Connect with us

ჯანმრთელობა

დარიჩინი – წამალი 10 დაავადების წინააღმდეგ, დღეგრძელების სანელებელი

დარიჩინი – ესაა არომატული სანელებელი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, 10 დაავადების განკურნება შეუძლია. დღეს მის ჩვენებებს გაგაცნობთ:

ართრიტი

ართრიტით დაავადებულებმა ყოველდღიურად, დილით და საღამოს, უნდა მიიღონ 1 ფინჯანი თბლი წყალი 2 კოვზი თაფლითა და 1 ჩ.კ. დარიჩინით.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების დროს დადგინდა, რომ, როცა ექიმები პაციენტებს 1 ს.კ. თაფლსა და 1/2 ჩ.კ. დარიჩინს უნიშნავდნენ საუზმის წინ, 1 კვირაში, 200 პაციენტიდან 73-ს სრულად გაუქრა ტკივილი, ხოლო 1 თვის განმავლობაში, იმ პაციენტთა უმეტესობამ, რომლებსაც სიარულიც კი არ შეეძლოთ ართრიტის გამო, შეძლო გავლა ტკივილის გარეშე.

ქოლესტერინი

2 ს.კ. თაფლი და 3 ჩ.კ. დარიჩინი შეურიეთ 2 ჭიქა თბილ წყალს – ეს ხსნარი შეამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს 10%-ით, 2 საათის განმავლობაში. ისევე, როგორც ართრიტით დაავადებულთა შემთხვევაში, დღეში მასის სამჯერადი მიღება არეგულირებს ქოლესტერინის დონეს ქრონიკულად დაავადებულ ადამიანთა სისხლშიც კი.

იმუნიტეტი

თაფლისა და დარიჩინის ყოველდღიური მიღება აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს და იცავს მას ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლი შეიცავს მრავალ სხვადასხვა ვიტამინსა და რკინას. თაფლის მუდმივი მიღება აძლიერებს სისხლის თეთრი სხეულაკების უნარს, ებრძოლოს ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებებს.

შარდის ბუშტის ანთება

თუ 2 ს.კ. დარიჩინსა და 1 ჩ.კ. თაფლს, წყალში გახსნილს, მიირთმევთ, ხსნარი მოკლავს მიკრობებს შარდის ბუშტში.

თმისცვენა

თმის ცვენის ან გამელოტების დროს, შეიზილეთ თმის ძირებში პასტა: ზეითუნის ზეთს შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. დარიჩინი, თმის დაბანამდე, 15 წუთით. შემდეგ დაიბანეთ თმა ოდნავ თბილი წყლით. 5 პროცედურაც საკმარისია იმისათვის, რომ ეფექტი შესამჩნევი იყოს.

კანის ინფექცია

თაფლისა და დარიჩინის მასა(თანაბარი პროპორციით), წასმული კანის დაზიანებულ ნაწილებზე, კურნავს ეკზემას, სოკოსა და კანის ინფექციების ყველა სხვა სახეობას.

მუწუკები

3 ს.კ. თაფლისა და 1 ჩ.კ. დარიჩინის პასტა წაისვით მუწუკებზე ძილის წინ და ჩამოიბანეთ დილით თბილი წყლით. 2 კვირაში მუწუკები სრულად გაქრება.

მწერების ნაკბენი

1 წილი თაფლისა და 2 წილი წყლის მასას დაუმატეთ 1 ჩ.კ. დარიჩინი და ნელა შეიზილეთ ნაკბენზე. ტკივილი 1-2 წუთში მცირდება.

კბილის ტკივილი

1 ჩ.კ. დარიჩინისა და 5 ჩ.კ. თაფლის მასა დაიდეთ მტკივან კბილზე. გაიმეორეთ სამჯერ დღეში, სანამ ტკივილი არ გაქრება.

სუნი პირის ღრუდან

სამხრეთი ამერიკის მცხოვრებლები, პირველ რიგში, დილაობით პირს თაფლისა და დარიჩინის ცხელი ნაზავით ივლებენ, რათა სასიამოვნო სუნი მთელი დღით შეინარჩუნონ.

გაციება

გაციების დროს მიიღეთ 1 ს.კ. თბილი თაფლი და 1/4 ჩ.კ. დარიჩინი დღეში სამჯერ. იკურნება ნებისმიერი ქრონიკული ხველა, გაციება და სურდო.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.