საკითხავი
გაყინული კბილის პასტით სახლის დასუფთავება ახალ დონეზე ავიდა. ეფექტური მეთოდი
ძალიან ხშირად კბილის პასტას მხოლოდ კბილების საწმენდ საშუალებად აღვიქვამთ, არადა საზრიანი დიასახლისები მას არაპირდაპირი დანიშნულებით დიდი ხანია ეფექტურად იყენებენ. რამდენიმე ხრიკის ცოდნით კბილის პასტა სახლის დასუფთავებაში თქვენი შეუცვლელი დამხმარე გახდება.
Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კბილის პასტა საოჯახო საქმეში და რატომ უნდა გაყინოთ.
კბილის პასტით წმენდა
როგორც უკვე ვთქვით, კბილის პასტა კბილების გაწმენდაში, გათეთრებასა და დაცვაში გვეხმარება. დღეს მისი გამოყენების ხრიკებს გიზიარებთ. კბილის პასტა საოჯახო საქმეში თქვენი მოკავშირე გახდება. ის სხვადასხვა ზედაპირს ეფექტურად წმენდს.
გირჩევთ, რომ კბილის პასტა გამოყენებამდე საყინულეში შეინახოთ. ასე გაცილებით ეფექტურია. მეთოდი დიასახლისებს შორის სულ უფრო გავრცელებული და პოპულარული ხდება.
გაყინული კბილის პასტა შეგიძლიათ ღრუბელივით გამოიყენოთ. ასე სხვადასხვა ზედაპირზე ლაქის დამუშავება და მოშორება გაგიმარტივდებათ. უფრო მოსახერხებელია, ვიდრე უბრალოდ პასტის წასმა.
კიდევ უფრო მოსახერხებელია, თუ დამატებითი ყინულის კუბების ფორმა გაქვთ. მასში პარკი ჩააფინეთ და კბილის პასტა პორციებად ჩაასხით. მინიმუმ 5 საათით საყინულეში შეინახეთ. ასე გაყინული პასტის კუბები სახლის დასასუფთავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
რა შეგიძლიათ გაწმინდოთ კბილის პასტით
კბილის პასტა თითქმის ნებისმიერ ზედაპირს წმენდს. მაგალითად, ხის საჭრელ დაფას ჭუჭყს აშორებს და უსიამოვნო სუნს აქრობს. თევზის ან ხახვის დაჭრის შემდეგ საჭრელი ხის დაფა გაყინული პასტით გაწმინდეთ და უსიამოვნო სუნის კვალი არ დარჩება.
ობის მოსაშორებლად გამოგადგებათ. კბილის პასტა ბაქტერიებს ებრძვის და ზედაპირს ადეზინფექცირებს. ხის თაროებსა და პლინტუსებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თუ დანა–ჩანგალს ნადები აქვს, კბილის პასტით გაწმინდეთ. ასე ფერს და სიკაშკაშეს დაუბრუნებთ. უთოს ნადებსაც ეფექტურად ებრძვის. მისი დახმარებით ნებისმიერი ჭუჭყიანი ზედაპირის გაწმენდა შეგიძლიათ.
ვინ იფიქრებდა, რომ უბრალო კბილის პასტა დიასახლისის ერთგული დამხმარე გახდებოდა საოჯახო საქმეში. აუცილებლად სცადეთ და თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში.