება აღმოსავლურ სამზარეულოში.
სეზამის ზეთის უპირატესობები
სეზამის ზეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ის უზრუნველყოფს კუნთისა და ნერვის ენერგეტიკულ აღდგენას. შედეგად მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და სისხლის მიმოქცევას. ის განსაკუთრებით ოსტეოპოროზის, თმის ცვენის, ძვლის სისუსტისა და კბილების დაშლის დროს არის რეკომენდებული.
თუ ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული რომელიც ინტელექტუალურ მუშაობას მოითხოვს, ასეთი ზეთის გამოყენება დიდ დახმარებას გაგიწევთ.
როგორ გამოვიყენოთ სეზამის მარცვლები
სეზამის მარცვლების გამოყენება შეიძლება ძალიან მრავამხრივი იყოს. ის ძალიან გემრიელი საკვებია რომლისგანაც ბევრი უპირატესობის მიღება შეიძლება, უხდება ტკბილეულსაც და პიკანტურ კერძებსაც.
იდეალურია უმი მარცვლების ჭამაც, თუმცა მისი დადებითი თვისებების მისაღებლად ისინი კარგად უნდა დაღეჭოთ. შეგიძლიათ დაფქვათ და სმუზის სახით მიიღოთ ან ტახინი და ხუმუსი მოამზადოთ.