მოდა და სტილი
დედა უკვე 58 წლისაა, ზაფხულში კი შორტებს კვლავ იცვამს. ამას სწორად და მოდურად აკეთებს, თან სიცხე არ აწუხებს
შორტი უნივერსალური ნივთია, რომელიც გარდერობში ყველას უნდა ჰქონდეს. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სასწავლებელში ან ოფისში შორტის ჩაცმა უხეშ ტონად ითვლებოდა. ახლა ის ჩვეული ყოველდღიური ნივთია.
რასთან ერთად ჩავიცვათ შორტი
თუ დღემდე დარწმუნებული ხართ, რომ შორტის დახმარებით მოდური მკაცრი სტილის შექმნა შეუძლებელია – ჩვენ საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ. მოდა შვიდმილიანი ნაბიჯებით წინ მიიწევს და თანამედროვე დიზაინერები უკვე დიდი ხანია მრავალფეროვან მკაცრი საქმიანი სტილის შორტებს ქმნიან.
დღეს გასწავლით როგორ შეუხამოთ შორტი სხვა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ისე, რომ სასურველ ლუქს მიაღწიოთ.
სტილისტის რეკომენდაციები
1. ფეხები ვიზუალურად რომ დააგრძელოთ, მოკლე შორტი აირჩიეთ. უგემოვნოდ გამოჩენის არ შეგეშინდეთ, რადგან ვულგარულობა სიგრძით არ გამოიხატება.
არსებობს თანამედროვე შორტის მოდელები, რომლებიც მკაცრი შარვლის გამოსახულებას ქმნის. ის საკმაოდ მოკლეა, მაგრამ კოსტიუმთან და ერთი ფერის სანდლებთან ერთად ძალიან მოდურად გამოიყურება.
რასთან ერთად ჩავიცვათ კლასიკური შორტი? ასეთი შორტი შეგიძლიათ პერანგით ან ბლუზით შეავსოთ. მსგავსი სტილი თავშეკავებულად და ელეგანტურად გამოიყურება.
2. თუ მოკლე შორტში ოდნავ დისკომფორტს გრძნობთ, ასეთი შორტი უქუსლო ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვით. მოკასინები ან დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი გამოდგება.
მოკლე შორტისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეხამების დროს დახურული ზედა ტანსაცმლის შერჩევა არ დაგავიწყდეთ. სტილის დაბალანსება ყოველთვის სცადეთ. აირჩიეთ ღია ზედა ან მოკლე ქვედა. თუ წვრილ თასმიან ზედას და მოკლე ჯინსის შორტს ჩაიცვამთ, ასე მხოლოდ სანაპიროზე თუ წახვალთ.
3. როგორი შორტები უნდა ჩაიცვან სრულმა ქალებმა და საერთოდ არასტანდარტული ფორმების მქონე ქალებმა შორტები უნდა ჩაიცვან?
ფუმფულა ფორმების მქონე ქალებმა შორტებზე უარი არ უნდა თქვან. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ისეთი შორტები უნდა აირჩიოთ, რომლის სიგრძე უფრო დიდია, ვიდრე სიფართე. ასე ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება.
შორტის ფერიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ძალიან ღია ფერის ან მსხვილი ნახატების მქონე შორტების ჩაცმა არ ღირს. ეს ფეხებზე ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს.
4.მოტკეცილ შორტებს თავი აარიდეთ. ასეთი სტილი ძალიან ცოტას უხდება, ხშირად ძალიან არაფორმალურია. თუ მსგავსი შორტი შეარჩიეთ, ზემოდან წელზე მსუბუქი კარდინაგი აუცილებლად შემოიხვიეთ.
ასეთი მარტივი ხრიკი სანაპიროს სოფლელიდან მოდურ მოქალაქედ გარდაგქმნით.
5.სამსახურისა და სასწავლებლისთვის მაღალწელიანი შორტი გამოგადგებათ. ასეთი შორტი მოტკეცილ ან მოცულობით ზედას შესანიშნავად ერწყმის. გახსოვდეთ, რომ ღია ფერის ზედისა და მუქი ფერის ქვედა ტანსაცმლის შეხამება მოდიდან არასდროს გადავა. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.