Connect with us

ჰოროსკოპი

ახალმთვარეობა 2021 წლის თებერვალში: კარგი დასაწყისი და შემოქმედებითი ენერგია

ახალი საქმის დასაწყებად და მიზნების განსახორციელებლად ახალმთვარეობაზე უკეთესი დრო არ არსებობს. ასტროლოგიაში ახალი მთვარე – მთვარის ციკლის დასაწყისია, როცა შეუიარაღებელი თვალით ცაზე მთვარის დანახვა თითქმის შეუძლებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაქრა – უხილავი მთვარე თავის ძლიერ გავლენას ინარჩუნებს. თუ მის ენერგიას სწორად გამოიყენებთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ.

შემდეგ ახალი მთვარე 11 თებერვალს გველოდება. ის მერწყულის, არასტანდარტული მიდგომის, კრეატივის, გაზრდილი კომუნიკაბელურობის და ცხოვრებისადმი მარტივი დამოკიდებულების ნიშანში გაივლის. მერწყული ახალმთვარეობას არასერიოზულს არ გახდის, პირიქით, საშუალებას მოგცემთ სირთულეებს ზედმეტი დრამატულობის გარეშე შეხედოთ. 2021 წლის თებერვლის ახალმთვარეობა შესანიშნავი დროა, რომ მომავლის უკეთ მოსაწყობად ახალი გზები მოძებნოთ. თუ ახალი გზები უკვე ნაპოვნი გაქვთ, დროა აქტიურად იმოქმედოთ. სხვებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, უფრო ნაყოფიერი და მეტად აქტიური იყოთ. ახალი მთვარის პერიოდი თებერვლის სტელიუმის მწვერვალს მერწყულს ემთხვევა – ამ ნიშანში 6 გავლენიანი ციური მნათობი შეიკრიბება. ასე შეძლებთ მერწყულის მეამბოხე ენერგია კონსტრუქციულ რელსებზე გადაიყვანოთ.

რატომ არის ახალი მთვარე ასეთი ხელსაყრელი? ეს მოვლენა განსაკუთრებული ციური სტაბილურობით გამოირჩევა, რადგან მკაცრად იმ მომენტში ხდება, როცა მთვარე მზეში სტაბილურ წონასწორობაში იმყოფება – ორივე ობიექტი ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშანში ერთი და იმავე გრადუსზეა. ამრიგად, ახალმთვარეობა ყოველთვის მიმდინარე ზოდიაქოს ნიშანში ხდება. ეს ყოველთვის დადებითი ენერგიის ზრდას, განვითარებას და პერსპექტიულ შესაძლებლობებს იწვევს.

რა თქმა უნდა, სხვა კოსმოსურ მოვლენებს კორექტირება შეაქვთ, რადგან ციური მნათობები ყოველთვის რთულ კონფიგურაციაში იმყოფებიან. თუმცა ახალმთვარეობა ჩვენზე პოზიტიურ გავლენას ახდენს – ამას ასტროლოგიის ყველა სპეციალისტი აღნიშნავს.

რა გავლენას მოახდენს თქვენზე ახალი მთვარე? ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებით, რატომ გვეცვლება განწყობა, დაძინება გვსურს ან, პირიქით, უძილობა გვაწუხებს? სცადეთ მთვარის ციკლს თქვენი მდგომარეობა შეადაროთ. შესაძლოა პირდაპირი კავშირი იპოვოთ. ასე პირადი მოთხოვნების გათვალისწინებით საქმის დაგეგმვას შეძლებთ.

ახალი მთვარის განწყობა

ასტროლოგიაში ახალი მთვარე სტაბილურ წერტილად ითვლება, რომელიც გაცნობიერების, შეფასების და დაგეგმვის უნარებს თავს უყრის. ამისთვის საჭიროა სიმშვიდე, კონცენტრირების უნარი. თუ განმარტოება და დიდხანს ფიქრი სურთ, ეს სწორედ ახალი მთვარის გავლენაა. ის მოგიწოდებთ ახალი მთვარის ციკლის დაწყებამდე კონცენტრირდეთ და ღრმად ისუნთქოთ.  თუ მარტოობა გსურთ, შინაგანი ინტროვერტის დანგრევა არ სცადოთ. წვეულებებზე უარი თქვით, სტუმრად წასვლა რამდენიმე დღით გადადეთ. ახლა სიმშვიდის და წონასწორობის დაცვა უფრო სასარგებლოა.

