ჰოროსკოპი
ბედის ნებიერა: რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად
თითოეული ჩვენგანი რთულ სიტუაციაში იღბალს ყურადღებას და დახმარებას ვთხოვთ, თუმცა მისი კეთილგანწყობის მოპოვება ყველას არ შეუძლია. ვარსკვლავები გვფარველობენ, მაგრამ გამართლება ბედს განსაზღვრავს და მას თავისი რჩეულები ჰყავს. Alltime–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ბედის რჩეულები.
ქალწული
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე იღბლიანებს შორის ქალწული ბოლო, მე–12 ადგილს იკავებს. თუმცა არა იმიტომ, რომ ბედი გააბრაზეს, პირიქით, ცხოვრებას იმდენად კარგად აკონტროლებენ, რომ სპონტანურობის უმცირესი შანსიც არ არსებობს. მხოლოდ ფაქტები, ზუსტი ციფრები და გეგმის მკაცრი დაცვა. ზოგჯერ სისტემა ზიანდება და რინგზე იღბალი გამოდის, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ შეგიძლიათ სტატისტიკურ შეცდომად ჩათვალოთ. სწორედ ასეთი მოულოდნელი მომენტებით ქალწული ნამდვილ წარმატებას აღწევს. ასევე ბევრი რესურსი და დანაზოგი აქვთ.
თხის რქა
არც ერთი თხის რქა არასდროს იტყვის, რომ ცხოვრებაში გაუმართლა. ეს სრული სიმართლეა, ნიშანი საპატიო მე–11 ადგილს იკავებს. გახსოვდეთ: ბედი ბოროტი არაა. ის მუდმივად ახალ შესაძლებლობებს და იდეალურ მომენტებს გვაძლევს, უბრალოდ მათ უნდა გადახედოთ. მოდური სათვალე იყიდეთ და გვერდზე გაიხედეთ. ამასთან, თხის რქა ოცნების სამსახურისკენ რბოლაში აბსოლუტური ჩემპიონია, ეს უკვე წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. თქვენი რეგალიებით დატკბით, მაგრამ ცხოვრების სხვა ასპექტები არ დაგავიწყდეთ.
ვერძი
ვერძი მე–10 ადგილს იკავებს მხოლოდ იმიტომ, რომ იღბალი თავისი ახირებებით არ სჭირდება. ის იღებს, რაც სურს და ცხოვრებით ტკბება ისე, რომ გამართლებაზე საერთოდ არ ფიქრობს. ვერძის ქარიზმა საკმარისია, რომ ნებისმიერი ბიჭი, საჭირო თანამდებობა და ბევრი ფული მოიპოვოს. რისკის, აზარტის და ზოგიერთი აგრესიული ქმედებისკენ გადაულახავმა ლტოლვამ შეიძლება ბოროტად გეხუმროთ. თუ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება გსურთ, ზოგჯერ საკუთარ თავს მოსაწყენი და ზომიერი ცხოვრების უფლება მიეცით.
სასწორი
გამართლების მიხედვით სასწორი იგივე ქალწულია, ოღონდ უფრო კეთილი და მომხიბვლელი. მთავარი კოზირია ის, რომ დაბადებისთანავე ადამიანების მანიპულირების ფენომენალურ ნიჭს იძენს. მე-9 ადგილს მხოლოდ სიზარმაცის და სამყაროს დაპყრობის სურვილის არ ქონის გამო იკავებს. სასწორი იღბალს არ ეყრდნობა. ის სხვისი ხელებით მოქმედებას მიჩვეულია და ამით მშვენივრად ცხოვრობს. როგორც ისინი, ვინც ამ რესურსებს აწვდიან.
კურო
მე–8 ადგილს კურო იკავებს, რომელიც ბედთან მეგობრობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სიყვარულში მასზე უფრო წარმატებული ნიშანი არ არსებობს. დახვეწილობა, ელეგანტურობა და ზომიერება აბრმავებს გარშემომყოფებს, რომლებიც კუროს ნაკლოვანებებს პატიობენ. გახსოვთ, როგორი აღფრთოვანებით გიყურებდნენ მარტოხელა თანამშრომლები კორპორატიულზე? აი, თქვენი ხრიკი. გაიღიმეთ იქ, გაიხუმრეთ აქ – და მიიღეთ ყველაფერი, რაც გსურთ და ცხოვრებით დატკბით. თან მიდგომა მუშაობს ყოველთვის, ყველგან და ყველასთან.
კირჩხიბი
კირჩხიბი დიდი გამართლებით ვერ გამოირჩევა, მაგრამ სიაში მე-7, არც თუ ისე დაბალ ადგილს იკავებს. ეს იმიტომ, რომ თუ რაიმე ძალიან ძლიერ სურს, სამყარო დათმობაზე მიდის, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენელი თხოვნით იშვიათად მიმართავს. თუ რაიმე განსაკუთრებული გსურს, უბრალოდ ისურვეთ და ბედნიერებას მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი სუპერძალა არა წარმატებაში, არამედ ფარულ ნიჭშია. კირჩხიბი ყველაზე ბედნიერი ოჯახურ ურთიერთობაშია, ასე რომ შეგიძლიათ დაშორების, უშვილობის და მარტო დაბერების არ შეგეშინდეთ. ამ მხრივ ყველაზე იღბლიანი ხართ.
