Connect with us

სხვა

დიასახლისის საპნით 6 ლიტრ შესანიშნავ სარეცხ გელს ვამზადებ

„წინა შაბათ–კვირას მეუღლესთან ერთად საყოფაცხოვრებო ქიმიკატების და სხვა სარეცხი საშუალებების საყიდლად წავედი. საყიდლების სია მქონდა და ყველა აუცილებელი ნივთი შევაგროვე, მხოლოდ სარეცხი საშუალება დამრჩა. თაროებზე საკმაოდ დიდი არჩევანია, ფხვნილი, სითხე, კაფსულა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. ჩემი მიზანი დიასახლისის საპონია. მისგან შესანიშნავ ნივთების სარეცხ გელს ვამზადებ.

თუ რეკლამებს დავუჯერებთ, თითოეულ საშუალებას ნებისმიერი ჭუჭყის მოშორება შეუძლია. ყველა მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი ფხვნილი საუკეთესოა. მხოლოდ ის აშორებს თეთრეულს ლაქებს ნაზად. სინამდვილეში, მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები თითქმის ერთნაირ შედეგს აჩვენებენ. მხოლოდ ფასით და შემადგენლობის უსაფრთხოებით განსხვავდებიან.

სწორედ ამიტომ, დიასახლისის საპნით შინაურულ გელს ვამზადებ. თეთრები ღირს და ერთი დიასახლისის საპნიდან მთელი 6 ლ სარეცხი საშუალება გამოდის. მაღაზიის ანალოგებზე ცუდად არ მუშაობს. ამასთან, ალერგიულებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხოა. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სასწაული გელი სახლის პირობებში.

როგორ მოვამზადოთ სარეცხი გელი

დაგჭირდებათ 200 გრ 72%–იანი დიასახლისის საპონი და 1 ს/კ სოდა. საპნით მომზადებული შინაურული სარეცხი საშუალებების რეცეპტები ხშირად ხარშვას მოითხოვს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.

პირველ რიგში, საპონი დააქუცმაცეთ. ამისთვის წვრილ სახეხზე გახეხეთ და 6 ლიტრიან ქვაბში მოათავსეთ.

1 ლ წყალი აადუღეთ და დაუყონებლივ ქვაბში ჩაასხით. საპონი სათქვეფით ათქვიფეთ, რომ სრულად გადნეს.

ახლა სოდა დაუმატეთ და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. მასა სქელი და ოდნავ თეთრი უნდა გახდეს.

კიდევ 5 ლ თბილი წყალი დაუმატეთ, აურიეთ და საპნიან მასას სრულად გაგრილება აცადეთ.

საშუალება პლასტმასის კონტეინერში ჩაასხით. ამ მიზნით სავლები საშუალების ძველ ბოთლებს ვიყენებ. ცოტა ხანში გელი გასქელდება. გამოყენების წინ კარგად შეანჟღრიეთ.

ხელით რეცხვისას ცოტა თვითნაკეთი გელი თბილ წყალში (მინიმუმ 40 გრადუსი) გააზავეთ  და რამდენიმე წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ გარეცხეთ. თუ მანქანას იყენებთ, მაშინ 6 კგ სარეცხზე 100-150 გრ საშუალება დაგჭირდებათ.  უშუალოდ დოლურას დაუმატეთ. უჯრიდან შეიძლება ბოლომდე არ ჩამოირეცხოს.

საპნის გელი საკმაოდ უნივერსალური საშუალებაა. ყველა ტიპის რეცხვისთვის გამოგადგებათ, როგორც თეთრი, ასევე ფერადი თეთრეულისთვის. სააბაზანო ოთახის და სამზარეულოს გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. საპნიანი ხსნარი ცხიმს მარტივად შლის და ზედაპირს ჭუჭყს აშორებს. კანის გაღიზიანებას არ იწვევს. როგორ მოგწონთ ასეთი იაფი საშუალება ყველა შემთხვევისთვის?