Connect with us

თავის მოვლა

ეს ზეთი თევზის ქონზე უფრო სასარგებლოა: იაფი და ხელმისაწვდომი

ალბათ, სელის თესლის სარგებლობის შესახებ არაერთხელ გსმენიათ, თუმცა იშვიათად მიგიქცევიათ მისთვის ყურადღება. ამ ზეთს ექიმები დაჟინებით ურჩევენ მათ, ვინც თევზს არ მიირთმევს. ამ პროდუქტს ფართოდ გამოიყენებენ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში, თუმცა, მას იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანის არსენალში.

სელის ზეთის თვისებები

სელის ზეთს იმდენად მნიშვნელოვანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები აქვს, რომ მისი მოხმარება ყოველდღე, მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭიროა. ორგანიზმისთვის მისი სარგებელი განპირობებულია მდიდარი შემადგენლობით: ცხიმოვანი მჟავები, მაკრო- და მიკროელემენტები… ომეგა-3ის შემცველობით, იგი თევზის ქონზე ორჯერ უფრო მდიდარია, ამიტომ მათთვის, ვისაც თევზი არ უყვარს, ეს ნამდვილი მონაპოვარია.

ჩვეულებრივ, სელის ზეთს დილით უზმოზე იღებენ, კერძოდ, საუზმემდე 20-30 წუთით ადრე. ზეთის მიღება შეიძლება ძილის წინაც, ან ბოლო ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ. მისი ერთჯერადი ულუფა 1 ს.კ.-ს უდრის. თუმცა, მის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ასევე, სელის ზეთის გამოყენება შეიძლება თმისა და კანისთვის განკუთვნილ ნიღბებშიც. მას შემდეგ, რაც გაიგებთ, თუ რაოდენ დადებითად მოქმედებს ზეთი ორგანიზმზე, აუცილებლად დაიწყებთ მის მოხმარებას.

გახდომა

ოლეინის მჟავა ომეგა-9, ლინოლეური მჟავა ომეგა-6, ალფა-ლინოლეური მჟავა ომეგა-3 – ეფექტური აქტივატორებია გასახდომად. გარდა ამისა, ომეგა-6.9 მჟავები აქვეითებს მადას. ამიტომ მათ, ვისაც გახდომა სურს, სწორედ ამ ზეთს უნდა მიანიჭონ უპირატესობა.

იგი შეგიძლიათ დაუმატოთ მაწონს ან სალათს, ასევე, მოიხმაროთ, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ზეთი იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაავადებებისგან, არეგულირებს წნევას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ასევე, სისხლძარღვებს უფრო მოქნილსა და ჯანმრთელს ხდის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მას შეუძლია გულის შეტევის განმეორების აღკვეთა.

ქალური ჯანმრთელობა

აღნიშნულ პროდუქტში ლიგნინების არსებობა ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის დარეგულირებას ორგანიზმში. სელის ზეთის დახმარებით მარტივად გადაიტანთ მენსტრუალურ ტკივილებსა და მენოპაუზას.

ანთებითი პროცესები

სელის ზეთი ახშობს ანთებით პროცესებს პოდაგრას, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიისა და წითელი მჭამელას დროს. პოდაგრის შემთხვევაში, პროდუქტი ამცირებს შეშუპებას და სახსრის ტკივილს, ხოლო მჭამელას დროს – ქოლესტერინის დონეს. მის შემადგენლობაში არსებული ომეგა-3 აუმჯობესებს იოდის ათვისების პროცესს. ამიტომ, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის დროს, სელის ზეთს დამატებითი მკურნალობის სახით გამოიყენებენ.

სილამაზე და ახალგაზრდობა

ეს ზეთი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას. მასზე დამზადებული ნიღბები გამოირჩევა გამაახალგაზრდავებელი, მკვებავი, ბაქტერიციდული თვისებებით. ასევე, მას იყენებენ წამწამებისთვის. მათზე სელს უკეთესი ეფექტი აქვს, ვიდრე აბუსალათინის ზეთს.

საუკეთესო შედეგის მისაღებად, მოიხმარეთ პროდუქტი მინიმუმ 2 თვის განმავლობაში.