Connect with us

საკითხავი

დედის ძლიერი ლოცვა წმინდა ნიკოლოზის მიმართ. ასე შვილს დაიცავთ

ლოცვა შვილისთვის წმინდა ნიკოლოზის მიმართ პირველად მაშინ გამახსენდა, როცა ჩემს ბიჭს მაღალი სიცხე ჰქონდა. სიცხის დამწევი საშუალებები უშედეგო გამოდგა. დიდი ხნის წინ ლოცვანში ამ ტექსტმა ჩემი ყურადღება მიიქცია. კრიტიკულ მომენტში წმინდა ნიკოლოზის მიმართ ლოცვა გამახსენდა და ტუჩები სიტყვებს მორჩილად იმეორებდა.

ლოცვა შვილისთვის

ჰოი, ყოვლადსანატრელო, წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველთმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო. მომეცი წყალობა საყვარელი შვილის გამოსაჯანმრთელებლად. შემინდე ჩემი ცოდვილი მწუხარება და არ განრისხდე ჩემი უვიცობის გამო. ამინ.

მაშინ სასწრაფო დახმარების გამოძახება და გადასხმის გაკეთება დაგვჭირდა, მაგრამ ლოცვა დამეხმარა, თავი ხელში ამეყვანა და დამშვიდებულიყავი. მაშინ პირობა დავდე, ბავშვის გამოჯანმრთელების შემდეგ ეკლესიაში აუცილებლად წავიდოდი.

საავადმყოფოში 1 კვირა გაგვაჩერეს და სახლში დაბრუნებისთანავე ეკლესიაში წავედი. რამდენიმე სანთელი ვიყიდე, რომ ცოტა სახლშიც წამეღო. მცოდნე მოხუც ქალს ვკითხე, რომელ ხატთან და როგორ დამენთო სანთელი და მელოცა. ბებიამ თითქმის მთელი ტაძარი მომატარა და მიამბო ისიც, რაც არ მიკითხავს.

ჩვენი საუბრიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მიმართ ყველა უბედურების დროს ლოცულობენ და სხვადასხვა სიტუაციაში დახმარებას სთხოვენ. ყველაზე ხშირად მის მიმართ მშობლები ლოცულობენ, შვილების კეთილდღეობას და მფარველობას სთხოვენ. მოხუცმა მიამბო, რომ ლოცვის კითხვა სულისა და სხეულის შესაბამის მდგომარეობას მოითხოვს და რომ ტაძარში სალოცავად მომზადებული უნდა მივიდეთ.

როგორ მოვემზადოთ, რომ წმინდა ნიკოლოზის მიმართ შვილისთვის გულწრფელად და შეგნებულად ვილოცოთ?

Advertisement

გირჩევთ, შვიდი დღე მკაცრი მარხვა დაიცვათ. 1 კვირის შემდეგ ეკლესიაში აღსარება ჩააბაროთ და ეზიაროთ. ამის შემდეგ სანთელი დაანთეთ, წმინდა ხატს თაყვანი ეცით და ილოცეთ.

ლოცვა სახლში წმინდანის ხატის წინ შეგიძლიათ გააგრძელოთ, ოღონდ ლოცვისას სრული სიჩუმე უნდა სუფევდეს და დამშვიდებული უნდა იყოთ. ომის პერიოდში მშობლები შვილების მიმართ განსაკუთრებით გულდმოდგინედ ლოცულობენ.

ხალხი ეკლესიაში დადის და ლოცულობს სახლში, რომ მათი შვილები წმინდანებმა დაიცვან და შინ ჯანმრთელი და ცოცხალი დაბრუნდნენ. მწუხარების მომენტში მშობლის ლოცვა ყველაზე გულწრფელია. მისი სიტყვები ხომ მოსიყვარულე გულიდან ამოდის.

რა შევთხოვოთ წმინდანს?

წმინდანს სთხოვენ შვილის კურთხევას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას. დაეხმაროს, რომ მისი ცხოვრება უკეთესი გახდეს. საკუთარ ჯანმრთელობაზე და ახლობლების გამოჯანმრთელებაზე ლოცულობენ. წმინდა ნიკოლოზს ცოდვების მიტევებას სთხოვენ.

ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ. შორ გზაზე უსაფრთხოებას, უბედური შემთხვევებისა და მტრებისგან დაცვას სთხოვენ. რთულ საქმეში რჩევის მისაღებად ლოცულობენ. ცოდვებისა და ცდუნებისგან გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ. გასათხოვარი ქალისა და დასაოჯახებელი ბიჭისთვის ღირსეული წყვილის პოვნაში დახმარებას სთხოვენ. წმინდანის ხატთან ლოცულობენ ცოლ–ქმარს შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად, სახლში მშვიდობის და ჰარმონიის გასაგზავნად.

ახლობლების შვილებისთვისაც ილოცეთ და მართალ საქმეში დახმარება სთხოვეთ, რომ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა გამოგიგზავნოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ტექსტს დაიზეპირებთ თუ უფალს ან წმინდანებს თქვენი სიტყვებით მიმართავთ, ეკლესიაში მიხვალთ თუ სანთელს სახლში დაანთებთ.

Advertisement

ლოცვაში მთავარია წრფელი აზრები და ღვთიური სიტყვის სასწაულმოქმედი ძალისადმი ურყევი რწმენა.

Advertisement
Advertisement