Connect with us

საკითხავი

ბელგიამ ხორცის ჰალალის და კოშერის მეთოდით დამუშავება აკრძალა. ამას სკანდალი მოჰყვა

ბელგიამ ხორცის ჰალალის და კოშერის მეთოდით დამუშავება აკრძალა. ამას სკანდალი მოჰყვა

ბელგიაში ცხოველების ჰუმანური მეთოდით მოკვლა სავალდებულო გახდა – პირველ რიგში,  ელექტროშოკით უნდა გააბრუონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოკლან.

მსგავსი აკრძალვა ფლანდრიაში მიიღეს, ხოლო ამა წლის სექტემბერში კანონპროექტს ვალონიაც შეუერთდება. როგორც აღმოჩნდა, კანონპროექტი ისლამის და იუდაიზმის რელიგიურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

ცხოველურ ხორცს რომ ჰალალის (ან კოშერის) უწოდონ, ყასაბმა საქონლის მოკვლის მკაცრი წესები უნდა დაიცვას. მისი ამოცანააა ცხოველის სისხლისგან მაქსიმალურად დაცლა. სწორედ ამიტომ ხშირად კისრის არტერიას ჭრიან.

თუმცა ცხოველების უფლებების აქტიური დამცველები აცხადებენ, რომ მათი რიტუალები არაადამიანურია.

ახალი კანონის მიხედვით, ცხოველი ჯერ ელექტრო შოკით უნდა გააბრუონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოკლან. ეს უფრო ჰუმანრუაია, ვიდრე ჰალალის და კოშერის რიტუალები, თვლიან უფლებადამცველები.

ბელგიაში მუსულმანურმა და ებრაულმა საზოგადოებამ კანონის მიმართ თავიანთი უთანხმოება გამოხატეს. მათი სიტყვებით, სიკვდილის წინ ცხოველები კარგ მდგომარეობაში უნდა იყვნენ – ხოლო ელექტრო შოკის გამოყენების შემდეგ, მთელი რიტუალი აზრს დაკარგავს.

ზოგიერთი ამ აკრძალვას ანტისემიტიზმისა და ისლამაფობიის გამოვლენას უწოდებს.

„რთულია იმის გაგება, თუ ამ აკრძალვის მიღმა რა იმალება. რაღაც მსგავსი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიაში ხდებოდა.“ – ამბობს რაბინი იაკოვ დევიდ შმალი.

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში დაახლოებით 500 ათასი მუსულმანი და 30 ათასი იუდეველი ცხოვრობს. ისინი ნერვიულობენ იმაზე, რომ აკრძალა ფასების გაზრდას და პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევს.

ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა შვეიცარია, დანია, შვედეთი და ახალი ზელანდია, ცხოველების ასე მოკლვა უკვე არაჰუმანურად აღიარეს და ეს კანონის დონეზე აკრძალეს.

რას ფიქრობთ ამ სიახლის შესახებ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement