თავის მოვლა
ბიუჯეტური საშუალება შუბლის ნაოჭების მოსაშორებლად. კოსმეტოლოგთან ვიზიტი არ დაგჭირდებათ
ჩვენი ცხოვრების სწრაფ ტემპში რთულია დრო გამოყოთ საკუთარი თავისთვის, კოსმეტოლგთან ვიზიტისთვის და სილამაზის სალონში წასასვლელად. იცით თუ არა, რომ სპა პროცედურები სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ.
მეგობარმა გამიმხილა, რა ეხმარება შუბლის ნაოჭების მოშორებაში. მარტივი მეთოდია, ზედმეტ ხარჯს და დიდ დროს არ მოითხოვს. Alltime.ge–ს რედაქცია პატარა ქალურ ხრიკებს გიზიარებთ.
შუბლის ნაოჭების მოშორება მარტივია: სახლის პატჩების დეტალური რეცეპტი
ამ ანტიასაკობრივი მეთოდის გამოყენების დადებითი მომენტია სახის კუნთების სასიამოვნოდ მოდუნება, კანქვეშა შეშუპების გაქრობა, კანის გამკვრივება და ნაოჭების გასწორება. პატჩების გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
- 0,5 ჭიქა ცივი წყალი (ან მწვანე ჩაის ძლიერი ნაყენი, ოხრახუშის, პიტნის ნაყენი ან სუსტად მოხარშული ყავა)
- 2-3 ჩ/კ ჟელატინი
- 2-3 ჩ/კ მარილი (ნებისმიერი სუფრის მარილი იოდირებულის გარდა)
- მარლის ნაჭერი ან სამედიცინო ბინტი
მომზადების და გამოყენების წესი:
1. მარილი წყალში, ბალახების ნაყენში ან ჩაიში გახსენით.
2. ჟელატინი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და გასასივებლად გააჩერეთ. შემდეგ აურიეთ.
3. შინაურულ საშუალებაში E ვიტამინი შეგიძლიათ დაამატოთ. ის კაფსულებში და ზეთოვანი ხსნარის სახით იყიდება. პირველ შემთხვევაში კაფსულა ფრთხილად გატეხეთ და სითხე მზა ნარევს დაუმატეთ, მეორე შემთხვევაში გაცილებით მარტივია. ტოკოფეროლს ხშირად პირდაპირ ნაოჭებზე ისვამენ, როგორც კანის გამაჯანსაღებელ პროცედურას.
4. ახლა ბინტი ან მარლა გაჭერით. 3-4 ფენად გაკეცეთ, მზა ნარევში დაასველეთ და შუბლზე, ასევე სხვა პრობლემურ ზონაზე დაიდეთ. ბინტის გაშრობის შემდეგ, კვლავ დაასველეთ და პროცედურა გაიმეორეთ. ხანგრძლივობა 15-20 წუთია. ნიღაბი სახეზე რაც შეიძლება დიდხანს გაიჩერეთ.
5. თუ პატჩის გამოყენების შემდეგ სიმშრალეს გრძნობთ, დასატენიანებლად შრატი ან გელი გამოიყენეთ.
ასეთი ნიღაბი მთელი ღამე შეგიძლიათ გაიჩეროთ. ეფექტს მაშინვე დაინახავთ. შუბლზე ნაოჭები რომ მოიშოროთ, 1 თვიანი კურსი ჩაიტარეთ. კვირაში 1–3 ნიღაბი 30 დღის განმავლობაში გაიკეთეთ.
ასეთი პატჩები არა მხოლოდ შუბლზეა ეფექტური. ცხვირტუჩის ნაოჭის, წარბებს შუა და თვალის გარშემო ნაკეცის გასასწორებლად გამოგადგებათ. მსუბუქი პროცედურით სახის კანს გაახალგაზრდავებთ. ერთგვარი ბოტოქსის ალტერნატივაა.
დიდი ხანია ფიქრობთ, როგორ მოიშოროთ შუბლზე ნაოჭები? მარტივი სახლის სპა პროცედურა ხელმისაწვდომი საშუალებებით შეშუპებას გააქრობს, კუნთებს მოადუნებს და ანტიასაკობრივი ეფექტი ექნება.