Connect with us

ჯანმრთელობა

გასახდომი ელექსირი: სვამთ ჭამამდე 15 წუთით ადრე – ივიწყებთ ძლიერ მადას

ბევრს არ უყვარს შვრია, მიუხედავად მასში არსებული სასარგებლო თვისებებისა. ამ კერძის არც იერი და არც გემო არ გამოირჩევა მიმზიდველობით, ამიტომაც ვერ დაიტრაბახებს სუფრაზე პოპულარობით.

თუმცა, თუ ფანტელს საჭმლის კი არა, სასმლის სახით გამოიყენებთ, არამხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებს მიიღებთ, არამედ ფიგურასაც გაილამაზებთ. უბრალოდ მოამზადეთ ცოტაოდენი შვრიის წყალი – პანაცეა ჭარბი კილოგრამებისა და საჭმლის მონელების დარღვევებისგან.

შვრიის წყალი

იმის გამო, რომ შვრიის წყალი თერმულ დამუშავებას არ ექვემდებარება, მას მაქსიმალურად ნატურალურ პროდუქტად მიიჩნევენ – ის იმ სასარგებლო ნივთიერებებს მთლიანად ინახავს, რომლებსაც შვრიის ფანტელი შეიცავს.

შვრიის წყალი გაჯერებულია დიდი რაოდენობით ცელულოზით, რაც მას საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისა და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში ეხმარება, ასევე, ხელს უწყობს სწრაფ და ბუნებრივ გახდომას.

გარდა ამისა, იგი შესანიშნავად ანაყრებს და დიდი ხნით ათავისუფლებს შიმშილის გრძნობისგან – ეს დაგეხმარებათ ჭარბი საკვების მოთხოვნილების დაქვეითებაში, შესაბამისად, შემცირდება მიღებული კალორიებიც. თავის მხრივ, ზომიერი კვება ხელს უშლის ყაბზობას და ასტიმულირებს ორგანიზმიდან შლაკებისა და ნარჩენების გამოდევნას.

ასევე, შვრიის წყალი აქტიურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ასტიმულირებს ღვიძლის მოქმედებას. ეს ხელს უწყობს ლეციტინის გამომუშავებას, რომელიც მძიმე მეტალებსა და მავნე ტოქსინებს დევნის ორგანიზმიდან.

შვრიის წყლის რეცეპტი

შვრიის წყლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 400 გ შვრიის ფანტელი
  • 100 მლ კეფირი
  • 1 ს.კ. არაჟანი

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სამლიტრიან ქილაში და პირთამდე დაასხით ანადუღარი, გაციებული წყალი. შემდეგ დადგით გამათბობელთან და გააჩერეთ თავდახურული 3 დღით. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ სითხე, აადუღეთ და გააგრილეთ. მზა სასმელი ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში.

როგორ დავლიოთ შვრიის წყალი

თუ შვრიის წყლის გამოყენება გასახდომად გსურთ, ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით 1 ჭიქა სასმელი 1 თვის მანძილზე. ეს დიდი ხნით შეგინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას, ორგანიზმს კი საჭირო ვიტამინებითა და საკვები ბოჭკოებით მოამარაგებს.

შვრიის წყლით შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში ჩაანაცვლოთ სხვა დანარჩენი სასმელები. იგი გინარჩუნებთ წყლის ბალანსს და უფრო მეტ ენერგიას მოგანიჭებთ, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი. თუ დაბალანსებულ კვებასაც დაიცავთ, ხილული ცვლილებები ძალიან სწრაფად დადგება.

მიღებული შედეგის გასამყარებლად, რეგულარულად შეასრულეთ მინიმალური ფიზიკური დატვირთვები მაინც. ასევე, არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაცია კვების რეჟიმის ნებისმიერი სახის ცვლილებამდე.

არ დაგავიწყდეთ თქვენი მოსაზრებისა და გამოცდილების გაზიარება კომენტარების მეშვებოით. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად მოუყევით ამ არაჩვეულებრივი საშუალების შესახებ თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement