Connect with us

თავის მოვლა

დერმატოლოგის პასუხი, შეიძლება თუ არა სარეცხი საპნის გამოყენება სახისა და თავის დასაბანად

ბებიაჩემის სახლში სარეცხი საპნის რამდენიმე შეკვრა ყოველთვის იყო. მას არა მხოლოდ თეთრეულის გასარეცხად, არამედ სახის და თავის დასაბანად იყენებდა. მისი თქმით, სარეცხი საპონი უნივერსალური საშუალებაა. ამ მოსაზრებას დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ასეთი აგრესიული საშუალება მხოლოდ სარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ადრე, როცა საქონელი დეფიციტური იყო, სარეცხი საპონი სარეცხი ფხვნილის, შხაპგელის და შამპუნის როლს ნამდვილად ასრულებდა. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ახლა, როცა სხვადასხვა დანიშნულების და კატეგორიის საშუალების შეძენა შეგვიძლია, სარეცხი საპნით თავის დაბანას არ გირჩევთ. სარეცხი საპონი მხოლოდ თეთრეულის გასარეცხად ან სახლის დასალაგებლად უნდა გამოიყენოთ.

სახის დასაბანად

დღეს კანის ტუტე ბალანსს ვაკონტროლებთ, სხვადასხვა ნიღაბს, პილინგს და ლოსიონს ვიყენებთ, რომ კანი დავატენიანოთ და ბარიერი დავიცვათ. თუ ფიქრობთ, რომ სარეცხი საპონი პრობლემური კანისთვის შესაფერისია, ცდებით. საპონი ტუტეა, რომელიც კანს ძალიან აშრობს და მის ბარიერს ანადგურებს. ასე მიიღებთ კანის სიმშრალეს, ეგზემას ან დერმატიტს.

თავის დასაბანად

თავი ამ აგრესიული საშუალებით არ დაიბანოთ. სარეცხი საპონი თმას მტვრევადს, უსიცოცხლოს და მშრალს ხდის. ქერტლიც შეიძლება გაგიჩნდეთ. თმის მოსავლელად სპეციალური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. შამპუნი, ბალზამი და ნიღაბი თქვენი თმის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ.

სარეცხი საპნის სამკურნალო თვისებები

Advertisement

ბევრი ფიქრობს, რომ სარეცხი საპონი იდეალურად უმკლავდება ისეთ კანის პრობლემას, როგორიცაა აკნე. სინამდვილეში, საპონი კანს ძლიერ აშრობს, ამიტომ გამონაყარიც ხმება. ამით დაავადება არ იკურნება. საპონი პრობლემას უფრო გაამწვავებს. მას საკმარისი სადეზინფექციო თვისებები არ აქვს, რომ აკნეს შეებრძოლოს.

სარეცხი საპნის გამოყენების მეთოდები

გირჩევთ, რომ სარეცხი საპონი მხოლოდ ტანსაცმლის გასარეცხად, თეთრეულის გასათეთრებლად გამოიყენოთ. სარეცხი საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ ეფექტური საწმენდი საშუალების დასამზადებლად, რომელიც ცხიმის ნადებს ან ლაქებს ეფექტურად უმკლავდება.

როგორც ხედავთ, სარეცხი საპონი მხოლოდ საოჯახო საქმეში უნდა გამოიყენოთ. დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები გირჩევენ, რომ სარეცხი საპონი სახესა და თმაზე არ გაიკაროთ. კანის და თმის პრობლემების შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ. თვითმკურნალობა სიტუაციას უფრო გაამწვავებს.

Advertisement