Connect with us

სახლი და დიზაინი

დიზაინერების რჩევები. რა ფერის უნდა იყოს სამზარეულოს გარნიტურა

ფერის შერჩევა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, როცა სამზარეულოს გარნიტურის შეკვეთა გჭირდებათ. ამ დროს გასათვალისწინებელია ისეთი მომენტები, როგორიცაა ბინის მფლობელის გემოვნება, განათების ხარისხი, ოთახის სიდიდე, დანარჩენები ოთახების ფერთა სქემა, ბავშვების და შინაური ცხოველების არსებობა.

ამაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად მოგიწევთ ფასადების წმენდა. რომელიმე ფერის პოპულარობაზე გამოკიდება არ ღირს. მოსახერხებელი და პრაქტიკული კომბინაციები ყოველთვის აქტუალურია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ დიზაინერების რჩევებს, როგორი უნდა იყოს იდეალური სამზარეულოს გარნიტურა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და ზედმეტ ყურადღებას არ საჭიროებდეს.

როგორი უნდა იყოს სამზარეულოს გარნიტურა: მნიშვნელოვანი დეტალები

დღეს სამზარეულოს ფასადების მასალები უმდიდრესი პალიტრით წარმოდგენილია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ 2–3 ძირითადი ფერი უნდა აირჩიოთ. ყველაზე პოპულარულ ფერთა გადაწყვეტილებებს განვიხილავთ.

სინათლე და ფერი

თუ თქვენი სამზარეულოს ფანჯარა ჩრდილოეთ მხარესაა, არჩევანი ძირითად თბილ ფერებზე გააკეთეთ. ესაა ყვითელი, ცისფერი ან ზეთისხილისფერი. ასე სამზარეულოს ინტერიერი ღრუბლიან ამინდშიც მაქსიმალურად მზიანი დარჩება. თუ ფანჯარა სამხრეთ მხარეს გაქვთ, ყურადღება მიაქციეთ ყავისფერს, ლურჯს და ნარინჯისფერს. კარგად განათებულ სამზარეულოში კონტრასტული წითელი და შავიც შესანიშნავად გამოიყურება.

კაშკაშა სამზარეულომ თქვენი ნერვული სისტემა რომ არ გადატვირთოს, დახშული ფერები აირჩიეთ. კარგია, თუ ინტენსიურ ფერებს მხოლოდ აქცენტებად გამოიყენებთ. ყვითლის პოზიტიური ელფერები მკაცრ მოყავისფრო–ნაცრისფერ ან ნაცრისფერთან შესანიშნავად გამოიყურება. ღია ყვითელი თეთრს ეთავსება, ხოლო მჟავე ტონი სხვადასხვა დეტალში გამოიყენეთ. ბუნებრივი სინათლის ნაკლებობის შესანიღბად ინტერიერში ღია ფერის ტექსტილი გამოიყენეთ. მაგალითად, ფარდა, ლარნაკი ან სუფრის გადასაფარებელი. ნარინჯისფერი მუქ ყავისფერს, ნაცრისფერს და თეთრს იდეალურად ეთავსება.

Advertisement

ფერების კომბინაციის ძირითადი წესები

სამზარეულოს ფერების შერჩევისას ძირითადი პრინციპებით იხელმძღვანელეთ.

  1. მუქი ფერი სივრცეს ვიზუალურად ამცირებს, ნათელი – აფართოებს. პატარა სამზარეულოში მუქი ფერების გამოყენება უკუჩვენებულია.
  2. პატარა ოთახში კედლები პასტელურ ფერში შეღებეთ, ასე დანარჩენი ავეჯიც მომგებიანად გამოჩნდება.
  3. დიდი სამზარეულო უფრო მყუდრო გახდება, თუ დახშულ ფერებს და კაშკაშა აქცენტებს გამოიყენებთ. სასურველია, მოდური სამზარეულოს გარნიტურა ორფერში დამზადდეს.

აქცენტების განლაგება

თუ მაინც ერთფერიანი გარნიტურა შეარჩიეთ, ამ ფერის ელფერები ინტერიერში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქვემოთ წაიკითხეთ, როგორ შეარჩიოთ სამზარეულოს გარნიტურის ფერების პალიტრა და ინტენსივობა.

  1. სასურველია, რომ სამუშაო ზონის წინსაფარი სამზარეულოს გარნიტურასთან მიმართებაში კონტრასტულ ფერში გააკეთოთ.
  2. თუ სამზარეულოს კარადა მსუბუქ ღია ელფერშია დამზადებული, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს კედლებზე, ფარდაზე, სუფრის გადასაფარებელზე, მცენარეებზე, ნახატებზე ან სხვა დეტალზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამზარეულო უფერო, უინტერესო ოთახად გადაიქცევა.
  3. თუ კედლები კაშკაშა ფერში შეღებილია, უფრო მშვიდი ფერის გარნიტურა შეარჩიეთ. ისეთი, რომელიც ყურადღებას არ იქცევს.
  4. რაც შეეხება სამზარეულოს ჭერსა და იატაკს, როგორც ტექსტურით, ასევე ფერით უნდა განსხვავდებოდეს. თუ ამ წესს არ დაიცავთ, ოთახის პროპორციებში დისბალანსს შეეჯახებით.

როგორ შევუხამოთ ფასადის ფერები

  • თეთრი ნებისმიერ სხვა ფერს ეთავსება
  • კრემისფერი + ყავისფერი, ცისფერი
  • ნაცრისფერი + წითელი, მუქი ვარდისფერი, ღია ლურჯი, იასამნისფერი
  • ვარდისფერი + ზეთისხილისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ფირუზისფერი
  • წითელი + ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი, ნაცრისფერი
  • ყავისფერი + კრემისფერი, ვარდისფერი, ღია ცისფერი, ხორცისფერი, მწვანე
  • ნარინჯისფერი + ლურჯი, ცისფერი, იასამნისფერი, იისფერი
  • ყვითელი + ლურჯი, ცისფერი, იასამნისფერი, ნაცრისფერი, შავი
  • მწვანე + ყვითელი, შავი, მოოქროსფრო–ყავისფერი, ღია ხორცისფერი
  • ცისფერი + ნაცრისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ვარდისფერი
  • ლურჯი + იასამნისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი

ფერების კომბინაციის წესები გაითვალისწინეთ და თქვენი სამზარეულო მყუდრო და ჰარმონიული გახდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ პოპულარული ვარიანტები: მთავარი ფერი და მისი ელფერები დააკავშირეთ.

კედლის ფერი სამზარეულოში

დაიმახსოვრეთ ძირითადი წესები, როგორ შეარჩიოთ კედლის ფერი სამზარეულოში.

  • წვრილი ნახატები ოთახს ვიზუალურად აფართოებს, მსხვილი – ამცირებს.
  • გეომეტრიული პრინტი გადამკვეთი ზოლების სახით სივრცის უწყვეტობის ილუზიას ქმნის.
  • ვერტიკალური ნახატები ჭერს ვიზუალურად ამაღლებს, ჰორიზონტალური – ოთახს აფართობს, სიმაღლეს ამცირებს.
  • დიაგონალური ხაზები მოძრაობის ილუზიას ქმნის.

თუ კედლის ფერი კარადის ფერს ემთხვევა, დაიცავით ვიზუალიზაციის შემდეგი წესები:

  • სამზარეულოს ზონებად დაყოფისას ძირითადი ფერის ელფერები უნდა გამოიყენოთ.
  • ინტერიერში მინიმუმ სამი ელფერი და ერთი ძირითადი ფერი უნდა იყოს.
  • ერთი ფერის შემთხვევაში სხვადასხვა ტექსტურის მასალები გამოიყენეთ.

ამ წესების დაცვით თქვენს სამზარეულოში თანამედროვე ინტერიერის შექმნას ნამდვილად შეძლებთ. გახსოვდეთ: როგორიც არ უნდა იყოს პროფესიონალის რჩევები, თქვენი პირადი პრეფერენციები მთავარი კრიტერიუმია.

Advertisement