Connect with us

ყვავილები

ბულგარული წიწაკა ფანჯრის რაფაზე. გამოცდილი მებაღის რჩევები

პატარა ბოსტანი ფანჯრის რაფაზე მარტივად და მინიმალური ძალისხმევით შეგიძლიათ მოაწყოთ. ასე მოსავალს მიიღებთ და გაერთობით. საჭირო მასალას სამზარეულოში იპოვით. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ ბულგარული წიწაკა ფანჯრის რაფაზე. ეკოლოგიურ ბოსტნეულს პირდაპირ სახლში მიიღებთ.

ბულგარული წიწაკის დათესვა

ჩვეულებრივ, ბულგარული წიწაკის თესლს ვაგდებთ, არადა ამ თესლიდან მთელი ბუჩქი შეგიძლიათ გაზარდოთ. თესლი სალფეთქზე შეაგროვეთ, რამდენიმე დღე გააჩერეთ. დათესვამდე უნდა გამოაშროთ. ამ თესლიდან ნამდვილი პლანტაციის გაზრდას შეძლებთ.

ექსპერიმენტები ჩაატარეთ და რამდენიმე სახეობის ბულგარული წიწაკა დათესეთ. ამისთვის, თითოეული სახეობის თესლი ცალ–ცალკე გააშრეთ და დათესეთ, რომ არ აირიოს. სხვა შემთხვევაში ცხარე ყვითელ ბულგარულს მიიღებთ. რომ არ დაგავიწყდეთ, თითოეულს წარწერა გაუკეთეთ, რომელი სახეობის წიწაკაა.

ბულგარულ წიწაკას სითბო და სინათლე უყვარს. ღია გრუნტში დღისით +19-27, ღამით +16-18 გრადუსი სითბო სჭირდება. ბოსტანში საკმაოდ გვიან ირგვება, როცა მიწა უკვე თბილია და ღამით ტემპერატურის ძლიერი რყევები არაა. ფანჯრის რაფაზე მთელი წელი შეგიძლიათ გაზარდოთ, თუ შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფთ.

ბულგარულ წიწაკას ოდნავ სველი მიწა უყვარს. მიწა მშრალი არ უნდა იყოს. ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, დღეში 2–ჯერ მორწყეთ. პატარა ფესვები აქვს, ამიტომ დიდი ქოთანი არ სჭირდება.

ბულგარული წიწაკის გაზრდა სახლში

საშუალო ზომის ქოთანი და წყალგამტარი ნაყოფიერი მიწა შეიძინეთ. ხის ან პლასტმასის ყუთიც გამოგადგებათ. სადრენაჟე ხვრელები გაუკეთეთ. გაზაფხულზე დათესეთ.

თესლი მიწაში 0,5-1 სმ–ზე უნდა დათესოთ და მიწა მსუბუქად მოაყაროთ. ცოტა წყლით მორწყეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. 20 დღეში პირველი აღმონაცენი გამოჩნდება.

აკონტროლეთ, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ იზრდებოდეს. ადგილის დეფიციტი მცენარის კვდომის მიზეზი შეიძლება გახდეს.  ქოთანი ფანჯრის რაფაზე დადეთ და ყოველდღე მორწყეთ.

მალე მცენარე აყვავილდება. აუცილებლად დამტვერეთ. ამას ფუტკრის გარეშეც მარტივად გააკეთებთ. ყურის ჩხირით თითოეულ ყვავილს მსუბუქად უჯიკეთ. ასე მტვერი ერთიდან მეორე ყვავილზე გადავა და დამტვერვა მოხდება. ამის შემდეგ ნაყოფის ფორმირებას დაელოდეთ.

ბულგარული წიწაკის მოსარწყავად თბილი, ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული წყალი გამოიყენეთ. ასე უხვ მოსავალს მიიღებთ და ფესვების სისტემასაც არ დააზიანებთ. 2 კვირაში ერთხელ მინერალური სასუქებით გამოკვებეთ.

Advertisement
Advertisement