Connect with us

ჯანმრთელობა

ეს გემრიელი სიროფი ვირუსებისგან დაგიცავთ

ამ გემრიელ წამალს ბავშვებიც სიამოვნებით მიიღებენ. ამ სტატიაში გაციების ნატურალურ საშუალებას გაგაცნობთ.

ანწლი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, ისეთის როგორიცაა გაციება და გრიპი. მას შეუძლია თქვენი ავადობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შეამციროს. სიროფის რეცეფტი იმდენად ნატურალური, მარტივი და სამკურნალოა რამდენადაც ეს შესაძლებელია რაც მას ბევრი წამლისგან განასხვავებს. მას ტკბილი გემო აქვს, რაც მას ფანტასტიურ წამლად აქცევს რომელსაც პატარებიც სიამოვნებით მიიღებენ.

ანწლი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ანწლი შეიცავს სპეციალურ ცილებს და ბიოფლავანოიდებს, რომლებსაც იმ ვირუსების განადგურება შეიძლიათ რომლებიც უჯრედებს აზიანებენ. ანწლი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამღლებს ორგანიზმში ციტოკინების გამომუშავებას. გარდა ამისა ის ძალიან სასარგებლოა ბრონქიალური და რესპირატორული დაავადებებისას.

ანწლის სიროფი მდიდარია С ვიტამინით და უამრავი სასარგებლო ვიტამინით, მინერალითა და ანტიოქსიდანტით.

ანწლის სიროფის რეცეპტი:
ინგრედიენტი:

  • 3/4 წიქა გამომშრალი ანწლი
  • 3 ჭიქა წყალი
  • 3/4 ჭიქა თაფლი

ასევე შეიძლება დაუმატოთ:

  • 1 ჩხირი დარიჩინი
  • 1 ვარსკვლავოვანი ანისი
  • 1/4 ჩაის კოვზი დაფხვნილი მიხაკი

მომზადების წესი:

  1.  გამომშრალ ანწლს და წყალს მოათავსებთ საშუალო ზომის ქვაბში (შეიძლება რეცეპტში შემავალი დამატებითი სანელებლების დამატებაც).
  2. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე (45 გრადუსიდან) – 1 საათის განმავლობაში სანამ არ გასქელდება და განახევრდება. მზა სიროფი მთლიანად გააგრილეთ.
  3. გაწურეთ სიროფი ჯამში, გამოწურეთ წვენი ხის კოვზით
  4. დაუმატეთ თაფლი და გადაასხით ქილაში.

გამოყენება:

სურდოსა და გაციების პროფილაქტიკისთვის მიიღეთ 1 სუფრის კოვზი სიროფი დღში. გრიპისა და გაციებისგან განკურნებისთვის მიიღეთ 1 სუფრის კოვზი – 3-ჯერ დღეში.

ანწლის სიროფი 2-4 კვირის განმავლობაშია ვარგისი, შეინახეთ მაცივარში, მჭიდროდ დახურული ქილით.