საკითხავი
დედამ მოიგონა მოწყობილობა, რომელსაც მანქანაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
5 შვილის დედას სოციალურ ქსელში ათასობით კითხვა დაუსვეს მას შემდეგ, რაც მან უსაფრთხოების ქამრებზე მიმაგრებული 12-დოლარიანი სახვევების სურათები გააზიარა. აღმოჩნდა, რომ ამ სახვევებს ქალბატონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ამზადებს.
ქსოვილზე არსებული წარწერები, საგანგებო სიტუაციებში, ბავშვების ჯანმრთელობის თავისებურების შესახებ იძლევა ინფორმაციას.
-“მე ვნერვიულობდი, რომ ავარია შემემთხვეოდა ჩემს გოგონასთან ერთად, და ვერ შევძლებდი ექიმებისთვის მეთქვა, რომ მისთვის არ შეიძლება მრტ-ს ჩატარება კოქლეარული იმპლანტის გამო.” – დაწერა მან. -“ახლა აღარ ვნერვიულობ ამაზე. ექიმები ამ ინფორმაციის შესახებ მაშინაც შეიტყობენ, თუ პირადად არ ვეტყვით.”
მან ერთ ქსოვილზე გააკეთა წარწერა: “მე ყრუ ვარ. მაქვს კოქლეარული იმპლანტი. ჩემთვის არ შეიძლება მრტ-ს ჩატარება.” კიდევ ერთი კი აუტიზმის მქონე ბავშვს გაუკეთა: “აუტიზმი მაქვს. შეიძლება, დახმარებისას შეგეწინააღმდეგოთ.” ამის შემდეგ, ნატალის ათასობით ადამიანი დაუკავშირდა იმისათვის, რომ ასეთივე სახვევები დაემზადებინა მათთვისაც.
-“ამ ბავშვებს შეიძლება ეკეთოთ სამედიცინო სამაჯურები, თუმცა ისინი ძალიან პატარაა. საავარიო სახვევებს კი მაშინვე შენიშნავენ.” – თქვა მან. -“ჩემი ქმარი სახანძრო-სამაშველო სამსახურშია და თქვა, რომ ეს შესანიშნავი იდეაა.” ეთანხმება ნატალის ერთ-ერთი გამომწერი.
-“ეს გასაოცარი იდეაა! როგორც პოლიციელი, გეტყვით, რომ ასეთ სახვევს ყველასთვის შევქმნიდი, ვისაც ეს სჭირდება.” – თქვა სხვამ. მესამე ამატებს: “ეს კარგი იდეაა დემენციის მქონე მოხუცებისთვისაც.”
სხვები ამბობენ, რომ ეს დექსტროკარდიის მქონე ბავშვებისთვისაც კარგია(როცა გული მარჯვნივაა მოთავსებული).
ერთი ასეთი სახვევი 15 დოლარამდე ღირს. მაღალი მოთხოვნილების გამო, ნატალის 2-4 კვირა სჭირდება პროდუქტის დასამზადებლად. სახვევი მანქანის უსაფრთხოების ან ზურგჩანთის ქამარს შეგიძლიათ მიამაგროთ.