Connect with us

ჯანმრთელობა

გადაავლეთ თვალი თქვენს დამოკიდებულებას ტკივილგამაყუჩებელი აბების მიმართ. ისინი არა კურნავს, არამედ ხეიბრად გვაქცევს

საჭირო არაა იყოთ ფარმაცევტი, რომ მარტივი წესები დაიმახსოვროთ, რომლებიც თითქმის ბავშვობიდან ვიცით: ასპირინი ტკივილს და ანთებას აქრობს, პარაცეტამონი ტემპერატურას ამცირებს. აღიარეთ, რომ ექიმთან რეკომენდაციის გარეშე ხშირად აფთიაქში მიდიხართ და თითქმის თეთრებად ბევრ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას ყიდულობთ!

თუმცა ამ მედიკამენტის ასე მიღებას არ გირჩევთ. ისინი შეიძლება მავნე და ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს. დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

ეს ინფორმაცია ყურადღებით წაიკითხეთ და ტკივილგამაყუჩებელი ყველა დაავადების პანაცეა ნუ გგონიათ. გახსოვდეთ: ხშირად მედიკამენტი არ კურნავს, არამედ ხეიბრად გვაქცევს.

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის საფრთხე

1. პარაცეტამოლი

დღეს ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პარაცეტამოლის გაცემა რეცეპტითაც კი აკრძალული უნდა იყოს, რომ არაფერი ვთქვათ თავისუფალ გაყიდვაზე. ამ ნივთიერების 4 გრამმა (დღიური დაშვებული დოზა) შეიძლება მძიმე მოწამვლა და ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.

უფრო მეტიც, დოზის გადაჭარბებამ ღვიძლის უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. ეს უსიამოვნება რამდენიმე დღეში მტკივნეულ სიკვდილს იწვევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით უვნებელი აბები ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებენ და შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიონ.

2. ასპირინი

ასპირინის ტკივილგამაყუჩებელი თვისება მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, ხოლო სისხლის გათხელების ეფექტი რამდენიმე დღე. სწორედ ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ასპირინის მიღების შემდეგ ძველი ჭრილობა ან მცირე ზომის ნაკაწრიც კი შეიძლება გაიხსნას და სისხლდენა დაიწყოს, მაგალითად სტომატოლგთან ვიზიტის დროს.

ზოგიერთი ექიმი ასპირინის მიღებას ათეროთრომბოზის, გულის კორონალური დაავადების პროფილაქტიკის ან სიმსივნის განვითარების რისკის შემცირების მიზნით ურჩევს. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი რეკომენდაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ადამიანს ინსულტი უკვე გადატანილი აქვს.

3. სურდოს საწინააღმდეგო მედიკამენტები

პოპულარული სურდოს საშუალებები: „ქოლდრექსი“, „ტერაფლუ“, „ფერვექსი“ – მხოლოდ პარაცეტამოლი, მცირე დოზა ასკორბინის მჟავა და გემოს მიმცემი ქიმიური ნივთიერებაა. გახსოვდეთ: მის შემადგენლობაში დაავადების სამკურნალო კომპონენტი არაა – ისინი სიმპტომებს მხოლოდ ნიღბავენ.

მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მათი მიღება არა მხოლოდ მავნებელი, ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათოცაა! სხვათა შორის, ასეთი მედიკამენტების ღამით მიღების ტრადიციული პრაქტიკა ორმაგად საზიანოა, რადგან პარაცეტამოლი და მსგავსი ნივთიერებები ნივთიერებათა ცვლაზე უარყოფითად მოქმედებენ.

4. ტკივილგამაყუჩებელი და ჰორმონალური დონე

ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, კეტოპროფენი, დიკლოფენაკი და სხვა, ზრდის ჰორმონზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი აბი ასპირინის ორგანიზმზე გავლენა რამდენიმე დღე გრძელდება, მისი მიღების დროს სერიოზულ ძალოვანი ვარჯიშები უნდა დაივიწყოთ.

5. “ალკა-ზელტცერი“ და ნაბახუსევის მოხსნა

ნაბახუსევის საწინააღმდეგო პოპულარული მედიკამენტის შემადგენლობა მხოლოდ ჩვეულებრივი ასპირინი, საკვები სოდა და ლიმონის მჟავაა. ყველაფერი მარტივია: ასპირინი ტკივილს აყუჩებს, საკვები სოდა ალკოჰოლის მიღების გამო კუჭში გაზრდილ მჟავიანობას ამცირებს, ლიმონის მჟავა კი გემოს მატებს.

დაივიწყეთ, რომ ეს მედიკამენტი ნაბახუსევს კურნავს! და პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღება არც იფიქროთ. თუ ორგანიზმი ალკოჰოლის მიღებით უკვე მოწამლეთ, საეჭვო ნივთიერებით მდგომარეობის გაუარესება არ ღირს.

6. “უსაფრთხო“ ტკივილგამაყუჩებელი

ევროპელი სპეციალისტები ყველაზე ხშირად იბუპროფენს (ნუროფენი, მიგ400, ადვილი, სოლპაფლექსი და სხვ) გირჩევენ, როგორც ასპირინის და პარაცეტამოლის ალტერნატიულ საშუალებებს. ამას იმით ხსნიან, რომ ეს მედიკამენტები თავის ტკივილს და მაღალ ტემპერატურას სწრაფად აქრობენ.

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭში სისხლდენის გამოწვევა ან სხვა ზიანის მიყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ, მათი მიღება გამართლებული უნდა იყოს. ჭარბად მისი გამოყენება, ნებისმიერი სიმპტომის დროს ნამდვილად არ ღირს!

7. პანაცეა თავის ტკივილის დროს

ხშირად მსუბუქი თავის ტკივილის დროს ღამით რაიმე მედიკამენტს ვღებულობთ იმის იმედით, რომ დილით ჯანმრთელი გავიღვიძებთ, სამსახურში ან სპორტულ დარბაზში წავალთ. ასე მოქცევა არასწორია. დაიმახსოვრეთ: ამ ნივთიერებას თეორიულადაც კი არ შეუძლია სურდოს და თავის ტკივილის მოშორება – ის მხოლოდ სიმპტომებს აქრობს, ამასთან მცირე ხნით.

სიიაფის გამო ეს მედიკამენტი დიდი მოცულობით იყიდება. ასეთი მედიკამენტების შეძენის დროს დაფიქრდით, ჯანმრთელობაზე ეკონომიის გაწევა ღირს?

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.