ძილიანობა ყოველ ახალმთვარეობაზე

მთვარის სინათლე უკან იხევს და სიბნელე მეფობს. ტრადიციულად, ფიზიოლოგიური რიტმები ხარისხიანი ძილისთვის სინათლის არ არსებობას მოითხოვს. ეს ცხოვრების ენერგეტიკულ სპექტრზეც აისახება. თუ გსურთ პლედში გაეხვიოთ და ბალიშს ჩაეხუტოთ, დრო მოვიდა, ცოტა დაიძინოთ, რომელიც თავად მთვარემ აკურთხა.

ახალი მწვერვალების დასაპყრობად მოტივაციის ამაღლება

ეს სიბნელის პიკში ცოტა ძილიანობას არ ეწინააღმდეგება. ძილის სურვილი მნიშვნელოვანი საქმის დაწყებამდე ახალი სტარტია. თქვენ მიზნების მისაღწევად ახალ ძალას აუცილებლად იგრძნობთ. კოსმოსური იმპულსი არ დააყოვნებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წინა რჩევას გაითვალისწინებთ და სათანადოდ დაისვენებთ. ახალმთვარეობა – ხანმოკლე პერიოდი ზრდის წინ, რომელიც ყველა საქმეში დაგეხმარებათ.

პოზიტიური განწყობა, საკუთარ თავზე და სამყაროზე ზრუნვა

ახალმთვარეობას იმედი იღვიძებს და კარგი შანსია, რომ „საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას“ გაეცნოთ. ყველაფრის უკეთ გაკეთების, ზრუნვის გამოხატვის, სიკეთის კეთების, სილამაზის და პოზიტივის გამოსხივების სურვილი გექნებათ და ეს ახალი მთვარის გავლენაა. თუ ეს სურვილი თქვენში ისედაც არ ქრებოდა, წინსვლისთვის კარგ ბიძგს მიიღებთ. თუ ცუდ მდგომარეობაში ხართ, ეს პერიოდი ნეგატივის კომპენსაციას საშუალებას მოგცემთ და ყველაფერი უიმედო აღარ მოგეჩვენებათ. შეწყვიტეთ იმ ხალხთან ურთიერთობა, ვინც ნეგატივისკენ გიბიძგებთ. გააკეთეთ ის, რაც მეტ ოპტიმიზმს მოგცემთ და საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ!

შემდეგ ახალმთვარეობისთვის მზად იყავით

მთვარის კალენდრის მიხედვით ცხოვრებისეული აქტივობების ფაზების განაწილება უაზრო საქმე არაა. თუ გეცოდინებათ, როდის იქნებით ცუდ განწყობაზე, ამ დღეს მნიშვნელოვან საქმეებს არ დაგეგმავთ, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვენ. და პირიქით, სულიერი აღმასვლის პერიოდში შეგიძლიათ ორმაგი საქმე შეასრულოთ და ამით სიამოვნება მიიღოთ.

2021 წლის ახალმთვარეობის პერიოდები:

  • 11 თებერვალი
  • 13 მარტი
  • 11 აპრილი
  • 11 მაისი
  • 10 ივნისი – მზის დაბნელებას ემთხვევა
  • 9 ივლისი
  • 8 აგვისტო
  • 6 სექტემბერი
  • 6 ოქტომბერი
  • 4 ნოემბერი
  • 4 დეკემბერი – მზის დაბნელებას ემთხვევა
Advertisement
კულინარია1 hour ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი2 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი2 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა2 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები2 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი2 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი18 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი18 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა18 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი18 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