თავის მოვლა
დიეტაზე ხართ, ვარჯიშობთ, მაგრამ ცელულიტი არ ქრება? მიზეზს ენდოკრინოლოგი განმარტავს
რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთ იღბლიანს შეუძლია სწრაფი კვების პროდუქტებით ისადილოს, პელმენებით ივახშმოს და ამასთან იდეალური ფორმები ჰქონდეს? სხვები კი კალორიებს ითვლიან და სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოდიან და მაინც ცელულიტს ვერ იშორებენ? ამის გასარკვევად ენდოკრინოლოგს მივმართეთ.
რატომ არის ყველა ქალი ცელულიტის მიმართ მიდრეკილი?
საქმე კანქვეშა–ცხიმოვანი უჯრედების განსაკუთრებულ წყობას ეხება. პირველ რიგში, ნაწილაკები, რომლითაც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი შედგება, გაცილებით დიდია, ვიდრე კაცებში. მეორეც, ქალებში შემაერთებელი ქსოვილების ელემენტები განლაგებულია კანქვეშ, პრაქტიკულად კანის ზედაპირის პერპენდიკულარულად. სწორედ ამიტომ, პრობლემურ ზონებში კანის ზედაპირი არათანაბარი ხდება. გამოდის, რომ ცელულიტის მიმართ მიდრეკილება ყველა ქალს აქვს, მაგრამ ვლინდება მხოლოდ მათში, ვისაც ცხიმოვანი უჯრედების ზრდის პრობლემები (და შეშუპება, ცირკულაციის დაქვეითება, ლიმფური გადინება) აქვთ. მედიცინაში ამ მოვლენას ლიპოდისტროფია ეწოდება.
რატომ გვეხმარება ყოველთვის დიეტა და ვარჯიში გლუვი კანის მიღებაში მაშინაც კი, თუ წონა წესრიგშია?
ცელულიტის გაჩენა ყოველთვის წონას ან ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს არ უკავშირდება. დიახ, ხშირად ფორთოხლის ქერქის გაჩენის მიზეზი არასწორი კვება და ფიზიკური ვარჯიშის დეფიციტია, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება სხვა მიზეზები ჰქონდეს.
გენეტიკური მიდრეკილება. ეს ფაქტორი პირველ ადგილზეა და 25-70 %–ით კანის ხარისხსს განსაზღვრავს. თუ თქვენს დედას და ბებიას, ასევე დას გამოხატული ცელულიტი აქვს, სავარაუდოდ, საქმე გენეტიკურ მიდრეკილებასთან გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დუნდულებსა და ბარძაყებზე მკვრივი კანის შენარჩუნება უფრო გაგიჭირდებათ, ვიდრე მათ, ვისაც დედისგან მსგავსი მიდრეკილება არ მიუღია.
რა უნდა გააკეთოთ? კვებას უფრო მეტად მიაქციეთ ყურადღება, ფიზიკურ ვარჯიშს მეტი დრო დაუთმეთ, კოსმეტიკური პროცედურები არ დაივიწყოთ, მათი დახმარებით კანს ტონუსს შეუნარჩუნებთ. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, ყველა ამ მანიპულაციის გამოყენებით იდეალურად თანაბარ კანს მაინც ვერ მიაღწიოთ.
სტრესი. ბევრი არ ფლობს ინფორმაციას თუ ქრონიკული სტრესი, გაზრდილი შფოთვა და დარღვეული ძილი კანის ხარისხზე როგორ გავლენას ახდენს. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ დაძაბულ დღეებშიც ბევრს არ ჭამთ, მაგრამ სტრესის ქვეშ ჩვენ სწორედ ისეთ პროდუქტებს ვირჩევთ, რომელთაც ცელულიტის განვითარება შეუძლიათ: მეტი ცხოველური ცხიმი, მეტი ნახშირწყლები, მეტი ტკბილეული. შესაძლოა, საერთო მოცულობას აკონტროლებთ და წონაში არ იმატებთ, მაგრამ თავად კვების ხარისხი იცვლება. სწორედ ამიტომ, კანის მდგომარეობაც იცვლება.
გლუკოზის დონის ცვლილებები. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტკბილი პროდუქტები და მარტივი ნახშირწყლები სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ცვლილებას იწვევენ. თქვენ დესერტი შეჭამეთ, გლუკოზა სისხლში მოხვდა, ამ დროს ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, მაგრამ უკვე ნახევარ–ერთ საათში შაქრის დონე მცირდება და კვლავ შიმშილს და სისუსტეს გრძნობთ. მაშინაც კი, თუ დღეში ტკბილეულის მცირე პორციას შეჭამთ და ზოგადად, სწორ კვებას შეინარჩუნებთ, ასეთი ჩვევა ცელულიტის მოშორებაში ხელს შეგიშლით.
ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის დარღვევა. თუ თვლით, რომ ჯანსაღი ცხოვრების ყველა წესს იცავთ, მაგრამ ცელულიტთან გამკლავება არ შეგიძლიათ (ამასთან სტრესი და გენეტიკური მიდრეკილება არ გაქვთ) სჯობს ენდოკრინილოგს მიმართოთ, გამოკვლევა ჩაიტაროთ და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობა შეამოწმოთ. საქმე იმაშია, რომ ცელულიტი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოთირეოზით (ფარისებრი ჯირკვლების მუშაობის დარღვევით), პრედიაბეტით ან დიაბეტით (ინსულინის სეკრეციის დარღვევა). ამ ყველაფრის გარკვევას ექიმთან კონსულტანციით შეძლებთ. კარგი სპეციალისტი ჰორმონალური ფონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ და ასე ცელულიტთან ბრძოლის ჩვეული მეთოდები (სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და კოსმეტიკური პროცედურები) სასურველ ეფექტს მოგცემთ!