ჯანმრთელობა
დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ
სტაფილო ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ბოსტნეულად ითვლება. ის A, B და C ვიტამინებით, სხვადასხვა მინერალებით, როგორიცაა მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, რკინა და მანგანუმი განსაკუთრებით მდიდარია.
სტაფილო თვალის და ნაწლავების მუშაობისთვის ძალიან სასარგებლოა, ის იმუნურ სისტემას სტიმულირებს. ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც ასთმა, ხველა, სურდო და სუნთქვის პრობლემები აწუხებთ.
ეს საშუალება ნატურალური პროდუქტებისგან არის დამზადებული და მისი გამოყენება დიდებსაც და პატარებსაც შეუძლიათ. არსებობს მტკიცებულება, რომ საშუალება ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნას ხელს უწყობს და ხველას აფერხებს.
ინგრედიენტები:
- 4 ს/კ თაფლი
- 500 გრ სტაფილო
მომზადება:
სტაფილო ნაჭრებად დაჭერით. ქვაბში მოათავსეთ და ცოტა წყალი დაასხით. ხარშეთ, სანამ სტაფილო რბილი არ გახდება. წყალი გადაასხით, სტაფილო გააგრილეთ, შემდეგ ჩანგლის ან ბლენდერის დახმარებით პიურე გააკეთეთ.
წყალი, რომელშიც სტაფილო მოხარშეთ, გააგრილეთ და მასში თაფლი გახსენით. შემდეგ სტაფილოს პიურე დაუმატეთ და ფრთხილად აურიეთ. საშუალება გრილ ადგილას შეინახეთ.
ნატურალური სიროფი სრულიად უსაფრთხოა და შეგიძლიათ ხშირად გამოიყენოთ. 3 ს/კ საშუალება ჭამის შემდეგ მიიღეთ. შედეგები ერთ კვირაში უკვე შესამჩნევი იქნება. სტაფილოში შემავალი ვიტამინები და თაფლში შემავალი ანტიოქსიდანტები ფილტვებიდან ლორწოს სწრაფად გამოდევნის და ხველას შეაჩერებს!
ნებისმიერ შემთხვევაში ეს საშუალება ტრადიციულ მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს. დაჟინებით გირჩევთ, რომ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ, სანამ მითითებულ რეცეპტს გამოიყენებთ!