ჰოროსკოპი
ეს ზოდიაქოს ნიშნები ვარსკვლავებმა ბოროტი ხასიათით დააჯილდოვენ. მათთან ფრთხილად იყავით
თანავარსკვლავედი, რომლის ქვეშაც თითოეული ჩვენგანი დაიბადა, ჩვენს ხასიათსა და ქცევაზე კვალს ტოვებს. ხშირად შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მსგავსი ხასიათი აქვთ. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მზის სისტემის ერთ–ერთი პლანეტა შეესაბამება. პლანეტები, როგორც ადამიანები, არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათით განსხვავდებიან. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელია ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი.
ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი
ამ ნიშნის ხასიათში აგრესიული ნოტები მმართველ მარსს შეაქვს. ცნობილია, რომ მარსი, წითელი პლანეტაა აგრესიული ჰაბიტატით. თან ძველი ღმერთის, ომის მფარველის სახელი ჰქვია. სწორედ ამიტომ, ვერძებს იმპულსურობა და ენერგიულობა ახასიათებთ.
ვერძებთან არასდროს მოიწყენთ. ახალი იდეების და გამოგონებების გენერატორები არიან. მეგობრებს და ახლობლებს ყოველთვის ეხმარებიან. ნებისმიერ კომპანიაში ეპიცენტრშია. ბუნებით ლიდერია, ხალისიანი და სიცოცხლით სავსე.
ყველაფერი იცვლება, როცა ცუდი განწყობა აქვს. მზადაა, გზაზე ყველაფერი დალეწოს და გაანადგუროს. ხშირად ვერ აკონტროლებს, რას აკეთებს. სიბრაზე თვალებს, ყურს და გონებას უბინდავს.
თუ ვერძმა რაღაც ჩაიფიქრა, არავის არგუმენტს არ მოუსმენს, როგორი ლოგიკურიც არ უნდა იყოს. ხშირად კაცი ვერძი კონფლიქტებს მუშტებით აგვარებს. თუ ვერძის ცუდი განწყობის მომსწრე გახდით, უბრალოდ გვერდი აუარეთ და ბრაზისგან დაცლის საშუალება მიეცით. მალე ისევ მეგობრული და კარგი ადამიანი გახდება.
ავი მორიელი
აგრესიის მხრივ მეორე ნიშანია მორიელი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერც წარმოიდგინეთ, რომ მისი გაბრაზება შეიძლება. მშვიდი და მეგობრულია, ცოტათი მიამიტიც ჩანს.
მისი გარეგნობა მატყუარაა. წყლის სტიქიის ზემოქმედების გამო ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ ნებისმიერ პრობლემას დრამად აქცევს. მორიელი სავსეა ძლიერი ემოციებით, რომლებიც ოდნავი შესაძლებლობის შემთხვევაშიც იღვრება.
ამის მიუხედავად, მორიელი სწრაფად მშვიდდება. ცოტა ხანში სხვებს ისევ სიყვარულს, სიკეთეს და მშვიდობას ჩუქნის. მორიელი მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ებრძვის. ცდილობს, რომ თავისი ტემპერამენტი და აგრესიულობა დაიმორჩილოს და შეცვალოს სიკეთით, რომელსაც სხვებს აძლევს.
ნებისმიერ ადამიანს, ზოდიაქოს ნიშნის განურჩევლად, დროდადრო ემოციებისგან დაცლა სჭირდება. რაც უფრო დიდხანს ჩაკეტავთ ემოციებს, მით უფრო საშინელ შედეგს მიიღებთ, როცა ამოხეთქავს.
ნებისმიერი ადამიანის ამოცანაა, რომ საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიაში იცხოვროს. ყველას აქვს რთული დღეები და უსიამოვნო მომენტები. კონფლიქტების მოგვარების უნარი ზრდასრული ადამიანის ქცევაა, რომელიც მზადაა კომპრომისზე წავიდეს.
არავის შეურაცხყოფა არ გვსურს. ჩვენი ამოცანაა, ზოდიაქოს ნიშნების განსხვავებები გაჩვენოთ. თითოეული ადამიანი უნიკალურია და მისი დაბადების თარიღი მის ხასიათს სრულად არ აყალიბებს.