Connect with us

ჯანმრთელობა

გსურთ, თქვენი ორგანიზმი დღითიდღე ახალგაზრდავდებოდეს? ყოველი ჭამის წინ მიირთვით 1 კოვზი გემრიელი ნარევი

გინდათ, გასაოცარი საშუალების რეცეპტი გაიგოთ, რომელიც ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ? შედეგი თვალსაჩინო პირველი კურსის დასრულებისთანავე გახდება.

ახალგაზრდობის აღმოსავლური ელექსირი უამრავი ქალბატონის მიერაა გამოცდილი და უკვე ათასობით დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა. საკმარისია ამ გემრიელი მასის 1 კოვზი მიირთვათ ყოველი ჭამის წინ, რომ დღითიდღე გაახალგაზრდავდეთ. ეფექტი ნამდვილად გასაოცარია! თუ ამ საშუალებას რეგულარულად(წელიწადში ორჯერ, კურსებად) მიირთმევთ, 45 წლის ასაკში 15 წლით ახალგაზრდად გადაიქცევით.

თაფლი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი – ესაა უნიკალური ნაზავი წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტებისა, რომელთაგან თითოეულს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს.

1. ლიმონი – ორგანული მჟავებისა და С ვიტამინის შეუცვლელი წყარო. მას იყენებენ გაციების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ავიტამინოზისა და ჭარბი წონის წინააღმდეგ. კოსმეტიკური მიზნებით ლიმონი გამოიყენება კანის დარბილების, გაშრობის, გათეთრებისა და გაახალგაზრდავებისთვის.

2. თაფლს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ამიტომ უამრავი დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება. იგი შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც კანის, თმისა და მთელი ორგანიზმის მაქსიმალურ კვებას უზრუნველჰყოფს.

3. ზეითუნის ზეთი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებსა და ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და ხელს უშლის ორგანიზმის შინაგან და გარეგან დაბერებას.

თაფლის, ლიმონისა და ზეითუნის ზეთის ნაზავს, ხშირად, ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებენ. ასეთი კოქტეილის მოხმარება დადებითად მოქმედებს კანის, თმისა და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. თანაც, მისი მომზადება ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები

  • 100 მლ ლიმონის წვენი
  • 200 გ თაფლი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი

მომზადება და გამოყენება

1. დაწურეთ ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი.

2. აიღეთ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი და შეურიეთ ლიმონის წვენს.

3. დაუმატეთ ყვავილის ნატურალური თაფლი.

4. შეურიეთ ინგრედეინტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. შეინახეთ მასა ბნელ, გრილ ადგილას.

6. მიიღეთ საშუალება სამჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მას შემდეგ, რაც მომზადებულ მასას მორჩებით, შეისვენეთ 6 თვით. ამ პერიოდში კარგი იქნება ჯანჯაფილის ჩაის რეგულარული მიღება თაფლით.

უკუჩვენებები

ამ ახალგაზრდობის ელექსირის მიღების ერთადერთი უკუჩვენებაა მისი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა – მეფუტკრეობის პროდუქტი და ლიმონი – ძლიერი ალერგენებია, რომელთა არაზომიერმა მიღებამ, შესაძლოა, კანზე გამონაყარი, სიწითლე ან შეუძლოდ გახდომა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ამ საშუალების მიღება რეკომენდებული არაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ან ქრონიკული დაავადებების, ნაღველკენჭოვანი დაავადების ან ჰიპერტონიის დროს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.