Connect with us

საკითხავი

გენერალური აბაზანა ქვაბისთვის: 15 წუთში არანაირი მიმწვარი, არანაირი ჭვარტლი და არანაირი ცხიმი აღარ იქნება. ქვაბი ახალივით იბრწყინებს!

როგორ მოვაშოროთ ქვაბს ჭვარტლი? ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი რეკლამირებული სარეცხი საშუალებების გამოყენებაა. რატომ ვართ მისი წინააღმდეგი? საქმე მის შემადგელობში. დააკვირდით მის ეტიკეტს: EDTA, ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებები, არომატული დანამატები, კონსერვანტები და საღებავები. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი მწარმოებელი მათ არც კი უთითებს.

შედეგად არა მხოლოდ სუფთა ქვაბს, არამედ უსიამოვნო ბონუსს ღებულობთ. არომატიზატორები სუნთქვის პრობლემებს და ალერგიას იწვევს. ზედაპირულ-აქტიური ნივთიერება თხელ ფირს ქმნის, რომელიც ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზულ დაავადებას იწვევს.

რით გავწმინდოთ ქვაბი სახლის პირობებში

თქვენ სამი რამ დაგჭირდებათ: დიდი ლითონის ჭურჭელი, საკანცელარიო წებო და ნატრიუმის კარბონატი.

ბინძური ჭურჭელი ლითონის ჭურჭელში მოათავსეთ. ცივი წყალი დაასხით, შემდეგ წებო და ნატრიუმის კარბონატი დაუმატეთ იმ გათვლით, რომ 10 ლ წყალზე 1 ჭიქა სოდა და 2 შუშა წებო დაგჭირდებათ. თუ წებო არ გაქვთ, დიასახლისის საპნით ჩაანაცვლეთ. სარეცხი ფხვნილის ან ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება არ შეიძლება.

ახლა გაზზე დადგით და წყლის ადუღებას დაელოდეთ. დუღილის შემდეგ კიდევ 15 წუთით ადუღეთ. შემდეგ თითოეული ქვაბი ამოიღეთ და ნადები ჩვეულებრივი სამზარეულოს ღრუბლის ან ჯაგრისის დახმარებით მოაშორეთ.

სანამ ქვაბი სრულად არ გაგრილებულა, ცხელი წყალი გადაავლეთ. თუ ემალის ჭურჭელს რეცხავთ, გახსოვდეთ, რომ მას ტემპერატურის სწრაფი ცვლილება არ უყვარს.

მსგავსი ხსნარი შეგიძლიათ 2-3-ჯერ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბევრი ბინძური და გაჭვარტლული ქვაბი გაქვთ.

Advertisement

სოდა ბრწყინვალებისთვის

ჩვეულებრივი სოდა არა მხოლოდ ქვაბიდან მიმწვარის მოშორებაში დაგეხმარებათ, არამედ მას ძველ ბრწყინვალებას დაუბრუნებს. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ უჟანგავი ფოლადის ნივთებზე ვსაუბრობთ. ეკოლოგიური საშუალების მოსამზადებლად სოდა და წყალბადის ზეჟანგი თანაბარი პროპორციით ერთმანეთს აურიეთ.

არაჟნის მსგავსი მასის მიღების შემდეგ ქვაბის ზედაპირს წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ღრუბელით კარგად გაჩიჩქნეთ და გარეცხეთ. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

თქვენ რომელ საშუალებას იყენებთ? სინამდვილეში, ბევრი ხალხური მეთოდი არსებობს, რომელთა შესახებ დიასახლისებს წარმოდგენა არ აქვთ. მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები ეფექტურია, მაგრამ მათი ნეგატიური ეფექტები გაფიქრებთ, ქვაბის გარეცხვის საკითხი ახალ მნიშვნელობას იძენს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.