Connect with us

კულინარია

დედამ 80-იან წლებში პოპულარული, დაუვიწყარი ტორტის „პოლ-რობსონის“ რეცეპტი მასწავლა

დედამ 80-იან წლებში პოპულარული, დაუვიწყარი ტორტის „პოლ-რობსონის“ რეცეპტი მასწავლა

ახლა, როცა პროდუქტების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყალობით ნებისმიერი კერძის თუ ტკბილეულის მომზადება შეგვიძლია, სახლში მომზადებული ტორტები დედის რეცეპტები კვლავ ყველაზე გემრიელად რჩება. 80-იან წლებში „მედოკის“, „მურავეინიკის“ და „ნაპოლეონის“ გარდა დიასახლისები ხშირად შეუდარებელ ფუმფულა ტორტს ამზადებდნენ შოკოლადის ბისკვიტით და არაჟნის კრემით – „პოლ რობსონს“. დესერტი ჰაეროვანი, წვნიანი გამოდიოდა და წარმოუდგენელი კაკაოს სუნი ჰქონდა!

ტორტს სახელი მომღერლის და მსახიობის, პოლ რობსონის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც სსრკ-ს ხშირად სტუმრობდა (პირველად 1934 წელს). მსახიობმა საზღვარგარეთული გამოსვლებით მაყურებლების აღფრთოვანება გამოიწვია. 1964 წელს ჟურნალი „კრუგოზორი“ წერდა: „მათ, ვინც ერთხელ მაინც მოისმინა პოლ რობსონის სიმღერა, მის ხმას ვერასდროს დაივიწყებს“.

ტორტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი შოკოლადის ბისკვიტი შოუმენის კანის ფერს სიმბოლოს წარმოადგენს, თეთრი კრემი – მისი ღიმილის განსახიერება, ზემოდან მოყრილი – მომღერლის ხვეულები. სიტყვაზე, დესერტის გარდა, პოლ რობსონის სახელი სსსრკ-ში პომიდვრის და იასამნის ახალ ჯიშებს დაარქვეს.

რჩევები ინგრედიენტებისთვის. ბისკვიტისთვის კეფირი 2,5%-იანი ცხიმიანობის აიღეთ. კარაქი მარგარინით არ ჩაანაცვლოთ. მნიშვნელოვანია ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი გამოიყენოთ: მასზე ბისკვიტის ფერი და გემოა დამოკიდებული. არაჟანი ძალიან მაღალი ხარისხის ცხიმიანობის უნდა იყოს, იდეალური იქნება, თუ სახლში დამზადებულ არაჟანს გამოიყენებთ. ასე კრემი სქელი და ჰაეროვანი გამოვა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს – ოთახის. ხოლო არაჟანი მაცივრიდან ათქვეფის დაწყებისას გამოიღეთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ საცხობი ფქვილი
  • 250 მლ არაჟანი
  • 200 გრ შაქარი
  • 80 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 10 გრ ვანილი
  • 600 გრ არაჟანი
  • 80 გრ შაქრის ფხვნილი
  • 100 გრ ბერძნული ნიგოზი

მომზადება:

1.ღრმა თასში კაკაოს ფხვნილი, ფქვილი და სოდა აურიეთ. ცალკე კვერცხი და ვანილის შაქარი ათქვიფეთ. გამდნარი კარაქი დაუმატეთ და ათქვიფეთ. კეფირი დაასხით და კვლავ ათქვიფეთ. თხევადი და მშრალი მასა გააერთიანეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

2.23-25 დიამეტრის საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, ოდნავ ზეთი წაუსვით. ცომი გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთით აცხვეთ. ღუმელიდან გამოიღეთ, გააგრილეთ. ბასრი დანით ზედა ნაწილი მოაჭერით, დანარჩენი სამ ნაწილად გაყავით.

3.არაჟანი და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ. დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ.

4.ტორტი ააწყვეთ. თითოეულ ბისკვიტის ნაწილს კრემი წაუსვით. ასევე გვერდებსაც და ზედაპირსაც კრემი წაუსვით. ტორტის ბისკვიტის ნაფხვენი მოაყარეთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ალუბლის კონსერვით, შავქლიავით ან ნიგვზით მორთოთ.

წვნიანი შოკოლადის ბისკვიტი ნიგოზს და ნაზ კრემს შესანიშნავად ერწყმის, ამიტომ გემოც შეუდარებელი გამოვა: არაჟანი მსუბუქი სიმჟავის შეგრძნებას მოგცემთ. რეცეპტი მოგეწონათ? შეინახეთ, რომ უახლოეს მომავალში მისი გამოყენება სცადოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.