საკითხავი
ბინაში სითბოს შესანარჩუნებლად იაპონურ ხრიკებს ვიყენებ. ცენტრალურ გათბობას იშვიათად ვრთავ
წინდახედული ადამიანი ზამთრისთვის უკვე ემზადება. პროდუქტებს და სხვადასხვა საჭიროების ნივთებს იმარაგებს. ასევე სახლის გონივრულად დათბუნვაზე ზრუნავს. ამ საქმეში იაპონური ხრიკები ნამდვილად დაგეხმარებათ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ იაპონელების სამ ხრიკს, რომელთა გამოყენებით ცენტრალური გათბობის ხშირად ჩართვა არ მოგიწევთ.
იაპონიაში სახლებს საკმარისი თბოიზოლაცია არ აქვს, თან კომუნალური გადასახადები ძალიან ძვირია. სახლის გასათბობად და ხარჯების შესამცირებლად ხრიკებს მიმართავენ.
3 ხრიკი სახლის გასათბობად
სხეული გაათბეთ
იაპონური სიბრძნე ამბობს, რომ ჯერ სხეულის გათბობაზე უნდა იზრუნოთ, შემდეგ სახლის. ადრე ჰაკამა, კიმონოს ნაწილი, რომელიც რამდენიმე ფენა ბამბის ქსოვილისგან შედგება, მათი გარდერობის უცვლელი ნაწილი იყო. ახლა მის ნაცვლად თერმოსაცვლებს იყენებენ. ამ ნივთების წყალობით სხეულის გათბობას და სასიამოვნო სითბოს შენარჩუნებას შეძლებთ. თავს კომფორტულად იგრძნობთ.
ელექტროზეწარი და საბანი გამოიყენეთ
ნივთები გამათბობელი ელემენტებით იაპონიაში პოპულარულია. მაგალითად, ელექტროზეწარი და საბანი გადაფარებულ ადგილს კარგად ათბობს. თუ მის გამოყენებას აპირებთ, რამდენიმე უსაფრთხოების წესი დაიცავით:
- თავიდან ბოლომდე არ გაეხვიოთ და ბალიშად არ გამოიყენოთ.
- შუაზე გაკეცილი დიდხანს ჩართული არ დატოვოთ.
- მასზე წიგნი, ტანსაცმელი ან თეთრეული არ დადოთ.
- მთელი ღამით არ ჩართოთ.
კოტაცუ შეიძინეთ
ესაა ტრადიციული ავეჯი იაპონიაში. საკმაოდ დაბალი კარკასია. მასზე ჯერ საბანია გადაფარებული, შემდეგ მაგიდის ზედაპირი. შიგნით გამათბობელი აქვს. კოტაცუს გარშემო მთელი ოჯახი შეგიძლიათ შეიკრიბოთ და საბანში გაეხვიოთ. ასე სითბოს იზოლირებას მოახდენთ და თავს კომფორტულად იგრძნობთ.
იაპონური ხრიკების გამოყენებით ცენტრალური გათბობის ხშირად ჩართვა არ მოგიწევთ, კომუნალურებს დაზოგავთ და გათბობას შეძლებთ. სახლში ყოფნა კომფორტული გახდება.