Connect with us

ვიდეო

დაასხით კაკლის უღელს მდუღარე წყალი და მიიღეთ ნაყენი შინაგანად. მრავალი პრობლემა წარსულში დარჩება

ნიგვზის სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენთვის ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ცნობილია. ცოტამ თუ იცის, რომ სამკურნალო თვისებებს არა ნიგვზის ნაყოფი, არამედ მისი ყუნწი, ნაჭუჭი, უღელი და მწვანე კანიც ფლობს. ხალხურ მედიცინაში ბერძნული კაკლის უღელი ფართოდ გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს საშუალება ეფექტურად დაგეხმარებათ რადიკულიტის, სახსრების ტკივილის, თავის ტკივილის, ნერვოზის და უძილობის დროს. ასევე, ნაყენს ანტისეპტიკური თვისება აქვს, ამიტომ ხშირად ჭრილობებისა და მცირე ნაკაწრების დასამუშავებლად იყენებენ. დღეს მისი მომზადების საიდუმლოს გიზიარებთ.

ბერძნული კაკლის ტიხრის ნაყენი

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ბერძნული კაკლის უღელი
  • არაყი (შეგიძლიათ სამედიცინო სპირტი გამოიყენოთ)

მომზადება:

1. ბერძნული კაკლის უღელი მუქი ფერის ქილაში მოათავსეთ.

2. ცოტა არაყი დაუმატეთ ისე, რომ მასა ბოლომდე დაიფაროს.

3. ქილას თავზე მჭიდროდ დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. საშუალება 14 დღით დააყენეთ.

4. დროის გასვლის შემდეგ ნაყენი უნდა გადაწუროთ.

სამკურნალო საშუალების 5-6 წვეთი 2 ს/კ მდუღარე წყალში გახსენით და დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3 კვირიდან 3 თვემდე.

ნახეთ ვიდეო, სადაც ამ საშუალების სამკურნალო თვისებებზე უფრო მეტს გაიგებთ.

კაკლის უღელის სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრის მიუხედავად, საშუალება უკუჩვენებულია ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, კუჭის და ნაწლავების წყლული.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!