Connect with us

ჯანმრთელობა

დააჭირეთ ამ წერტილებს ხელისგულზე – შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს

გაწუხებთ ტკივილი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები? ნუ მიეტანებით აბებს, უმჯობესია, ყურადღება საკუთარ ხელებს მიაპყროთ – მათში იმალება ჯანმრთელობისა და შესანიშნავი განწყობის საიდუმლო.

ხელებზე განლაგებულია აქტიური წერტილების გარკვეული რაოდენობა, და, თუ საჭირო წერტილს დააჭერთ 5 წამით, ეფექტი არ დააყოვნებს. მოდით, გავერკვეთ, მაინც რას კურნავს ეს წერტილები და სად მდებარეობს ისინი.

1. დიდი თითის ძირი

ამ წერტილზე დაჭერით, თქვენ გადაწყვეტთ ხველის, სუნთქვის უკმარისობისსა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის პრობლემებს.

2. დიდი თითი

დიდ თითზე არსებული წერტილი არეგულირებს კუჭისა და ელენთის ფუნქციონირებას, ასევე, დაგეხმარებათ დეპრესიისა და შფოთვის შემცირებაში. ამიტომ, თუ ემოციურ სტრესს განიცდით ან მუცლის, თავის ტკივილები ან კანის პრობლემები გაწუხებთ, დააჭირეთ დიდი თითის დაბოლოებას.

3. საჩვენებელი თითი

ეს წერტილი დაგეხმარებათ, თუ თირკმლებთან და შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. თუ შიშს, დაბნეულობასა და იმედგაცრუებას განიცდით, დააჭირეთ საჩვენებელი თითის პირველ დანაყოფს.

4. შუა თითი

ეს წერტილი დაარეგულირებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას. თუ გაღიზიანებული და მერყევი ხართ, განწყობას გაიუმჯობესებთ, თუ ამ წერტილს მინიმუმ 5 წამის განმავლობაში დააჭერთ.

5. არათითი

შეგიძლიათ ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის სტიმულირება ამ წერტილზე დაჭერით. გარდა ამისა, ასე ნეგატივისგანაც გათავისუფლდებით.

6. ნეკა თითი

ეს წერტილი არეგულირებს გულისა და წვრილი ნაწლავის მუშაობას, მასზე დაჭერა გეხმარებათ მუცლის შებერილობის, გულთან დაკავშირებული პრობლემების, ყელისა და სახრების ტკივილის დროს.

7. ხელის გულის ქვედა ნაწილი

ამ წერტილზე დაჭერა დაგეხმარებათ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე, სისხლში შაქრის დონის კონტროლშიც.

8. ხელის გულის ცენტრი

ამ წერტილის დამუშავებით კუჭის სპაზმებით გამოწვეული დისკომფორტი შემცირდება.

9. ხელის გულის ხორციანი ნაწილი

ეს წერტილი პასუხს აგებს გულისა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებაზე. მასზე დაჭერით დარეგულირდება ჰორმონების დონე და გადაწყდება გულის პრობლემები.

სასარგებლოა არამხოლოდ ცალკეული წერტილების სტიმულაცია, არამედ მთელი ხელის დაზელა ნაზი მოძრაობებით – ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აღადგენს დახარჯულ ენერგიას. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.