Connect with us

ჯანმრთელობა

ახდენს თუ არა სისხლის ჯგუფი გავლენას დაავადებების განვითარებაზე?

რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს? ბევრი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს, სანამ ბავშვების გაჩენას ან დონორად გახდომას არ გადაწყვეტს. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერი სისხლის გადასხმა არ შეიძლება. აღმოჩნდა, რომ ჯგუფს გარკვეული დაავადებებისკენ მიდრეკილების შესახებ „საუბარი“ შეუძლია. ამის ცოდნა კი ზედმეტი არასდროსაა!

1. თრომბი

სისხლის პირველი ჯგუფის მფლობელებს თრომბის განვითარების დაბალი რისკი აქვთ. მეორე და მესამე ჯგუფის ადამიანებში რისკი 30%-ით უფრო მაღალია, ხოლო მე-4 ჯგუფში – 20%-ით მეტი.

2. კუჭის სიმსივნე

აქ, კვლავ პირველი ჯგუფის ადამიანებს გაუმართლათ. აი, სისხლის მეორე ჯგუფის მფლობელებს კუჭის სიმსივნის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

3. წყლულები

ამ მხრივ სისხლის მეორე და მესამე ჯგუფის მფლობელებს გაუმართლათ. სისხლის პირველი ჯგუფის ადამიანები დიდი ალბათობით კუჭის წყლულით იტანჯებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქმე ინფექციებზე სხვადასხვა იმუნურ პასუხშია.

4. გულის უკმარისობა

ყველაზე მაღალი რისკი – მესამე და მეოთხე ჯგუფებშია. პირველ და მეორე ჯგუფებში 25%ით ნაკლებია. რატომ არის ასე, ჯერჯეობით უცნობია.

5. კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე

პირველი ჯგუფის მფლობელებს კვლავ დაავადების დაბალი შანსი აქვთ, აი, სისხლის მეორე ჯგუფში რისკი 32%-ით მაღალია, მეოთხეში – 51%-ით, მესამეში კი – 72%-ით. ამ სტატისტიკას უკავშირებენ გენეტიკურ ფაქტორებს, ასევე სისხლის ანტისხეულების გავლენას ორგანიზმში არსებულ ანთებაზე.

რა თქმა უნდა, სისხლის ჯგუფის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ბევრი დაავადების განვითარების რისკის შემცირება, რომლებიც არასწორ კვებას, მოწევას, ალკოჰოლის მიღებას და ფიზიკური დატვირთვის არ არსებობას უკავშირდებიან.