ჯანმრთელობა
გოგრის თესლი ნამდვილი საგანძურია. სარგებელი, რომლის შესახებ არ იცოდით
დღეში მხოლოდ ერთი მუჭა გოგრის მიღება საკმარისია, რომ ორგანიზმში დადებითი ცვლილებები შეამჩნიოთ. ეს პროდუქტი შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებლად გვჭირდება. ნარინჯისფერი მცენარე ბევრ მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიას, კალიუმს, ცილას, უჯრედისს, მანგანუმს და ფოსფორს შეიცავს. ადამიანის ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლოა.
გაითვალისწინეთ, რომ შემწვარი გოგრის თესლის მიღება რეკომენდებული არაა. თერმული დამუშავების შედეგად თესლში შემავალი სასარგებლო ცხიმების სტრუქტურა მთლიანად იცვლება. რაციონში უმად მოხალული პროდუქტი ჩართეთ.
გოგრის თესლის სარგებელი ორგანიზმზე
თმის ცვენისას გვეხმარება
გოგრის თესლი ჯანსაღი თმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კორეელი ტრიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გოგრის თესლი თმის ზრდას აჩქარებს და ცვენას ამცირებს.
გულის მუშაობას აუმჯობესებს
გოგრის თესლს შეუძლია, რომ თრომბის წარმოქმნის, ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკები შეამციროს. მისი დახმარებით ქოლესტერინის დონეს შეამცირებთ და არტერიულ წნევას დაარეგულირებთ. კარგი მიზეზია, რომ გოგრის თესლი ყოველდღე მიირთვათ.
მშვიდ ძილს დაგიბრუნებთ
გოგრის თესლი მაგნიუმის საუკეთესო წყაროა. მაგნიუმი ძილზე დადებითად მოქმედებს, მის ხარისხს აუმჯობესებს. ასევე ბევრ სეროტონინსა და ტრიპტოფანს შეიცავს. ორივე სწრაფად დაძინებაში გვეხმარება.
განწყობას აუმჯობესებს
ამ პროდუქტის მიღება შფოთვის შემცირებაში დაგეხმარებათ. ამას ტრიპტოფანის შემცველობა ხელს უწყობს. სეროტონინი, ბედნიერების ჰორმონი, სტრესის მიმართ ამტანობას ზრდის და აგრესიას აკავებს.
ართრიტის დროს გვეხმარება
მკვლევარების თქმით, გოგრის თესლი ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. ართრიტის სიმპტომებს ამცირებს. ამ მიზნით დღეში 30 გრამი გოგრის თესლი უნდა მიიღოთ.
წონის კლებას ხელს უწყობს
უჯრედისი და ცილა, რომელსაც გოგრის თესლი შეიცავს, დიდხანს გვანაყრებს. ასე მადას გააკონტროლებთ და ნოყიერი წასახემსებლით ზედმეტ კილოგრამებს თავიდან აიცილებთ.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ პროდუქტს უკუჩვენებები აქვს, მათ შორის გოგრის თესლს. ექიმები გირჩევენ, რომ მისი მიღებისგან თავი შეიკავოთ, თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებები ან ნაღველკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ. მისი მიღება ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს არ ღირს. სხვა შემთხვევაში რაციონში თამამად შეგიძლიათ ჩართოთ. უმად მოხალული გოგრის თესლი შეგიძლიათ სალათს, წვნიანს და ფაფას დაუმატოთ ან დილით ბუტერბროდს მოაყაროთ.