Connect with us

ჯანმრთელობა

გაჭერით ნიორი შუაზე და ამოაცალეთ გული. ნივრის სპირტნაყენი არაერთი დაავადებისგან გიხსნით

ნივრის შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტში, თუმცა, დღეს რაღაც ახალი გავიგე ამ ცნობილ პროდუქტზე. აღმოჩნდა, რომ იგი გახდომაში გვეხმარება და კიბოს მძლავრი პროფილაქტიკაცაა.

ნივრის ნაყენი სპირტზე დაგეხმარებათ ორგანიზმიდან პარაზიტების მოშორებაში, სისხლძარღვების გაახალგაზრდავებაში, ჭარბი ქოლესტერინის მოცილებასა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაში. თუმცა, აუცილებლად უნდა დაიცვათ ერთი წესი, მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღებად.

ნივრის ნაყენი

ინგრედიენტები

  • 200 გ სპირტი
  • 200 გ გაწმენდილი, დაჭყლეტილი ნიორი

მომზადება

1. მნიშვნელოვანი მომენტი: სანამ ნიორს დაჭყლეტდეთ, აუცილებლად მოაშორეთ ნივრის კბილებს შუაგული, თუ ეს უკანასკნელი უხეში და ხილულია. ნივრის დაძველებული შუაგული ცუდად იმოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

2. დაასხით ნივრის მასას სპირტი. გააჩერეთ მასა 10 დღით, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ ბნელ ადგილას.

გამოყენება

გახსენით 10 წვეთი ნივრის ნაყენი 5 ს.კ. ცივ რძეში. მიირთვით ჯანმრთელობის ელექსირი საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე, დღეში ორჯერ, 2 კვირის მანძილზე. ამის შემდეგ, შეისვენეთ 2 კვირა და გაიმეორეთ ორკვირიანი კურსი კიდევ ერთხელ. ეფექტი განუმეორებელია!

უკვე 1 კვირაში შეამჩნევთ, რამდენად გაუმჯობესდა საჭმლის მონელების პროცესი – არავითარი სიმძიმე კუჭში ჭამის შემდეგ. შესაძლოა, ამ დროში რამდენიმე კგ-ც დაიკლოთ! სისხლძარღვების გაწმენდის შედეგად გაქრება თავის ქრონიკული ტკივილები, დარეგულირდება ძილი. ეს ნაყენი დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზეც – იგი უფრო სწრაფად რეგენერირდება, იჭიმება და ქრება დეფექტები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement