Connect with us

თავის მოვლა

დაუთმეთ მხოლოდ 5 წუთი თავს, რათა კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ

სილამაზის ინდუსტრია ყოველწლიურად მოითხოვს ქალის უნაკლო გარეგნობას, დაწყებული მანიკურით და დამთავრებული სახის კანით. სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს არ აქვს ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების ან სპეციალური მოვლის საშუალებების შეძენის საშუალება.

ამ სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალია სახის სწრაფი ნიღბები, რომელთა მომზადებაც სახლში შეგიძლიათ. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მზადდება სულ რამდენიმე წუთში. შედეგი კი ხანგრძლივი და ნათელია.

სახის ნიღბების სარგებელი

როცა ძალიან ცოტა დრო გაქვთ სახის კანის მოსავლელად, შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება ექსპრეს-ნიღბები. მათი განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით, სასარგებლო ნივთიერებები სწრაფად აღწევს კანში და ხელს უწყობს მის აღდგენას.

სწრაფ ნიღბებს შემდეგი სასარგებლო თვისებები აქვს:

  • გამოდევნის ტოქსინებს და ასრულებს ანტიოქსიდანტურ როლს;
  • ასტიმულირებს განახლების პროცესებს;
  • ატენიანებს და კვებავს კანს;
  • ხელს უწყობს კარგ პიგმენტაციას.

ასეთი ეფექტი ნიღბებში უამრავი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტის დამსახურებაა, რომლებიც ღრმად და სწრაფად აღწევს კანში და შიგნიდან მოქმედებს.

ექსპრეს-ნიღბების რეცეპტები

1. კონიაკის ნიღაბი

მის მოსამზადებლად დაგვჭირდება 1 ჩ.კ. თაფლი, 0.5 ჩ.კ. კონიაკი და რამდნეიმე წვეთი ლიმონის წვენი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით ნოტიო კანზე და გაიჩერეთ 20-40 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და დაიტენიანეთ კანი კრემით.

2. ბარდის ნიღაბი

მცირე ზომის თასში შეურიეთ 1 ჩ.კ. ბარდის ფქვილი 1 ს.კ. ათქვეფილ კვერცხის ცილას. დაიტანეთ კანზე რამდენიმე ფენად და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე. ჩამოიბანეთ ზაფხულის წყლით.

3. ჟელატინის ნიღაბი

60 მლ მსუბუქ მწვანე ჩაიში გახსენით 1 ჩ.კ. ჟელატინი და დაუმატეთ 1 ჩ.კ. E ვიტამინი(30%-იანი ცხიმოვანი ხსნარი). დაიტანეთ სახეზე 20-40 წუთით. ნიღბის გამოყენება თვალის ირგვლივ კანზეც დასაშვებია.

4. ყურძნის ლიფტინგი

რამდენიმე გაწმენდილი ყურძნის რბილობი დაჭყლიტეთ ფაფის მიღებამდე და შეურიეთ შვრიის ფქვილი. წაისვით კანზე ნიღბის სქელი ფენა, აცადეთ შეშრობა და დაიმასაჟეთ თითის ბალიშებით. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით, მოგვიანებით კი დაიტენიანეთ კანი. მშრალი კანისთვის გამოიყენეთ ყურძნის ტკბილი სახეობა, ცხიმიანისთვის – უფრო მჟავე.

5. კიტრის ნიღაბი

გათალეთ ახალი კიტრი, დაფქვით ბლენდერში და შეურიეთ 1 მწიკვი მდოგვის ფხვნილი(რაც უფრო მგრძნობიარე კანი გაქვთ, მით უფრო ნაკლები ფხვნილი გამოიყენეთ). გაიჩერეთ ნიღაბი კანზე 5-20 წუთით, სანამ ჩხვლეტას იგრძნობდეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ ყველაფერი გრილი წყლით და აუცილებლად დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი.

ასეთი ნიღბების წყალობით, თქვენი კანი ყოველთვის მოვლილი და დაჭიმული იქნება, რისთვისაც არავითარი ზედმეტი დროისა და ფულის ფლანგვა არაა საჭირო.