Connect with us

ჯანმრთელობა

დუკანის მწვანე კოქტეილი. ყველაზე ცნობილი საშუალება სახლის პირობებში წონის დასაკლებად

როგორ გავხდეთ ჯანსაღად? კითხვაზე, რომელსაც ყველა ჩიხში შეჰყავს, მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს – მწვანე კოქტეილის დახმარებით. ზოგიერთი მას ყოველ დილით, უზმოზე მიირთმევს, რათა ორგანიზმი გამოაფხიზლოს და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით გაავსოს. სხვები დღეში სამჯერ მიირთმევენ შიმშილის დასანაყრებლად და, შესაბამისად, მაღალკალორიული საკვების შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ ეს სასმელი ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს.

არსებობს უამრავი სტანდარტული რეცეპტი, თუმცა მათ მიხედვით მომზადებული კოქტეილების ეფექტურობა საეჭვოა. საუკეთესო არჩევანი იქნება დუკანის მწვანე კოქტეილი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს დაბალკალორიული სასმელები ნამდვილად ეფექტურია. თქვენ არ გინდათ 10 დღეში 4-5 კგ-ს დაკლება?

დუკანის მიხედვით

კიტრის კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 2 კიტრი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა პიტნა
  • 1 ღერო ნიახური
  • 1/4 შავი ჭარხალი
  • 1 ჭიქა წყალი

დაჭერით ინგრედიენტები პატარა ნაჭრებად, დააფქვიეთ ბლენდერში, დაუმატეთ წყალი და ისევ მოურიეთ. გააჩერეთ 15 წუთით. მიირთვით დილით უზმოზე.

ვაშლითა და მსხლით

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა მაწონი
  • 1 ვაშლი
  • 1 მსხალი
  • 1 კონა პიტნა
  • 1/2 ჭიქა წყალი

მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში. დაასხით წყალი და მაწონი. მიირთვით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.

ბროკოლით

ინგრედიენტები

  • 150 გ ბროკოლი
  • 1 კონა ისპანახი
  • 1 კიტრი
  • 6 პომიდორი ჩერი
  • 4 ფოთოლი მწვანე სალათი
  • 1 ჭიქა წყალი

დაჭერით ინგრედიენტები, დაასხით წყალი და მოათავსეთ ბლენდერში. მიირთვით ყოველ დილით, უზმოზე.

არ იკვებოთ მხოლოდ მწვანე კოქტეილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან სარგებელს ვერ მიიღებთ. ოპტიმალური ვარიანტია დღეში 3-ჯერ, მადის შემცირების მიზნით. არ მოამზადოთ წინასწარ, რადგან ახლადმომზდებული სასმელი გაცილებით სასარგებლოა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement