Connect with us

ჰოროსკოპი

ეს კვირა ამ 6 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო პერიოდი იქნება

მზე ოფიციალურად ტყუპებში 21 მაისს შევიდა. გაუშვით ყველაფერი, რაზეც ფიქრობდით, რაც იცოდით და ცვლილებებისთვის მზად იყავით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ნიშანია ყველა ზოდიაქოსთვის.

ეს უნივერსალურობა ყველას მოაჯადოებს, რაც განსაკუთრებით ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს ეხება. 2019 წლის 20 მაისიდან ეს იქნება საუკეთესო კვირა ტყუპების, სასწორისა და მერწყულისთვის. ტყუპებში გადასვლა აფრას გაშლის, ბურთს გაბერავს და თქვენს გონებას კრეატიული იდეებით გაავსებს.

ტყუპების პერიოდი სტაგნაციას აღმოფხვრის და ქალწულს, მშვილდოსანს და კუროს ჯიუტი აზროვნებისგან გაათავისუფლებს. მათ ახლა რაღაც მასტიმულირებელი და გასაოცარი აკლიათ. თავს უფრო ცნობისმოყვარედ თვლით? არასტანდარტულად აზროვნებთ? მადლობა ტყუპებას გადაუხადეთ!

ტყუპები: ფინანსურ მიღწევებს ელოდეთ

მზე და მერკური თქვენს პირველ სახლში შემოიჭრნენ, სწორედ ამიტომ თავს სამყაროს მწვერვალად იგრძნობთ. საკუთარ პიროვნებასთან ჰარმონიაში ხართ. ზუსტად იცით, თუ ვინ ხართ და მზად ხართ ყველას აჩვენოთ, თუ რისგან ხართ გაკეთებული. ეს ენერგია გამოიყენეთ, რომ წინსვლისთვის საკუთარ თავში ძალები და სითამამე იპოვოთ.

ამ კვირაში მარსი, სიძლიერის პლანეტა, ურანს, ინოვაციების პლანეტას შეერწყმება და თქვენ ფულს ახალი კუთხით დაინახავთ და მიხვდებით, თუ როგორ სჯობს მათი დახარჯვა.

სასწორი: გასამგზავრებლად მოემზადეთ

თავგადასავლები გეძახიან, ასე რომ არ უგულებელყოთ. დროა ქალაქიდან გახვიდეთ და თანამედროვე ცხოვრების რელსებიდან გადახტეთ. თუ მოგზაურობა არ შეგიძლიათ, ეს ენერგია გამოიყენეთ იმისთვის, რომ გონებაში ახალი პერსპექტივები დაისახოთ და თქვენი ცხოვრება კულტურული საქმიანობით დატვირთოთ. მზე და მერკური თქვენს მეცხრე სახლში შევიდნენ. ეს არის დრო, როცა მიზნები ფორმირებას იწყებენ.

მერწყული: კარგად გაერთეთ

გრძნობთ, რომ შემოქმედებითი მიდგომა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს? სამყაროს უფრო მხატვრული კუთხით ხედავთ? დრო მოვიდა საკუთარი თავი წარმოაჩინოთ და შინაგან ბავშვს დაუკავშირდეთ, რადგან მზე და მერკური თქვენს მეხუთე, მხიარულების და კმაყოფილების სახლში არიან. თქვენი ამოცანა? დრო კარგად გაატარეთ.

ბოლო დროს თავს უფრო მეთოდურად და პროდუქტიულად გრძნობთ, როცა მარსი, ენერგიის პლანეტა, თქვენს მეექვსე, შრომის და ჯანმრთელობის სახლს გადის. ამ ენერგიას მიზნის მისაღწევად თქვენი მოტივაციის გაზრდის საშუალება მიეცით.

ქალწული: დროა დაისვენოთ

ჩვეულებრივ, ტყუპების სეზონში თქვენ ოდნავ გადაღლილი ხართ, ზეციურმა სამყარომ გადაწყვიტა შესვენება მოგცეთ. ეს დრო დასვენებისთვის გამოიყენეთ და თქვენს გონებას დამშვიდების უფლება მიეცით. შესვენება გჭირდებათ და ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.

მშვილდოსანი: პრობლემების გადაჭრა დაიწყეთ

ამ კვირაში წინ ისე სწრაფად მიიწევთ, როგორც არასდროს. პრობლემების თავიდან აცილების ნაცვლად, თქვენ მას პირისპირ უნდა შეხვდეთ. რაც არ უნდა მოხდეს ეს საუკეთესოს მოასწავებს. პრობლემები ძალიან დიდი ხანია გაწუხებთ, ახლა დროა მოაგვაროთ და გათავისუფლდეთ.

კურო: ახალი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ

რაღაც გასაოცარი თქვენკენ მოიწევს. თქვენ გაიგებთ სიახლეს, რომელსაც ელოდით და ეს გაგახარებთ. არ იფიქროთ, რომ ეს ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. მსგავსი შესაძლებლობა ხშირად არ ჩნდება. რისკის გაწევის შიში დაამარცხეთ. დრო ამაში ხელს შეგიწყობთ.

Advertisement