Connect with us

სხვა

გსურთ, ბისკვიტი მაღალი და მოცულობითი გამოგივიდეთ? იხელმძღვანელეთ ამ მარტივი რეცეპტით

თუ გსურთ, რომ ბისკვიტი მაღალი და მოცულობით გამოვიდეს, ამ მარტივი რეცეპტით იხელმძღვანელეთ. ასეთი ბისკვიტისგან დიდი ტორტის მომზადებას შეძლებთ, რომელიც მთელ ოჯახს ეყოფა.

ინგრედიენტები:

  • 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა;
  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ საკვები სოდა (ან 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი)
  • 1 ს/კ 9%-იანი ძმარი ან ლიმონის წვენი

მომზადება:

კვერცხი (კვერცხის გულის და ცილის დაცალკევება საჭირო არაა) მაღალ თასში ათქვიფეთ. 1 ჭიქა შაქარი დაუმატეთ და მიქსერით ერთგვაროვანი, ღია და სქელი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ეს დაახლოებით 1,5-2 წუთს წაგართმევთ.

მნიშვნელოვანია! ათქვეფა მიქსერის დაბალი სიჩქარით დაიწყეთ, ნელ-ნელა სიჩქარეს მაქსიმუმამდე მოუმატეთ: 1-2-3-4-5… (ჩემ მიქსერს 5 სიჩქარე აქვს, ყოველ ნახევარ წუთში სიჩქარეს ვუმატებ).

ქაფის კონსისტენციას დააკვირდით. ის სქელი, ღია უნდა იყოს, როცა მიქსერის სათქვეფის კვალი დარჩება, საკმარისი იქნება.

ზემოდან 1 კოვზი სოდა, ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. წავიკითხე, რომ სოდა მშრალ პროდუქტებს (ფქვილს), ხოლო მჟავე მისი ჩაქრობისთვის (ძმარი, ლიმონის წვენი) თხევად ინგრედიენტებს.

ზომის ზედაპირზე ან კოვზში მისი ჩახშობა არა პრაქტიულია, რადგან ბუშტების შემქმნელი გაზები ჰაერში და არა ცომში იფრქვევა.

ამ ბისკვიტს კვერცხის გარდა თხევადი ინგრედიენტი არ აქვს, ამიტომ ამ რეცეპტში გამაფხვიერებელი გამოვიყენე. გამაფხვიერებელს ფქვილში ვურევ.

შემდეგ ნელ-ნელა გაცრილ ფქვილს ვუმატებ და კოვზით ნაზად ვურევ.

ბისკვიტი სჯობს სახსნელ ფორმაში გამოაცხოთ, რომლის ძირზეც ზეთ წასმული პერგამენტის ქაღალდი ან კალკი იქნება დაფარებული.

ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი – საცხობი ფორმის ძირს ქაღალდი დააფინეთ და შემდეგ გვერდებზე შეკარით. ამის შემდეგ ზედმეტი ქაღალდი მოაჭერით და ფორმაში მოთავსებულ ქაღალდს ზეთი წაუსვით.

ბევრი ზეთის წასმა საჭირო არაა: ცხიმიანი კედლები ბისკვიტს ამოსვლაში ხელს შეუშლის.

ფორმაში ცომი ჩაასხით და ღუმელში შედგით. თავიდან რეცეპტში ეწერა, რომ ცივ ღუმელში უნდა შედგათ, მაგრამ მე უკვე გახურებულ ღუმელში ვდგამ. მგონია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი არ ამოვა. გარისკვა კი არ მინდა.

ასე რომ, საცხობ ფორმას 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ვდგამ და მომზადებამდე ვაცხობ.

ბისკვიტი რადგან მაღალია, ცხობას 45-60 წუთი დასჭირდება. პერიოდულად კარი შეგიძლიათ ოდნავ გააღოთ და ღუმელში შეიხედოთ. თუ ბისკვიტის კუთხეები შეწითლებას იწყებს, ხოლო შუაგული თხევადია, ტემპერატურას დაუკელით, რომ შუაგულიც გამოცხვეს.

ტემპერატურა სწრაფად არ დააკლოთ, ასე ბისკვიტი დაეცემა. თუ ბისკვიტი უკვე მზად არის, ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭვეთ. მასზე ცომი დარჩა? შესანიშნავია – ბისკვიტი მზადაა!

ღუმელიდან გამოიღეთ და ფორმაში 10 წუთით გააგრილეთ. შემდეგ კუთხეები ფრთხილად მოაჭერით და ფორმა გახსენით. ბისკვიტი სწრაფი მოძრაობით გადააბრუნეთ.

მაღალი ბისკვიტი მზადაა! როცა ბოლომდე გაგრილდება, დიდი დანით 3-4 ნაწილად გაჭერით, კრემი აირჩიეთ და გემრიელი ტორტი ააწყვეთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.