Connect with us

ჯანმრთელობა

გაგიკვირდებათ, კარდიოლოგმა ყოველდღიურად ყველის მირთმევა მირჩია. ახლა მას ამ რჩევისთვის ვემადლიერები

სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებით იტანჯებიან. ცხოვრების გიჟური რიტმი, პრაქტიკულად, ჯანსაღი საკვების მომზადების დროს არ გვიტოვებს. პლანეტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამუშაო დროს ოფისში, კომპიუტერთან მჯდომარე პოზაში ატარებს.

ეს და ბევრი სხვა ფაქტორი გულის მუშაობაზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს. „ძრავი“ რომ სრულყოფილად მუშაობდეს, გამოცდილი კარდიოლოგის რჩევები უნდა გაითვალისწინოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს უნდა მისდიოთ. ალკოჰოლი და ნიკოტინი ჯანმრთელობას რომ ზიანს აყენებს, ეს უკვე არავის აკვირვებს. ყველგან სხვადასხვა სახის აკრძალვები გვესმის, ხოლო გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებებზე ძალიან ცოტას საუბრობენ.

როგორ გავაძლიეროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა

დღეს ფინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ გიამბობთ. 25 წლის განმავლობაში მკვლევარები 2000 მონაწილეს აკვირდებოდნენ, რომლებიც რამდენად ჯგუფებად დაყვეს იმის მიხედვით, მიირთმევდნენ თუ არა რძის პროდუქტებს, როგორი ცხოვრების წესი ჰქონდათ და რითი იკვებებოდნენ.

ექსპერიმენტის შედეგმა მთელი მსოფლიო გააოგნა:

კვლევის მონაწილეებს, რომელთა რაციონში ფერმენტული რძის პროდუქტები შედიოდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი 26%-ით უფრო ნაკლები ჰქონდათ.

ადამიანები, რომლებიც ნაყინსა და კარაქს ხშირად მოიხმარდნენ, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის ზონაში მოხვდნენ.

კვლევა ჩინელმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა გააგრძელეს. მათ 200 000 ადამიანის სამედიცინო ბარათი და რაციონი გააანალიზეს და გასაოცარი კანონზომიერება აღმოაჩინეს. ადამიანებს, რომლებიც ყველს ხშირად მოიხმარდნენ, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი 14%-მდე, ხოლო ინსულტის რისკი 10%-მდე შეუმცირდათ (იმასთან შედარებით, ვისაც ყველი არ უყვარდა).

სწორედ ამიტომ, კარდიოლოგი გირჩევთ ყოველდღიურად 40 გრ ყველი მიირთვათ, თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. ეს ძვირადღირებული მედიკამენტების შესანიშნავი ალტერნატივაა.

Advertisement

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.