Connect with us

საკითხავი

დღეგრძელი კატები: იღბლიანები, რომელთაც ბუნებამ კარგი ჯანმრთელობა აჩუქა

როცა ცხოველის აყვანას აპირებთ, გსურთ, რომ თქვენ გვერდით დიდხანს იცხოვროს და მუდმივად გახარებდეთ. დღეს ბევრი ადამიანი მოდურ და ტრენდულ ჯიშებს ირჩევს და ნაკლებად ფიქრობენ, როგორი ჯანმრთელობა აქვს ამა თუ იმ ფუმფულას. ახლახანს კატების სხვადასხვა ჯიშის შესახებ მეცნიერების კვლევა წავიკითხე. გიამბობთ, რომელი მათგანია ყველაზე დღეგრძელი.

რაზეა დამოკიდებული კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა

კატა საშუალოდ 13-17 წელი ცოცხლობს. მაგალითად, მეზობლის კატა უკვე 19 წლისაა და ჯერ კიდევ თავს კარგად გრძნობს. ნამდვილი ციმბირულია. ეს კატა დღეგრძელია ძლიერი ჯანმრთელობით. ქუჩის კატა უფრო ნაკლებს ცოცხლობს, რადგან მის ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს საჭმლის ხარისხი, ინფექციები, ტრავმა, უბედური შემთხვევა და ა.შ. სახლის კატა დიდხანს ცოცხლობს, რადგან ხელსაყრელ გარემოში იმყოფება. აქაც კვებას, ტრავმის და დაავადების აცილებას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

კატების დღეგრძელობაზე მისი ჯიშიც გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ყველაზე ლამაზი ჯიშები ხელოვნურად გამოყვანილია და ბევრი პროგნოზირებადი მემკვიდრეობითი დაავადება აქვს. ესაა თირკმლის და გულის პრობლემები, ძვლების და კანის პრობლემები და ბევრი სხვა. უფრო ამტანია „ეზოს“ ჯიშები, მაგრამ იმ პირობით, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრებს. წმინდა ჯიშის ლამაზმანებს შორისაც ჯანმრთელი კატები გვხვდება. აი, კერძოდ რომელი.

დღეგრძელი კატები

სიამის კატა

ცნობილია შემთხვევები, როცა სიამის კატამ 20 წელზე მეტი ხანი იცოცხლა, მაგრამ კარგ და სათანადო მოვლის პირობებში. ეს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ჯიშია, რომელიც დაავადებებს და ინფექციებს კარგად ებრძვის. ჩალისფერი ლამაზმანი მოსიყვარულე და მოლაპარაკეა, მაგრამ წყენა დიდხანს შეიძლება არ დაავიწყდეს, თუ ცუდად მოეპყრობით.

ციმბირული კატა

ეს ჯიში ციმბირში ბუნებრივი გზით გაჩნდა, რის გამოც კარგი ჯანმრთელობის მატარებელია. მშვიდი და ჭკვიანია, ბონუსად წყლის არ ეშინია. სიცივეს კარგად იტანს და არ ცივდება, თუ ეზოში გავა ან ორპირ ადგილას მოხვდება.

მეინ კუნი

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია. დიდი კატა ვეფხვისებრი გრაციოზულობით დღეგრძელი ცხოველია. ეს ჩრდილოეთ ამერიკაში აბორიგენი კატის ჯიშია, რომელიც ასევე ბუნებრივად წარმოიშვა. ჯანმრთელი და ამტანია, ცივ კლიმატს ადვილად ეგუება.

ცისფერი კატა

რუსული ცისფერი კატა ნაცრისფერ–მოცისფრო რბილი ბეწვის მქონე ლამაზმანია. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ბეწვი მინიმალურად ცვივა. მზრუნველია და 18 წლამდე შეუძლია იცოცხლოს. ასაკში ამ ჯიშისთვის დამახასიათებელ დაავადებებს, თირკმლის და მხედველობის პრობლემებს, უნდა უფრთხოდეთ.

სფინქსი

მოდური ჯიშია, რომელიც პოპულარულია იმით, რომ ალერგიული ადამიანებისა და პატარა ბავშვებისთვის შესაფერისია. სფინქსს ბეწვის უქონლობა სიცივის მიმართ დაუცველს ხდის. სულ საბნის ქვეშ შეძვრომას და გათბობას ეცდება. სამაგიეროდ, სათანადო მოვლის პირობებში 18-19 წლამდე ცოცხლობს. ჭარბი წონისა და ზედმეტი გამოკვებისგან დაიცავით.

რომელი ჯიშის კატას აირჩევთ თუ უკვე გყავთ საყვარელი შინაური ცხოველი?

Advertisement