Connect with us

საკითხავი

ბედნიერი ბავშვების აღზრდის წესები 6 დიდებული მასწავლებლისგან, რომლებმაც საკუთარი სკოლა გახსნეს

ბედნიერი ბავშვების აღზრდის წესები 6 დიდებული მასწავლებლისგან, რომლებმაც საკუთარი სკოლა გახსნეს

ადვილი არაა იმის გაგება, თუ როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვები, თუ ირგვლივ ყველა რჩევას იძლევა. დიდებული პედაგოგების და ფსიქოლოგების შეხედულებებიც კი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. თუმცა ყველა ალტერნატიული სკოლა თვლის რომ, თუ ბავშვს თავისუფლებას მისცემთ და მის ინდივიდუალურობას დააფასებთ, ის თავდაჯერებული და ბედნიერი გაიზრდება.

ამა თუ იმ საგანმანათლებლო მიდგომის ბოლომდე დაცვა საჭირო არ არის. თქვენთვის მზრუნველი მასწავლებლების და მეცნიერების რჩევები შევკრიბეთ. ისინი აღზრდის სისტემაზე მუშაობდნენ, რომ ბავშვები სრულყოფილ პიროვნებებად გაზრდილიყვნენ, ხოლო ოჯახური ურთიერთობა ნდობაზე აწყობილი და ძლიერი ყოფილიყო.

1.მონტესორის სისტემა, შემქმნელი – მარია მონტესორი

მონტესორი იტალიაში პირველი ქალი არის, რომელმაც სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრდა. ის ავადმყოფ ბავშვებთან მუშაობდა, რომლებზეც მაშინ არავინ ზრუნავდა. მონტესორი ნობელის პრემიაზე რამდენჯერმე ნომინირებული იყო, ხოლო მისი აღზრდის მიდგომა დღემდე ბევრ ქვეყანაში პოპულარული არის.

მარია მონტესორის შეხედულებები:

1.ბავშვი პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ თავაზიანი თხოვნა მბრძანებლურ ტონზე უკეთესი არის.

2.ბავშვს ზემოდან ქვემოთ ნუ უყურებთ – ეცადეთ, რომ თქვენი თვალი მის დონის გასწვრივ იყოს.

3.ბავშვის ზომის და ძალების შესაბამისი მაგიდა და სკამი, ტანსაცმლის კარადა გაუკეთეთ. ასეთ გარემოში თავს ბედნიერად იგრძნობს.

4.ბავშვის ნაცვლად არ გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც თავად შეძლებს.

5.თუ ბავშვს ყველაფრის გამო დასჯით, მას ყველასა და ყველაფრის მიმართ დანაშაულის შეგრძნება ექნება.

6.თუ ბავშვს მხარს უჭერთ და გრძნობების გამოხატვაში ხელს არ შეუშლით, ის თავდაჯერებული გაიზრდება.

7.ბავშვს საყოფაცხოვრებო საქმეებში დახმარებაში ხელი არ შეუშალოთ.

8.უმჯობესია თუ ნატურალური მასალისგან დამზადებულ სათამაშოებს – კუბიკები, ავეჯის მოდელები, ჭურჭელი, შეიძენთ და არა პლასტმასის სათამაშოების.

2.რეჯიო ემილიას საგანმანათლებლო ფილოსოფია, დამფუძნებელი – ლორის მალაგუცი

იტალიელმა ფსიქოლოგმა მოიფიქრა ლამაზი მეტაფორა: ბავშვი დაბადებისთანავე „100 ენაზე“ საუბრობს. ანუ ბავშვი სამყაროს ელაპარაკება და საკუთარ თავს სხვადასხვა მეთოდებით გამოხატავს, მათ შორის, ხატვა, სიმღერა, თამაში. თუმცა უფროსები 99 ენის დახშობას ცდილობენ. მშობლებმა ბავშვებს უნდა მოუსმინონ და მისი „ენის“ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება უნდა ისწავლონ.

მალაგუცის მთავარი იდეები:

1.არასწორი პასუხი არ არსებობს – ერთ საკითხზე სხვადასხვა ხედვა არსებობს. არ უთხრათ ბავშვს, რომ ამა თუ იმ საკითხში მართალი არაა. დაუსვით კითხვები, თუ ასე რატომ ფიქრობ და უფრო მეტი დაფიქრება სთხოვეთ.

2.სანამ რამეს ახსნას დაიწყებთ, ბავშვს ჰკითხეთ, თუ თავად ამ საკითხზე რას ფიქრობს. თუ მისთვის უკვე ცნობილ ნივთებზე საუბარს დაუწყებთ, ბავშვი ინტერესს დაკარგავს და არ მოგისმენთ. როგორც უფროსები.

3.დაუსვით კითხვები, რომლებიც დეტალურ პასუხებს მოითხოვენ. ასე ბავშვი დაფიქრებას და საკუთარი ემოციების გამოხატვას ისწავლის.

4.რაც შეიძლება ხშირად, ბავშვს არჩევანის უფლება მიეცით. მაგ., რისი ჩაცმა სურს ან რა ფერის ზურგჩანთა უნდა?

3.ვალდორფის აღზრდის მეთოდი, დამფუძნებელი – რუდოლფ შტაინერი

ვალდორფის სკოლის მიზანია თავდაჯერებული, შრომისმოყვარე ბავშვის აღზრდა და მასში შემოქმედებითი შესაძლებლობის აღმოჩენა. აქ შეფასებას არ წერენ და კონტროლს არ ახდენენ, მაგრამ სახელმწიფო გამოცდებს ბავშვები ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეებზე ცუდად არ აბარებენ,

რუდოლფ შტაინერის იდეები:

1.არ არსებობს ისეთი წიგნი, რომელიც მშობელს ბავშვთან ურთიერთობას ასწავლის. თითოეული ბავშვი უნიკალური არის, სწორედ ამიტომ თითოეულის შესაძლებლობა უნდა დაინახოთ და მიიღოთ.

2.საინტერესო და სათავგადასავლო ისტორიები ბავშვებს უფრო მეტს ასწავლის, ვიდრე მოსაწყენი სასწავლო გვერდები.

3.ბავშვებმა ბევრი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ: ისწავლონ დაკვირვება, დაინახონ სილამაზე და სამყაროსთან ჰარმონიაში იცხოვრონ.

4.მარტივი სათამაშო, მაგ., ხის კუბები ბავშვის ფანტაზიას უფრო მეტად ავითარებს.

5.მარტივი ყოველდღიური რიტუალი ბავშვებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს, ასევე ორგანიზებას და მოწესრიგებულობას ასწავლის. სწორედ ამიტომ დღე შეიძლება ლექსის და დათვლის გამეორებით დაიწყონ, თითების თამაშით მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

4.სამერხილის სკოლა, დამფუძნებელი – ალექსანდრ ნილი

ბრიტანელები ამ სკოლას საკამათოს უწოდებენ. მოსწავლეებს უფლებას აძლევენ არ ისწავლონ: გაკვეთილებზე დასწრება აუცილებელი არაა. საშუალოდ, ბავშვები დროს უაზროდ 3 თვე ატარებენ, შემდეგ კი გაკვეთილებზე დადიან. ჩვეული საგნების გარდა, აქ შეგიძლიათ იმუშაოთ ფოტოშოფზე, მცენარეები გაზარდოთ, ფოკუსები აჩვენოთ და სხვა სასარგებლო უნარები შეისწავლოთ.

ალექსანდრ ნილის შეხედულებები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით:

1.როცა ბავშვს ვეუბნებით „არა“, ბავშვი ცხოვრებას „არას“ ეუბნება.

2.რთული ბავშვი – ეს უბედური ბავშვია, რომელიც სამყაროსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში არ არის. სწორი იქნება თუ ვისაუბრებთ არა რთულ ბავშვებზე, არამედ რთულ კაცობრიობაზე.

3.„რთული ბავშვების“ მშობლები ცოტა ხნით უნდა დასხდნენ და გულწრფელად უპასუხონ კითხვებს: „მხარს ვუჭერ თუ არა ბავშვს?“, „ვენდობი თუ არა?“

4.ბავშვის ამოცანა – საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაა და არა ცხოვრება იმ ცხოვრებით, რომელიც მას მშობლებმა და მასწავლებლებმა მოუფიქრეს.

5.ბავშვი კი არ უნდა იყოს სკოლის შესაბამისი, არამედ სკოლა – ბავშვის.

6.ადამიანებს თავისუფლება სჭირდებათ, მაგრამ თავისუფლება და ყველაფრის ნებართვის უფლება ერთი და იგივე არაა.

7.მშობლები ხშირად ბავშვების დაშინებას ცდილობენ, რაც მათ ქცევას შეიძლება მოჰყვეს. თუმცა უფრო სწორი იქნება, თუ ბავშვს ვასწავლით რომ არაფრის ეშინოდეს.

5.ინსტრუმენტალური აღზრდა, ფუძემდებელი – ჯონ დიუი

აშშ-ში დიუის „პროგრესული განათლების მამას“ უწოდებენ. ის თვლიდა, რომ სკოლის ამოცანა არის ბავშვს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაეხმაროს და გარემოსთან ადაპტირება ასწავლოს. სწორედ ამიტომ ბავშვებს კონკრეტული ამოცანების შესრულება უნდა ასწავლოთ და არა აბსტრაქტული ცოდნით ტვინი გაუვსოთ.

დიუის შეხედულებები განათლებაზე:

1.ბავშვმა რაღაც უნდა გააკეთოს და არა რაღაც ისწავლოს. სწორედ ასეთი მოქმედება მიიყვანს ბავშვს შედეგამდე.

2.ბავშვი წარუმატებლობის გამო არ უნდა შეარცხვინოთ. მარცხი უკეთ გახდომაში ხელს გვიწყობს.

3.ყველა დიდებული სამეცნიერო მიღწევა ეკუთვნის მათ, ვისაც საკუთარი ფანტაზიის გამოყენების არ შეეშინდა.

6.სელესტენ ფრენეს მეთოდი

ფრენემ საკუთარი სკოლა 24 წლის ასაკში გახსნა. ის განვითარება ჩამორჩენილ ბავშვებს ეხმარებოდა. მის სკოლაში სასწავლო წიგნები და საშინაო დავალებები არ იყო, მაგრამ სკოლის მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აღწევდნენ და ყოველმხრივ განათლებას ღებულობდნენ.

ფრენეს მთავარი იდეები:

1.ყველაზე სასიამოვნო საქმეც კი შეიძლება აუტანელი გახდეს, თუ მის გაკეთებას გაიძულებენ.

2.დასჯა ორივეს შეურაცხყოფას აყენებს: მას, ვინც სჯის, და მას, ვისაც სჯიან.

3.რაც უფრო მალე დაიწყებს ბავშვი საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებას, მით უფრო თავდაჯერებული და თვითკმარი იქნება მომავალში.

4.აკრძალვების და დასჯის ნაცვლად სჯობს ბავშვთან მოლაპარაკება გამართოთ. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მის ხმას მნიშვნელობა აქვს.

რომელი იდეა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად? ბავშვის აღზრდის საკუთარი საიდუმლო მეთოდი ხომ არ გაქვთ?