ლომი
ლომი თხის რქა არაა და, რა თქმა უნდა, თვლის, რომ ყველა სიაში პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ იღბლიანებს შორის მხოლოდ მე-6 ადგილს უნდა დასჯერდეს. სიამაყე, მაღალი თვითშეფასება და ყველგან საუკეთესოდ ყოფნის სურვილი ციდან მიწაზე დაშვებას და შრომას აიძულებს, რომ სასურველი მიიღოს. თუ ბედის თქვენკენ შემობრუნება გსურთ, ძალები მოიკრიფეთ და ცოტათი მაინც გარემოებებს დაეყრდენით. სამწუხაროდ, ყველა დეტალის გათვლას ყოველთვის ვერ შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ მცირე შემთხვევითობა უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი მე-5 ადგილს მტკიცედ იკავებს. ის ყოველთვის პოზიტიური, დიპლომატიური და მსუბუქია. ამასთან თამაშით ცხოვრობს და ცოტა საქმეს თუ უყურებს სერიოზულად. შესაძლოა, ამიტომ იღბალი ერთ–ერთი ფაქტორია, რომელიც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს და ეს თავისებურად მშვენიერია. თქვენი ენერგია საკმარისია, რომ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე შეუძლებელი სურვილი აისრულოთ. პრიორიტეტები სწორად დაისახეთ და ცხოვრებაში განახორციელეთ.
თევზები
მგრძნობიარე და დაუცველი თევზები უმწეოები ჩანან, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ამ ზოდიაქოს ნიშნის თითოეული წარმომადგენლის მიღმა პირადი მფარველი ანგელოზი დგას, რომელიც იღბალს სიუხვის რქიდან ანაწილებს. იქნებ, იმიტომ, რომ უსარგებლო რისკს გაურბის, საპატიო მე-4 ადგილს იკავებს. თქვენი ძალა შემოქმედებასა და თვითაგამოხატვაშია, ამიტომ საუკეთესო მხარეები გამოიყენეთ, როცა იღბლის დამატებითი დოზა დაგჭირდებათ. იმღერეთ, დახატეთ, შეკერეთ, იცეკვეთ ან უბრალოდ გაუგებარ სიტუაციებში ანეგდოტები მოყავით – პრობლემები გაოცდება და წავა.
მორიელი
სამეულს მორიელი ხსნის. ამ ნიშანს ამაზრზენად თვლიან, რადგან სხვებს მისი შურს. თან მძიმე ხასიათი აქვს. ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ თუ მორიელს რამე დასჭირდება, სასურველს აუცილებლად იღებს. ერთ საათში, დღეში ან წელში, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც გამარჯვებული გამოვა. იქნებ მას სამართლიანობის მწვავე გრძნობა, წარმოუდგენელი სიმტკიცე ან აუტანელი სიჯიუტე ეხმარება. იქნებ ის ფაქტი, რომ გულგრილს არავის ტოვებს. ყველას სურს ან მორიელთან დაწოლა ან მისი მოკვლა ან მის ადგილას ყოფნა.
მერწყული
მერწყული მეორე ადგილს იკავებს. ეს ნიშანი რეალურ სამყაროს მოწყვეტილია: ან ფანტაზიებში ცხოვრობს და სიტუაციას იშვიათად იკვლევს ან იმდენად ჩაციკლულია, რომ ირგვლივ სხვა ვერაფერს ამჩნევს. თან იღბლიანებს მამაცები უყვართ. ერთი მხრივ, ეს კარგია, მერწყულს უმართლებს, როგორც დამწყებებს და გმირებს – ყოველთვის და უსიტყვოდ. მეორე მხრივ, ადრე თუ გვიან სამყარო მას დაბალანსებისკენ მოუწოდებს და მფარველობისთვის რაღაც მნიშვნელოვანი მიაქვს. თუმცა ასეთ მომენტებში მერწყული ანგარიშსწორებას თავს არიდებს. როგორ? არავინ იცის, უბრალოდ უმართლებთ.
ტყუპები
ყველაზე იღბლიანების რეიტინგის პირველი ადგილი ტყუპებს ეკუთვნის. მას ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, რადგან აცნობიერებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს შეუცნობელში სიარულს. მაგალითად, ტყუპები ღამით ბნელ ტყეში საეჭვო უცნობთან ერთად არ წავა. ამასთან ჭკვიანი, მხიარული და ძალიან ამტანია. მისგან წუწუნს ვერ მოისმენთ. თუ ჩივილს დაიწყებს, მხოლოდ თვალის ასახვევად, რომ გარშემომყოფებმა დიდად არ შეიძულონ. მარტო თავს კარგად გრძნობს, ეს დამოუკიდებლობის მთავარი კრიტერიუმია, რომელსაც ბედი პატივს სცემს. როგორ არ უნდა გიყვარდეს?