Connect with us

კულინარია

ეს ბურღულეული ქალის ორგანიზმს 10 წლით აახალგაზრდავებს

ეს ბურღული ქალის ორგანიზმში კოლაგენის ნაკლებობას აღმოფხვრის და რამდენიმე წლით გააახალგაზრდავებს. კანი, თმა და ფრჩხილები ჯანმრთელი გენქებათ. ეს საკვები კვირაში ერთხელ მაინც მიირთით და შედეგით ნამდვილად აღფრთოვანდებით.

გარჩეული ქერის მარცვალი ძველ დროში დელიკატესად ითვლებოდა. ბევრმა დიასახლისმა მის გამოყენებაზე უარი თქვა, რაც ნამდვილად მცდარი გადაწყვეტილებაა. ეს ბურღულიჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს საკვებ ნივთიერებებს შეიცავს.

მოხარშული ქერის ფაფა სილამაზის ფაფის სახელით არის ცნობილი, მხოლოდ ის შეცავს დიდი რაოდენობით ლიზინს – ამინომჟავას რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს კოლაგენის სინთეზში. ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ის ეხმარება კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში. ამ ფაფის რაციონში შეტანის კიდევ ერთი მიზეზია მასში В, А, РР და Е ვიტამინების დიდი ოდენობით შემცველობა.

რეგულარულად მიირთვით ქერის ფაფა, ის არა მხოლოდ გაახალგაზრდავებაში არამედ წონის კლებაშიც დაგეხმარებათ. ნოყიერი მაგრამ დაბალკალორიული პროდუქტი ნაწლავის პერისტალტიკასაც აუმჯობესებს.

როგორ მოვხარშოთ ქერის ფაფა

მოხარშვამდე გარჩეული ქერი კარგად გარეცხეთ. მოათავსეთ მარცვლები ჯამში, დაასხით ცივი წყალი და კარგად ამოურიეთ, წყალი გამოცვალეთ და იგივე იმდენჯერ გაიმეორეთ სანან წყალი გამჭვირვალე არ გახდება. ბოლოს ქერს ცივი წყალი დაასხით და მინიმუმ 4 საათი გააჩერეთ (1 ჭიქა ქერზე 1 ლიტრი წყალი). ის დიდ ქვაბში მოხარშეთ რადგან ხარშვის დროს ზომაში მინიმუმ 5-ჯერ იზრდება.

ფაფის მომზადების უმარტივესი წესი

რეცეპტი 1

დაგჭირდებათ:

  • ქერის მარცვალი – 1 ჭიქა
  • წყალი – 5 ჭიქა
  • კარაქი – 30 გრამი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

გარეცხი ქერს ცივი წყალი დაასხით. დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და ნელ-ცეცხლზე 45 წუთი ხარშეთ. გადაღვარეთ წყალი. დაუმატეთ კარაქი, მარილი და მოურიეთ. დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთი და მზად არის!

რეცეპტი 2

დაგჭირდებათ

  • ქერის მარცვალი – 1 ჭიქა
  • კარაქი – 1 სუფრის კოვზი
  • წყალი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი

მდუღარე წყალში გარეცხილი ქერი ჩაყარეთ. ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. მითთებული დროის გასვლის შემდეგ ქერი საწურზე გადაანაწილეთ. ქვაბში 3,5 ჭიქა ცივი წყალი ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. მდუღარე წყალში ჩაამატეთ ზეთი და მარილი, ჩაყარეთ ქერი.

ნელ ცეცხლზე 35 წუთი ხარშეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ და ერთი საათით 80 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით.

რეცეპტი 3

დაგჭირდებათ

  • 1 სუფრის კოვზი ქერის ფაფა
  • 1 ლიტრი წყალი
  • 2 ლიტრი რძე

მომზადების წესი

ქერს წყალი დაასხით და მტელი რამით დატოვეთ. გარეცხეთ, გადაასხით წყალი და ოდნავ ცხელი რძე დაასხით. რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ქვაბს თავსახური დაახურეთ და წყლის აბაზანაზე ხარშეთ 3 საათის განმავლობაში.

ამ დროს ქერი სასიამოვნო ხაკისფერ შეფერილობას მიიღებს და ერბოს გემოს აითვისებს. მომზადების ხანგრძლივობა ნუ შეგაშინებთ, თქვენი თანამონაწილეობა მხოლოდ დასაწყისში იქნება საჭირო.